"სამტრედიამ" საკუთარ მოედანზე ქობულეთის "შუქურას" უმასპინძლა. ეს გუნდები ცხრილის უკანასკნელ 2 საფეხურს იკავებენ. სამტრედიელებს გადარჩენის თეორიული შანსისთვის გამარჯვება აუცილებლად ესაჭიროებოდათ.
23-ე წუთზე ნიკოლა პრელჩეცმა თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა - მათე კვირკვიას პასი შეირგო და იმერლები დააწინაურა. ქობულეთელებმა წონასწორობა პირველივე ტაიმში აღადგინეს - ზურაბ მუსელიანმა ჟუნინიოს საგოლე პასი გამოიყენა.
20.10. სამტრედია, "ეროსი მანჯგალაძე"
"სამტრედია" - "შუქურა" 1:1
გოლები: 1:0 პრელჩეცი (23), 1:1 მუსელიანი (34)
მომდევნო ტურში,
"სამგურალი" და "თელავი" კი ცდილობენ, სახიფათო ზონას მაქსიმალურად დაშორდნენ. ეს გუნდები ერთმანეთს წყალტუბოში დაუპირისპირდნენ.
სტუმრებმა ანგარიში პირველი ტაიმის მე-5 დამატებულ წუთზე, ირაკლი რუხაძის გოლით გახსნეს და ეს გოლი ერთადერთი გამოდგა.
მეორე ნახევარში ორი ფეხბურეთელი გააძევეს - ჯერ სტუმართა მეკარე ლუკა სანიკიძე, შემდეგ კი მასპინძელთა ნახევარმცველი პაპუნა ფონიავა. შეხვედრის ძირითად დროს 18 წუთი დაემატა.
თელაველებს მშვენიერი სერია აქვთ, ამ გამარჯვების შემდეგ კი 36 ქულა დააგროვეს, მე-6 ადგილს იკავებენ და დღევანდელ მეტოქეს 1 ქულით გადაასწრეს.
20.10. წყალტუბო, "26 მაისი"
"სამგურალი" - "თელავი" 0:1
გოლი: 0:1 რუხაძე (45+5)
24 ოქტომბერს "სამგურალი" გორში "დილას" ესტუმრება, "თელავი" კი ქუთაისის "ტორპედოს" დაუხვდება.
თბილისის "დინამომ" ქულები ისევ დაკარგა, "დილა" დიდი ანგარიშით დამარცხდა [VIDEO]