რა თანხა გამოიმუშავეს ქართულმა კლუბებმა ევროთასებზე?

AutoSharing Option
ქართული კლუბებიდან 2021/22 წლების ევროთასების სეზონის საკვალიფიკაციო ეტაპზე 4 კლუბი წარდგა - თბილისის "დინამო", ბათუმის "დინამო", გორის "დილა" და "გაგრა".

საქართველოს ჩემპიონმა ("დინამო თბ") ევროგამოსვლა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაიწყო და შემდეგ კონფერენს ლიგაზე გადაერთო, ხოლო "დინამო ბთ", "დილა" და "გაგრა" მხოლოდ კონფერენს ლიგაზე გამოვიდნენ.

თუ დანარჩენი სამივე კლუბიდან ერთი ეტაპის გადალახვაც ვერც ერთმა შეძლო, ბათუმის "დინამომ" ქართველი გულშემატკივარი 2 ეტაპის გადალახვით გაახარა და მესამესაც მოუთმენლად ველოდებით.

რასაკვირველია, ქართული კლუბებისთვის ევროტურნირები შემოსავლის წყაროა და წელს ჩვენი გუნდები თანხებს უეფას განახლებული
სქემით მიიღებენ.

ამ სქემის მიხედვით, გორის "დილამ" და "გაგრამ" კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოვარდნის სანაცვლოდ 150 000 ევრო მიიღეს, პლუს, 100 000 ევრო თითოეულს ერთ ეტაპზე მონაწილეობის სანაცვლოდ ერგო და ჯამში ორივე კლუბმა 250 000 (927 500 ლარი დღევანდელი (1-ლი აგვისტოს) კურსით) ევრო გამოიმუშავა.

თბილისის "დინამომ" ასპარეზობა კი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაიწყო, სადაც პირველ ეტაპზე გამოვარდა, ხოლო კონფერენს ლიგას მეორე რაუნდში დაემშვიდობა. სწორედ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოვარდნის სანაცვლოდ "დინამო" 350 000 ევროს მიიღებს, ევროტურნირებზე ორი ეტაპის (1 ჩემპიონთა ლიგაზე, მეორე კონფერენს ლიგაზე) თამაშის სანაცვლოდ კი 200 000 ევრო დაემატება. ამას გარდა, ევროტურნირებზე მონაწილე ყველა ჩემპიონ კლუბს უეფა 260 000 ევროს გადასცემს. ჯამში, საქართველოს 2020 წლის ჩემპიონი წლევანდელი ევროტურნირებიდან 810 000 (3 მილიონ 5100 ლარს დღევანდელი (1-ლი აგვისტოს) კურსით) ევროს მიიღებს.

ქართული კლუბებიდან კი ყველაზე მეტი უკვე გამოიმუშავა ბათუმის "დინამომ". აჭარლებს კონფერენს ლიგაზე 3 ეტაპის თამაშის სანაცვლოდ უკვე გარანტირებული აქვთ 300 000 ევრო და ასევე, თუნდაც "სივასპორთან" გამოვარდნენ (გულში კი საწინააღმდეგო შედეგის იმედი გვაქვს), 550 000 ევროს პლუს კიდევ მიიღებენ. ამგვარად, ბათუმელებმა უკვე გარანტირებულად 850 000 (3 მილიონ 153 500 ლარი დღევანდელი (1-ლი აგვისტოს) კურსით) ევრო გამოიმუშავეს, ხოლო, თუ თურქული კლუბის ბარიერს დაძლევენ, 1 მილიონ 50 000 ევროს გაინაღდებენ, რაც ძალიან გვინდა. კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში ბათუმელები 2 800 000 ევროს მიიღებენ.

როგორც ჩანს, ქართული კლუბებიდან ყველაზე მეტი ბათუმის "დინამომ" უკვე გამოიმუშავა (დამსახურებულადაც) და იმედია, კიდევ უფრო მეტი თანხის მიღებას შეძლებენ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ეს სიტყვა ,,სანაცვლოდ,,არ მომწონს ჩვენს ლექსიკაში არ ჯდება
სვანსკი
11:00 05-08-2021
0
1.125 დააგროვეს სულ ქართულმა გუნდებმა. 0.750 ქულა ბათუმმა აიღო. 0.125 გაგრამ და 0.250 გორმა. რაც შეეხება დინამო თბილისმა როგორც გვახსოვს შეგვარცხვინა. რეიტინგს რაც შეეხება კოსოვომაც კი გადაგვასწრო.
roma
13:49 02-08-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული