ორი გაძევება - "დილამ" "ტორპედოს" სძლია და ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის 32-ე ტურში „დილამ“ „ტორპედო“ გასვლაზე 3:0 დაამარცხა.

უგოლოდ დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ სტუმრები მათმა კაპიტანმა გაგნიძემ დააწინაურა, 71-ე წუთზე კი მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და გააძევა მასპინძელთა ნახევარმცველი ცინცაძე, ხოლო 77-ე წუთზე კამარამ მადინგა შოვნაძესთან პირისპირ გაიყვანა და ანგარიში 0:2 გახდა. კომპენსირებულ დროში ბიძინაშვილმაც დაამწუხრა მასპინძლები, მერე კი არბიტრმა გორელთა მცველი ჭიჭინაძე გააძევა.

„დილამ“ ზედიზედ ოთხი მატჩი საერთო ანგარიშით 12:1 მოიგო, 56 ქულით მესამე ადგილზეა და 6 ნოემბერს თბილისის „დინამოს“ უმასპინძლებს, 30 ქულით მერვე პოზიციაზე მყოფი „ტორპედო“
კი იმავე დღეს ქობულეთში „შუქურას“ დაუპირისპირდება.

ქუთაისი. „რამაზ შენგელია“
ტორპედო - დილა 0:3
გოლები: 0:1 გაგნიძე (55) ), 0:1 მადინგა (77), 0:3 ბიძინაშვილი (90+4)
გაძევება: ცინცაძე (71), ჭიჭინაძე (90+4)

ტორპედო (3-4-3): შოვნაძე, ტაბატაძე (კ) (წოწონავა 65), მირცხულავა, ნადარაია (ჩალაძე 84), მუდიმუ, კარაგუნისი, მამასახლისი, ძარია (ცინცაძე 25), რეკიში (მჭედლიძე 65), ზიდანი (ბუკასი 65), ახვლედიანი

მწვრთნელი: ჩხეტიანი

დილა (4-3-3): გუგეშაშვილი, ჩიტეიშვილი (ნემსაძე 84), ჭიჭინაძე, სანტოსი, სილვა, ნონდი, გაგნიძე (კ), ბიძინაშვილი, მადინგა (თავყელიშვილი 90+1), კამარა, ღუდუშაური (მოსიაშვილი 84)

მწვრთნელი: დემჩენკო

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
რის გამო გააგდო ვერ გავიგე
ტოტტი
19:54 31-10-2021
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული