ქობულეთელებს იძულებითი ცვლილების განხორციელება პირველივე ტაიმში მოუხდათ. საინტერესოა, რომ გიორგი შაშიაშვილს ახალი ფეხბურთელები შეხვედრის ბოლომდე აღარ შემოუყვანია. მასპინძელთა თავკაცმა სოსო ფრუიძემ კი თამაშის გაძლიერება გაცილებით ადრე, ორმაგი ცვლილებებით სცადა, თუმცა გამარჯვებას მაინც ვერ მიაღწია.
01.11. წყალტუბო. "26 მაისი"
"სამგურალი" - "შუქურა" 0:0
"სამგურალი" 37 ქულით მე-6 ადგილზეა და 7 ნოემბერს აუტსაიდერ "სამტრედიას" ესტუმრება, 27 ქულით ბოლოსწინა პოზიციაზე მყოფი "შუქურა" კი ამავე დღეს ქუთაისის "ტორპედოს" დაუხვდება.
სიტუაცია დაიძაბა - თბილისის "დინამომ" მოიგო და ბათუმის "დინამოს" მიუახლოვდა [VIDEO]