ქართული საკლუბო ფეხბურთი კავკასიაშიც ყველაზე დაბალი დონისაა...

AutoSharing Option
ფოტო: თბილისის "დინამოს" "ფეისბუქ" გვერდი

გუშინ ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის "პლეი-ოფის" პირველ შეხვედრაში ერევნის "ალაშკერტი" გლაზგოში, "რეინჯერსთან" 0:1 დამარცხდა. მიუხედავად იმისა, რომ სომხური კლუბის ფეხბურთელები 43-ე წუთიდან რიცხობრივ უმრავლესობაში იყვნენ, კარისკენ მხოლოდ ერთხელ დაარტყეს (კარში არცერთხელ) და შოტლანიდიელებმაც გოლი უმცირესობაში ყოფნისას გაიტანეს. იმის თქმა გვინდა, რომ სომხებს განსაკთრებული ფეხბურთი არ უჩვენებიათ, მაგრამ საპასუხო მატჩისთვის ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლის შანსი შეინარუჩნეს და ეგეც რომ არა, ქართული კლუბებისთვის ამდენი წლის აუხდენელ ოცნებას მიაღწიეს და ევროპულ ტურნირზე მაინც ითამაშებენ - კონფერენს ლიგის
ჯგუფური ეტაპი "ალაშკერტს" განაღდებული აქვს.

სანაკრებო ფეხბურთის დონეზე კავკასიის ქვეყნებს შორის მინი შეჯიბრის შუაში ვარ - FIFA-ს რეიტინგში სომხეთი გვისწრებს, ხოლო აზერბაიჯანი ჩამოგვრჩება. საკლუბო დონეზე აზერბაიჯანი რომ გვჯობს, ცოტა ხნის წინ თბილისის "დინამოსა" და ბაქოს "ნეფთჩის" დაპირისპირებაშიც გამოჩნდა. არაფერს ვამბობთ "ყარაბაღის" ცოტახნისწინანდელ მიღწევებზე და იმაზე, რომ დიდი შანსია იმისა, რომ აზერბაიჯანელები 2021/22 წლების სეზონის ევროტურნირებზე წარმოდგენილი ორი გუნდით იყვნენ. ახლა კი ევროპული ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე სომხური გუნდიც გავიდა.

რასაკვირველია, ეკონომიკური და სხვა ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით დასავლურევროპულ კლუბებს ვერც შევედრებით, ახლა კი რომც შევეჯიბროთ, ჩვენი რეგიონის ქვეყნებიც გვისწრებენ. საკლუბო ფეხბურთი ჩვენს ქვეყანაში უკან და უკან მიდის, ან სხვები იმდენად სწრაფად მიდიან წინ, რომ ჩვენი ტემპები არასკმარისია. ჩამორჩენის აღმოსაფხვრელად შენი სისწრაფე წინ მყოფზე უფრო მაღალი უნდა იყოს...

იმავე ტურნირზე ითამაშებს გიბრალტარის ან ლატვიის ჩემპიონატის წარმომადგენელი გუნდი (ერთმანეთს ხვდებიან), ირლანდიის ან ესტონეთის ჩემპიონატის წარმომადგენელი გუნდი (ესენიც ერთმანეთის ეთამაშებიან), ფინეთის ჩემპიონატის წარმომადგენელი გუნდი, შანსებს ინარჩუნებს ლიეტუვური "ჟალგირისი", ყაზახურ კლუბებზე აღარაფერს ვამბობთ...

ქართული კლუბების "მესვეურები" კი აგრესიას გამოხატავენ ქართველი მსაჯების მიმართ, წარუმატებლობას აბრალებენ ნეპტუნის იუპიტერის ზონაში თავხედურად შესვლას, წყლის ქიმიურ ფორმულის ცვლილების შედეგად "გია ჯაჯანიძის შოუს" ასიმპტომურ დეჰიდრადაციას.

ერთადერთი ქართული კლუბი, რომელიც ვითარდება - ბათუმის "დინამო" გახლავთ. განვითარებაში ვგულისხმობთ არა მხოლოდ ევროტურნირებიდან "ღირსეულად" გამოვარდნას, არამედ პირველ რიგში იმას, რომ ამ კლუბმა სტადიონზე გულშემატკივრის მიყვანა შეძლო. ეს ქართული რეალობით დიდ ქალაქებში მნიშვნელოვანი საზომია...

თბილისის "დინამოს" ბოლო წლების პროცესი უჩა ჩაჩხიანის სიმღერის მცირედშეცვლილი სათაურით შეგვიძლია დავახასიათოთ - "ტრიუმფალური სვლა ფსკერისკენ"... რატომ აღვნიშნავთ თბილისის "დინამოს"? ქართული საკლუბო ფეხბურთის სიმბოლო სწორედ ეს გუნდია, თან ჩემპიონი თავისი 1:6-ით.... 1:5-ით.... კლუბის პრეზიდენტმა რეორგანიზაცია ახლა გამოაცხადა, რამდენიმე დღის წინ, ალბათ ფარერებზე ნაჭამი სირცხვილი საკმარისი არ იყო....

ვიცით, რომ ბევრი ფული არ გვაქვს, კონკურენცია დაბალია... მოლდოვის ჩემპიონატის თამაშები გინახავთ ვინმეს? თუ კი, საწინააღმდეგო არ გექნებათ რომ ვთქვათ, ეროვნული ლიგის თამაშები გაცილებით კარგი შესახედი და უფრო სანახაობრივია, მაგრამ ტირასპოლის "შერიფი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპთან ძალიან ახლოსაა და ზაგრების "დინამოს" პირველ მატჩში 3:0 მოუგო, იმ "დინამოს", რომელთანაც "საბურთალო" 2 მატჩის ჯამში 0:5 დამარცხდა, ის "საბურთალო", რომლის მფლობელი და პრეზიდენტი ქართველ მსაჯებს საჯაროდ აგინებს და არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებს იმ მსაჯს, რომელიც უეფამ ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის ფინალის მთავარ არბიტრად დანიშნა... არაპროფესიონალიზმში მსჯებს იმ კლუბის პრეზიდენტი ადანაშაულებს, რომლის გუნდის თამაშებზეც 27 ადამიანი არ დადის...

და კიდევ "ტორპედო", თავისი მიმდინარე ისტორიით...

მოკლედ, რა უნდა მოხდეს კიდევ, რომ ხმამაღლა ვთქვათ, თუ ყელს რა მასაც მოადგა და ასე ყოფნა აღარ შეიძლება?

საჭირო რევოლუციური ნაბიჯებია და არა რევოლუციური რეფორმები. რეფორმები რევოლუციას არ იწვევს, პირიქით არსებულის შენარჩუნებას უწყობს ხელს, არსებული კი რაცაა, კარგად ვიცით. ასეთი რადიკალური ნაბიჯების გადადგმა კლუბების საქმეა, მაგრამ მსგავსი მოლოდინის ქონა ზედმეტი გულუბრყვილობა იქნება...

ამიტომ, რადიკალური, ერთგვარად ავანტიურისტული სვლები ფეხბურთის ფედერაციამ უნდა გადადგას და მაგალითად, პროფესიონალურ გუნდებს დაფინსება სრულად შეუწყვიტოს, თუ კლუბი გარკვეული ოდენობის კერძო ფულს არ მოიზიდავს (მაგალითად, 1 მილიონ ლარს, ეროვნული ლიგის მონაწილე კლუბის შემთხვევაში). გამოთავისუფლებული თანხები კი, ალბათ, ჯობს ინფრასტრუქტურასა და სფფ-ის აკადემიათა ქსელის გაუმჯობესებასა და გაფართოებას მოხმარდეს, რაც საუკეთესო პროექტია, რაც 21-ე საუკუნის ქართულ ფეხბურთში გაკეთებულა...

ცხადია, ზედა აბზაცში აღნიშნული ვარიანტი ერთი რიგითი მოსაზრებაა და არა ხილული ჭეშმარიტება, მაგრამ ასე არ უნდა გაგრძელდეს, რაღაც უნდა მოხდეს და ისეთი რაღაც, რაც წარუმატებლობის კედლებს დაანგრევს....
მკითხველის კომენტარები / 37 /
გველის ნაკბენივით არ დამავიწყდება კვარაცხელიას არ თამაში ფინალში კოვიდის მიზეზის გამო. ისე მიდის ჩვენი საქმე ერთ დღესაც რომ აღმოჩნდეს იმ ტესტის პასუხი გაყიდული აღარ გამიკვირდება. დაუტოვეთ ფეხბურთი ხალხს...
სიმონი
01 სექტემბერი 2021 18:03
0
პატივს ვცემ ჟურნალისტს, რომელმაც ეს სტატია მოამზადა. თქვენ ჟურნალისტები უნდა გამოხვიდეთ მხოლოდ რეპორტაჟებისა და არაფრის მომცემი საქართველოს ჩემპიონატის განხილვის რეჟიმისგან და საჭიროა რეალურ პრობლემებზე დაიწყოთ საუბარი. უფრო მეტად კრიტიკულები იყავით რააა....
ფეხბურთელი
22 აგვისტო 2021 10:07
1
ამ დიადი სირცხვილის სათავაში დინამო თბილისო დგას ღირსეულად!
რომა რიო
21 აგვისტო 2021 11:23
0
ჯერ "კავკასიური" ფეხბურთი როგორია და იქაც უკან)))
მიხო
21 აგვისტო 2021 16:11
0
დღეს ალაშკერტი ნებისმიერ ქართულ გუნდს დაამარცხებს. და ნუ იბოღმებით რა. ალაშკერტს გაუმართლაო კენჭისწყრაში? ანუ თქვენ ალმაატის კაირატი სუსტი გუნდი გგონიათ? ტრანსფერმარკეტზე ნახეთ მათი გუნდის საერთო ფასი. მერე კიდე ამ სეზონის შერიფსაც შეხვდა, ამ სეზონის შერიფი უძლიერესი დონის გუნდია, ზაგრების დინამოს პირველ თამაშში ბურთი დაახია და 3-0 მოუგო და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფშია 99%. მერე კიდე რეინჯერსი ევროპის დონის გუნდი, და მარტო 1-0 დამარცხდა ალაშკრეტი. ასე რომ დამსახურებულად არის სომხური გუნდი ჯგუფურ ეტაპზე.
ალაშკერტის ფანი
21 აგვისტო 2021 11:09
7
სად არის ხალხის ფულით (ბიუჯეტიდან) მილიონებით დაფინანსებული ფეხბურთის განვითარების შედეგად მიღებული შედეგი?! კარგი აზერბაიჯანს არ შევედაროთ და სომხეთსაც არ შევედაროთ საკლუბო თუ სანაკრებო დონეზე რომ გადაგვიარეს თქვე უთავმოყვარეებო?! დიადო ვეტერანებო არაფერი თქვათ ვინმეს რამე არ ეწყინოს!!!
!!!
21 აგვისტო 2021 10:50
0
კონსტიტუციის დონეზე უნდა აკრძალო ფეხბურთის დაფინანსება!
ლევანი
21 აგვისტო 2021 10:27
2
სანამ მმართველი პარტიები სხედან ფედერაციაში, სანამ სახელმწიფო აფინანსებს ფეხბურთს, არაფერიც არ გვეშველება!
ლევანი
21 აგვისტო 2021 10:26
1
საქართველოში ფეხბურთი, პოლიტიკა და ყველაფერი ფულის შოვნის გზაა, ოღონდ გაუკუღმართებული. ჩვენი მთავარი იდეაა - იყიდე-გაყიდე. ვის აინტერესებს ქვეყანა, მომავალი, სპორტი, ფეხბურთი? ხელისუფლებაშიც იმიტომ მოდიან, რომ ქვეყანა სარფიანად გაყიდონ და ფული იშოვონ. საინტერესი ისაა, როდემდე გავაგრძელებთ სახელმწიფობანას თამაშს. ან კიდევ დიდხანს შეგვრჩება სახელმწიფო? რას დავემსგავსეთ ხალხო თუ ხედავთ ამას?
პოლიქრონიონ!!!
კოკო
21 აგვისტო 2021 05:17
3
მოდი, როცა მსგავს სტატიას წერ, გვარი და სახელიც უნდა დაწერო, რომ შენი კომპეტენცია განვსაზღვოთ ამ სფეროში... მერე, როცა რამეს წერ და ხელს იშვერ კონკრეტული ხალისკენ, იქ მოდი და დააკონკრეტე, მაგალითად "სირცხვილი ფარერებზე" და მერე 5-1 ვისი ბრალია? იმედია, იცი ხომ? მერე გავყვეთ აბზაც-აბზაც, სახელმწიფო დაფინანსების შემცირებას, რომ ითხოვ, როგორც ჟურნალისტს გეკითხებია, გიფიქრია, კერძო სექტორიდან, რამდენი მსურველია ფეხბურთში არა, საერთოდ სპორტში ფინანსების ჩადების? მერე, იმაზე თუ გიფიქრია, სიტყვაზე 1მლ ლარი, რასაც ხაზს უსვამ, რაში უნდა გაიწეროს? ფეხბურთი რა გგონია, 24 კაცი, ხელშეკრულებით, მწვრთნელები დამატებული და გავიდა და ითამაშა? ცოტა ჟურნალისტს, როდესაც ხალხისთვის წერ და წერ, აბსოლუტურად გაუაზრებლად, ზედაპირულად, მეტი უნდა გქონდეს სფეროზე გაგებული!!! და რითაც დავიწყე... ასეთ სტატიას, რომ წერ, გვარი და სახელიც უნდა მიაწერო, რომ შენს კომპეტენციაზე ზოგადი აზრი შეგვექნმას...
ფეხბურთის გულშემატკივარი
20 აგვისტო 2021 23:32
7
ვისი ბრალია? ავტორის?
ვისი ბეალია
21 აგვისტო 2021 15:12
0
რატომ ატყუებთ ხალხს? სად ნახეთ საქართველოში საკლუბო ფეხბურთი? თქვენ უბან უბანზე, ან ცხვარზე და ოციანზე თამაშს, საკლუბოს ეძახით?
საქართველოში საკლუბო ფეხბურთი აღმოაჩინეს, ტუტანხამონის მერე ამხელა აღმოჩენა ჯერ არ ყოფილა..
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
20 აგვისტო 2021 23:14
3
თორე სანაკრებო ხო სხლავს))
ჯაბა
24 აგვისტო 2021 18:20
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული