აუტსაიდერთა უგოლო ფრე ეროვნულ ლიგაში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის 32-ე ტური ქობულეთის "შუქურასა" და წყალტუბოს "სამგურალის" შეხვედრით გაგრძელდა. სტუმრები სახიფათო ზონიდან ამოსასვლელად იბრძვიან და მათთვის თითოეულ ქულას დიდი მნიშვნელობა აქვს, წყალტუბოელები კი შედარებით მშვიდად არიან. მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა - 0:0.

ქობულეთელებს იძულებითი ცვლილების განხორციელება პირველივე ტაიმში მოუხდათ. საინტერესოა, რომ გიორგი შაშიაშვილს ახალი ფეხბურთელები შეხვედრის ბოლომდე აღარ შემოუყვანია. მასპინძელთა თავკაცმა სოსო ფრუიძემ კი თამაშის გაძლიერება გაცილებით ადრე, ორმაგი ცვლილებებით სცადა, თუმცა გამარჯვებას მაინც ვერ მიაღწია.

01.11. წყალტუბო. "26 მაისი"

"სამგურალი" - "შუქურა" 0:0

"სამგურალი" 37 ქულით
მე-6 ადგილზეა და 7 ნოემბერს აუტსაიდერ "სამტრედიას" ესტუმრება, 27 ქულით ბოლოსწინა პოზიციაზე მყოფი "შუქურა" კი ამავე დღეს ქუთაისის "ტორპედოს" დაუხვდება.

altსიტუაცია დაიძაბა - თბილისის "დინამომ" მოიგო და ბათუმის "დინამოს" მიუახლოვდა [VIDEO]

altანდრეი დემჩენკო: მატჩი მებრძოლი ხასიათის ხარჯზე მოვიგეთ



მკითხველის კომენტარები / 1 /
ერთხელ ხომ შეიძლება ორი თავდამსხმელით ატამაშო გუნდი სულ დაცვიდან თამაში რა უბედურებაა სამგურალზეა საუბარი
bazo
10:01 02-11-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული