"ამ ქალაქში ასე არაფერი ხდება - გუნდი რომ გავარდეს, არავინ გაპატიებთ" - "ჩვენ ვართ "ტორპედო" ჩხეტიანის გადაყენების გამო პროტესტს გამოთქვამს

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" გულშემატკივართა კლუბმა "ჩვენ ვართ ტორპედომ" გუნდის მწვრთნელის, კახა ჩხეტიანის გადაყენების გამო უკმაყოფილება თავისი "ფეისბუქის" გვერდით გამოთქვა:

"ჩვენთვისაც მოულოდნელი იყო "ჩხეტოს" გაშვება. რამდენიმე თვის წინ ჩვენ გვითხრეს, რომ მას ენდობოდნენ და ამ სეზონში მისი დავალება გუნდის ეროვნული ლიგაში დარჩენა იყო. არავითარი ძნელი მისახვედრი არ არის, თუ რის გამო გაუშვეს და ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა.

უახლოეს მომავალში ამ საკითხზე შევხვდებით ხელმძღვანელობას და მოვითხოვთ დეტალურ ახსნა-განმარტებას.

განაწყენებულები ვართ იმაზე, რომ სანამ ამ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, ჩვენ არავინ არაფერი გვითხრა და კარგად
უნდა
იცოდეთ, რომ ამ გუნდში და ამ ქალაქში ასე არაფერი ხდება.

ეს ხალხის გუნდია და არა რომელიმე კერძო პირის. არ აქვს მნიშვნელობა, ვის მოიყვანენ მწვრთნელად, მაგრამ ახლა რომ "ტორპედო" გავარდეს, არავინ გაპატიებთ. იმედია, ხვდებით ამას.

P.S. როგორც კი შევხვდებით ხელმძღვანელობას და გავიგებთ, დეტალურ ინფორმაციას ამ თემაზე აუცილებლად დავწერთ აქ და გაგაგებინებთ ყველაფერს".

მკითხველის კომენტარები / 13 /
გეყოფათ გულშემატკივრებს ამდენი კრიტიკა გეყიდათ ასე თუ გინდოDათ კლუბი და ვისაც გინდოდათ იმას დანიშნავდით მწვრთნელად
გია
07:29 04-11-2021
1
ფანებო ქუთაისიდან,არავისთვის ძნელი მისახვედრი არაა რისთვის მოხსნესო რომ,წერთ,კომენტარებიდან ჩანს ბევრისთვისაა მიუხვედრელი და ამიტომ დაწერეთ პირდაპირ,ჩხეტიანი მოხსნეს გახარიას პარტიიდან,საკრებულოში დეპუტატობის სიაში ყოფნის გამო,კიდევ,ალიანს ჯგუფს რომ უნდოდა გუნდში მოსვლა და პირდაპირი მნიშვნელობით "დაახვევინეს"ყოველგვარი საღი აზრის გარეშე,მაშინ უნდა ამოგეღოთ ხმა,სამწუხაროდ არ ამოიღეთ და გყავთ ახლა გუნდის მეპატრონე რომელიც,იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას,თორე ლოგიკა მართლა არაა წმინდა საფეხბურთო თვალსაზრისით მწვრთნელის გაშვება ამ სიტუაციაში ვინც არ უნდა ყოპილიყო ის.სამტრედიელებს მინდა გკითხოთ რატომ თამაშობს გუნდი უხელფასოდ?ხომ მიიღო მისი კუთვნილი დაფინანსება სახელმწიფოსგან ფედერაციის გავლით?სად წავიდა ფული?რატო არ ეყო გუნდს?როცა ბიუჯეტი გაქვს მხოლოდ სახელმწიფოს დაფინანსებით და ეს თანხა შეადგენს კონკრეტულ X ციფრს,ბიუჯეტს კი უგეგმავ კლუბს X*3ზე,თან არ გაქვს მოძიებული არცერთი კაპიკი გარედან და კლუბის ხელმძღვანელები ისევ აგრძელებენ თავიანთ საქმიანობას რა ქვია ამას?ან რატო არ გაინტერესებთ არცერთ ფეხბურთის გულშემატკივარს ამ ქვეყანაში,კობიაშვილის,ფედერაციის სათავეში მოსვლის შემდეგ,ბიუჯეტიდან ამ სპორტის სახეობის განვითარებაში დახარჯული 300 მილიონამდე ლარი სად წავიდა?ზარზეიმით რომ ხსნის ფედერაცია ამ აკადემიებს და ყველა ჟურნალისტი ტაშს უკრავს გულშემატკივრებთან ერთად თურმე რა საშვილთაშვილიშვილო საქმე კეთდება,არსად ერთი ბუნებრივ საფარიანი მოედანი რომ არ არის ამ აკადემიებში ნორმალურია?ყველა ვეტერანი რომ,ამბობს ხმამაღლა რა პრობლემები მოაქვს ხელოვნურ საფარიან მოედნებს და ამ აკადემიების გახსნაზე ტაშს უკრავენ რა ქვია ასეთ ადამიანებს?
ანდრია
14:19 03-11-2021
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული