ქუთაისური დრამა - სეზონი "ტორპედოს" ბრწყინვალე ქამბექით დაიხურა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის წლის ბოლო შეხვედრა მართლაც დაძაბული და საინტერესო გამოვიდა და ქუთაისში ნამდვილი საფეხბურთო ზეიმი გაიმართა.

პლეი-ოფის განმეორებით მატჩში "ტორპედომ" დამატებით დროში მარტვილის "მერანი" 3:0 დაამარცხა და ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.

„ტორპედოს“ პირველი შეხვედრა მარტვილში 0:2 ჰქონდა წაგებული, რთული ამოცანის წინაშე იდგა და გულშემატკივრებს მხარდაჭერისაკენ მოუწოდა, რომლებიც სტადიონზე მრავლად მივიდნენ და თავის გუნდს აქტიურად უქომაგეს.

დებიუტში თანაბარი თამაში იყო, შუა პირველ ტაიმში მასპინძლები ინიციატივას დაეუფლენ და სახიფათოდ შეუტიეს: ზიდანის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა, ახვლედიანს გოლის გატანა ბეგაშვილმა არ დაანება, ტაბატაძემ
მიზანს ააცილა, ბუკასმა კარგი შანსი ვერ გამოიყენა და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეიცვალა, ქუთაისელებს მეტოქის კარზე იერიში იერიშზე მიჰქონდათ - დასაწყისში ახვლედიანს შეეძლო გატანა, მაგრამ დაახანა და გეგიამ განმუხტა სიტუაცია. 65-ე წუთზე კი ცინცაძემ ახვლედიანის მოპოვებული პენალტი გამოიყენა და ანგარიში გახსნა. ამის შემდეგ სტუმრები როგორც იქნა გააქტიურდნენ, კონტრიერიშებზე გადასვლა დაიწყეს და მომენტებიც შექმნეს, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა მეკარე შოვნაძე. შესვენებაზე შესულმა მუდიმუმ კი 87-ე წუთზე თავურით დალაშქრა მარტვილელთა კარი და დამატებითი დრო დაინიშნა.

ზეაქტიურმა ახვლედიანმა 103-ე წუთზე მახარობლიძის გადაცემულ ბურთს ბეგაშვილის კარში მიუჩინა ადგილი, ანგარიში 3:0 გახდა, „მერანის“ მწვრთნელმა მონიავამ სამმაგი შეცვლით სცადა თავდასხმის გაძლიერება, 118-ე წუთზე წულაიამ ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ შეძლო შოვნაძის კარის აღება, "ტორპედომ" გაიმარჯვა და ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.

ქუთაისი. „რამაზ შენგელია“

ტორპედო - მერანი 3:0 (ძირ. დრო 2:0)
გოლები: 1:0 ცინცაძე (65, პენ), 2:0 მუდიმუ (87), 3:0 ახვლედიანი (102)

ტორპედო: შოვნაძე, აბულაძე, მირცხულავა (მუდიმუ 81), ნადარაია, ინკუმი (წოწონავა 65), ცინცაძე, კარაგუნისი, ტაბატაძე (კ), ბუკასი (მახარობლიძე 80) , ახვლედიანი, ზიდანი (მჭედლიძე 65)

მწვრთნელი: ცეცაძე

მერანი: ბეგაშვილი, გეგია, ბიბილაშვილი, აფაქიძე, მელიავა (კ), შალამბერიძე (ფაცაცია 105), ჯღამაია (სიხარულია 105), ლაღაძე (წულაია 46), ქანთარია (მასოაბი 67), გოგოლიძე (ლომთაძე 105), სილა

