ქუთაისური დრამა - სეზონი "ტორპედოს" ბრწყინვალე ქამბექით დაიხურა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის წლის ბოლო შეხვედრა მართლაც დაძაბული და საინტერესო გამოვიდა და ქუთაისში ნამდვილი საფეხბურთო ზეიმი გაიმართა.

პლეი-ოფის განმეორებით მატჩში "ტორპედომ" დამატებით დროში მარტვილის "მერანი" 3:0 დაამარცხა და ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.

„ტორპედოს“ პირველი შეხვედრა მარტვილში 0:2 ჰქონდა წაგებული, რთული ამოცანის წინაშე იდგა და გულშემატკივრებს მხარდაჭერისაკენ მოუწოდა, რომლებიც სტადიონზე მრავლად მივიდნენ და თავის გუნდს აქტიურად უქომაგეს.

დებიუტში თანაბარი თამაში იყო, შუა პირველ ტაიმში მასპინძლები ინიციატივას დაეუფლენ და სახიფათოდ შეუტიეს: ზიდანის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა, ახვლედიანს გოლის გატანა ბეგაშვილმა არ დაანება, ტაბატაძემ
მიზანს ააცილა, ბუკასმა კარგი შანსი ვერ გამოიყენა და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეიცვალა, ქუთაისელებს მეტოქის კარზე იერიში იერიშზე მიჰქონდათ - დასაწყისში ახვლედიანს შეეძლო გატანა, მაგრამ დაახანა და გეგიამ განმუხტა სიტუაცია. 65-ე წუთზე კი ცინცაძემ ახვლედიანის მოპოვებული პენალტი გამოიყენა და ანგარიში გახსნა. ამის შემდეგ სტუმრები როგორც იქნა გააქტიურდნენ, კონტრიერიშებზე გადასვლა დაიწყეს და მომენტებიც შექმნეს, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა მეკარე შოვნაძე. შესვენებაზე შესულმა მუდიმუმ კი 87-ე წუთზე თავურით დალაშქრა მარტვილელთა კარი და დამატებითი დრო დაინიშნა.

ზეაქტიურმა ახვლედიანმა 103-ე წუთზე მახარობლიძის გადაცემულ ბურთს ბეგაშვილის კარში მიუჩინა ადგილი, ანგარიში 3:0 გახდა, „მერანის“ მწვრთნელმა მონიავამ სამმაგი შეცვლით სცადა თავდასხმის გაძლიერება, 118-ე წუთზე წულაიამ ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ შეძლო შოვნაძის კარის აღება, "ტორპედომ" გაიმარჯვა და ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.

ქუთაისი. „რამაზ შენგელია“

ტორპედო - მერანი 3:0 (ძირ. დრო 2:0)
გოლები: 1:0 ცინცაძე (65, პენ), 2:0 მუდიმუ (87), 3:0 ახვლედიანი (102)

ტორპედო: შოვნაძე, აბულაძე, მირცხულავა (მუდიმუ 81), ნადარაია, ინკუმი (წოწონავა 65), ცინცაძე, კარაგუნისი, ტაბატაძე (კ), ბუკასი (მახარობლიძე 80) , ახვლედიანი, ზიდანი (მჭედლიძე 65)

მწვრთნელი: ცეცაძე

მერანი: ბეგაშვილი, გეგია, ბიბილაშვილი, აფაქიძე, მელიავა (კ), შალამბერიძე (ფაცაცია 105), ჯღამაია (სიხარულია 105), ლაღაძე (წულაია 46), ქანთარია (მასოაბი 67), გოგოლიძე (ლომთაძე 105), სილა

მწვრთნელი: მონიავა

მკითხველის კომენტარები / 40 /
გეთანხმები, ცეცაძის ხელში ვერაფერს მიაღწევს ტორპედო
sormona
12 დეკემბერი 2021 22:46
9
ტორპედო ვერ დარჩებოდა უმაღლესში, რომ არა გულშემატკივარი. ძალიან ლამაზი სანახავი იყო ქუთაისის სტადიონის გადაჭედილი ტრიბუნები, ფეხბურთელებმაც მაქსიმალურად მოინდომეს. ასე ივსებოდეს ეროვნულის ყველა თამაშზე ტრიბუნები, ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა. ვულოცავ ტორპედოს გადარჩენას, მარტვილელებს კი ვუსურვებ კიდევ უფრო ძლიერი გუნდის შექმნას და სამომავლო წარმატებებს.
შაკო
12 დეკემბერი 2021 22:44
2
ტორპედო ვერ დარჩებოდა უმაღლეს ლიგაში მსაჯის დახმარების გარეშე!!
kaxa
13 დეკემბერი 2021 07:08
18
წარმატებები ჩემ ქალაქს ჩემ ცხოვრების მეგზურ ტორპედოს. ქუთაისის ტორპედო ჩემი ცხოვრების აზრია
macbook pro
12 დეკემბერი 2021 22:39
4
საქართველოში ორი გუნდია რომელიც ყველა სხვა გუნდზე ერთი თავით მაღლა დგას. ბათუმის დინამო და გორის დილა!!!
dila
12 დეკემბერი 2021 22:36
13
ვულოცავ ქუთაისს, ტორპედოს მთელ შემადგენლობას. ჩემი აზრით უმაღლესი ლიგა ტორპედოს გარეშე ნაკლულივუთ იყო და იქნება. ეხლა მინდა მივუწოდო ხელმძღვანელობას, გუნდის სტაფს, მოთამაშეებს. დღეს, ფეხბურთის ღმერთი თქვენ მხარეს იყო, ამიტომ გაისად ვალი გაქვთ დასაბრუნებელი, მინიმუმ საპროზო ადგილებისთვის უნდა იბრძოლოთ. მერე კი შეეცადეთ დინამოებს გაუწიოთ ღირსეული კონკურენცია. კიდევ ერთხელ გილიცავთ.
Alexandre ფაჩუაშვილი
12 დეკემბერი 2021 22:09
3
მჯერა ასეც იქნება. წარმატებები ტოპედოს.
გიზოგ
13 დეკემბერი 2021 14:56
0
ქუთაისი სამარცხვინო გუნდია თავის გულშემატკივრებიანად მეოთხე ლიგაში უნდა იყოს..ასეც მოხდება ადრე თუ გვიან,ფარჩაკები და ნაციონალი სააკაშვილის დაკრულზე მოხტუნავე გულშემატკივარი ყავს,დღეს თამაშზე კრიმინალ მიშაზე იძახდნენ თავისუფლებაო
jano
12 დეკემბერი 2021 21:53
65
ჯანო ცოტა დაფიქრდი, იქნებ შეგიძლია ფიქრი.
გიორგი
13 დეკემბერი 2021 01:58
1
შენ თვითონ თუ გჯერავს რასაც ამბობ
ზალიკო
12 დეკემბერი 2021 23:12
3
ყველა გამოხმაურება
ცეცაძე და ცინცაძე არსად დაკარგოთ:-) , ორი გუნდი კი არა გუნდის მსგავსი არ იყო არცერთი , ამათ რა უნდათ უმაღლესში ?, ტორპედო მთლიანად თუ არ შეიცვალა თავის მწვრთნელიანად იგივე არაფრის მაქნისი ბანდა იქნება ...
სიმართლე
12 დეკემბერი 2021 21:51
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული