პირველი ტაიმი ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა, მე-15 წუთზე სტუმრები კამარამ დააწინაურა, მე-20 წუთზე კი მასპინძელთა სწრაფი კონტრიერიშისას შეცდომა დაუშვა გორელთა მცველმა ეტოუმ, შემდეგ საჯარიმოში ფონიავა წააქცია და მძიმე ტრავმა მიღო. მატჩი რამდენიმე წუთით შეწყდა, კონგოელი ფეხბურთელი კი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. პენალტით ანგარიში ფონიავამ გაათანაბრა.
მეორე ტაიმში გაგნიძემ მეტოქის შეცდომებით ისარგებლა, დუბლი შეასრულა და „დილას“ გამარჯვება მოუპოვა.
„დილა“ 38 ქულით მესამე ადგილზეა, ხოლო „სამგურალი“ 29 ქულით მეექვსეზე.
14 აგვისტოს „სამგურალი“ „შუქურას“ შეხვდება, ხოლო 15 აგვისტოს „დილა“ „ტორპედოს“ უმასპინძლებს.
წყალტუბო. „26 მაისი“
სამგურალი - დილა 1:3
გოლები: 0:1 კამარა (15), 1:1 ფონიავა (23, პენ), 1:2 გაგნიძე (59), 1:3 გაგნიძე (90+2)
სამგურალი (4-2-3-1): მეშველიანი (კ), ბანძელაძე, პატარკაციშვილი, გილმორი, ახვლედიანი, ბურჯანაძე, ტურე (ხელიძე 72), ფონიავა, კირკიტაძე (გობრონიძე 89), ლექვთაძე (დოლიძე 36), ამინუ (ბუხაიძე 72)
მწვრთნელი: ფრუიძე
დილა (4-1-2-3): გუგეშაშვილი, ჩიტეიშვილი, მაისაშვილი (კ), სანტოსი, სილვა, ეტოუ (მანზი 25), მოსიაშვილი (მადინგა 46), გაგნიძე, ბიძინაშვილი, ღუდუშაური (ბუღრიძე 83), კამარა (ნემსაძე 86)
მწვრთნელი: დემჩენკო
"დილამ" "ლოკომოტივი" დაამარცხა და მესამე ადგილზე დამკვიდრდა [VIDEO]