მწვრთნელი: მონიავა

მკითხველის კომენტარები / 40 /
10 000 კაცი დაიდო დღეს სტადიონზე, დაჭირდა ტორპედოს და დაუდგა ქალაქი გვერდით და არა იმიტომ რომ ბურთებს არიგებდნენ და მიტო მოვიდაო, არა ცდებით, დღეს სტადიონზე მოსვლა თითოეული ქუთაისელის ვალი იყო, ჩვენში ასე ვაზროვნებთ.....
ძალიან ძლიერი ქარი იყო და მიტო იყო დახშული ხმები ტრიბუნებიდან, აზრი არქონდა, ...
დეკემბრის ქარიან ღამეში კაცს 2 საათი სტადიონზე ვერ დააჯენ თუარ უყვარს....
გაისად იმედია საჩემპიონო ზეიმი გვექნება, დამიჯერეთ მაგასაც კარგად გავართმევთ თავს...
Antey
13 დეკემბერი 2021 09:28
6
ქათული ფეხბურთის ყველა ნამდვილ გულშემატკივარს გაუხარდება. წარმატებები ტორპედოს.
გაიოზი
13 დეკემბერი 2021 15:19
2
ქუთაისს ვულოცავ, ეს თუ მისალოცია პლეი-აუტი, ეგრე იყოს. ცეცაძე კი გააგდეთ რუსები რო იტყვიან "поганной метлой"!
რატი
13 დეკემბერი 2021 09:27
9
რაც არ უნდა დაიბოღმოთ და კუდები აბათ ტორპედოს ჰეითერებო გუნდი გადარჩა და ქვეყანაში საუკეთესო გულშემატკივრების არმია რომ ყავს ამ გუნდს გუშინაც დამტკიცდა 12 ათასი კაცი მივიდა პლეიაუტის თამაშზე საყვარელი გუნდის გასამხნევებლად რომელი ქართული გუნდი მიიყვანს ამდენ ქომაგს ერთად ამასაც პასუხი გაეცა. და ტორპედო რომ დარჩა ლიგაში პირდაპირ ამ ხალხის უსაზღვრო სიყვარულის ჟინის და უდიდესი მხარდაჭერის დამსახურებაა. წარმატებები ახალ სეზონში ტორპედო შენ ყველაფერ საუკეთესოს იმსახურებ.
Poliar
13 დეკემბერი 2021 09:05
5
რა საუკეთესო არმია ბურთს და ყავას არიგებდნენ იმიტომ მოხვედით უმეტესობა
simartle
13 დეკემბერი 2021 11:05
13
Meranis fexburtelebs goli rato ar gaqondat?
ბაჯო
13 დეკემბერი 2021 08:21
10
სირცხვილია... 72 წუთზე მერანს 100 % იანი გოლი არ ჩაუთვალეს. პენალტის ეპიზოდში დარღვევა ზედ ხაზზე იყო ასე რომ ეგეც სადავოა. ეს ორი ეპიზოდი რატომ არ შეაფასა სტატიის ავტორმა? მერანის გულშემატკივარი არ ვარ მაგრამ უსამართლობას ვერ ვიტან. სირცხვილია....
kaxeli
13 დეკემბერი 2021 07:04
20
თბილის იმერეთის ეროვნული ლიგა გვაქ ფაქტიურად
ბაჩი
13 დეკემბერი 2021 01:43
6
სადაც სულ ცოტა ნახევარზე მეტი მეგრელები თამაშობენ სამეგრელოდან. თანაც არ მგონია ბათუმი იმერეთი იყოს. რა გახდა ერთი აკადემიის გაკეთება და ადგლობრივი მოზარდების დაკავება სამეგრელოში? თუმცა იმედი მაქვს მალე გამოსწორდება მდგომარეობა, გამომდინარე სამეგრელოს პოტენციალიდან.
გიზოგ
13 დეკემბერი 2021 15:14
0
ტორპედო ძალიან სუსტი გუნდია,კარგია რომ დარჩა,ყველა მოუგებს..
ლოკო
13 დეკემბერი 2021 00:07
27
ერთადერთი პოზიტივი ისაა რო-სტადიონიანი გუნდი შერჩა ლიგას. ბათუმი,დინამო,ტორპედო,გორი,საბურთალო(ლოკომოტივზე თამაშობს) ამ 5 გუნდის სტადიონი კარგია. არ შეიძლება გაგრამ რამენაერად პეტრიაშვილზე რო ითამაშოს?
Levani
12 დეკემბერი 2021 23:46
4
ჯობია გაგრაში ითამაშოს ან სოხუმის ცხუმის(დინამო)სტადიონზე
ბაჩი
13 დეკემბერი 2021 03:01
0
წარმატებები ქუთაისს! მაგრამ სამეგრელოს ისევ არ ყავს,უმაღლესში გუნდი, ფოთის "კოლხეთს" რაც უქნეს გუშინ,მთელმა ქვეყანამ ნახა! ზუგდიდს დიდი ხანია შანსი არ აქვს,მარტვილი ვერ ავიდა,მოკლედ ამ უნიჭიერეს რეგიონს არავინ ჰყავს!
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
12 დეკემბერი 2021 23:14
0
ის, რომ საქართველოს ულამაზეს და ნიჭიერებით გამორჩეულ მხარეს გუნდი არ ყავს უმაღლეს ლიგაში, ვფიქრობ ეს უფრო ადგილობრივების ბრალია და არა მსაჯის. მე ჩემს საყვარელ სამეგრელოს ვუსურვებ მეტ სპორტს და ნაკლებ პოლიტიკას, რათა დაიბრუნოს ღისეული ადგილი არამარტო სპორტში.
გიზოგ
13 დეკემბერი 2021 15:06
0
ტორპედო და დინამო ლიგა 2ში!სამარცხვინო ხელმძღვანელობა ჰყავთ ორივე გუნდს.
გიორგი კ
12 დეკემბერი 2021 23:00
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული