ქუთაისური დრამა - სეზონი "ტორპედოს" ბრწყინვალე ქამბექით დაიხურა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის წლის ბოლო შეხვედრა მართლაც დაძაბული და საინტერესო გამოვიდა და ქუთაისში ნამდვილი საფეხბურთო ზეიმი გაიმართა.

პლეი-ოფის განმეორებით მატჩში "ტორპედომ" დამატებით დროში მარტვილის "მერანი" 3:0 დაამარცხა და ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.

„ტორპედოს“ პირველი შეხვედრა მარტვილში 0:2 ჰქონდა წაგებული, რთული ამოცანის წინაშე იდგა და გულშემატკივრებს მხარდაჭერისაკენ მოუწოდა, რომლებიც სტადიონზე მრავლად მივიდნენ და თავის გუნდს აქტიურად უქომაგეს.

დებიუტში თანაბარი თამაში იყო, შუა პირველ ტაიმში მასპინძლები ინიციატივას დაეუფლენ და სახიფათოდ შეუტიეს: ზიდანის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა, ახვლედიანს გოლის გატანა ბეგაშვილმა არ დაანება, ტაბატაძემ
მიზანს ააცილა, ბუკასმა კარგი შანსი ვერ გამოიყენა და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეიცვალა, ქუთაისელებს მეტოქის კარზე იერიში იერიშზე მიჰქონდათ - დასაწყისში ახვლედიანს შეეძლო გატანა, მაგრამ დაახანა და გეგიამ განმუხტა სიტუაცია. 65-ე წუთზე კი ცინცაძემ ახვლედიანის მოპოვებული პენალტი გამოიყენა და ანგარიში გახსნა. ამის შემდეგ სტუმრები როგორც იქნა გააქტიურდნენ, კონტრიერიშებზე გადასვლა დაიწყეს და მომენტებიც შექმნეს, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა მეკარე შოვნაძე. შესვენებაზე შესულმა მუდიმუმ კი 87-ე წუთზე თავურით დალაშქრა მარტვილელთა კარი და დამატებითი დრო დაინიშნა.

ზეაქტიურმა ახვლედიანმა 103-ე წუთზე მახარობლიძის გადაცემულ ბურთს ბეგაშვილის კარში მიუჩინა ადგილი, ანგარიში 3:0 გახდა, „მერანის“ მწვრთნელმა მონიავამ სამმაგი შეცვლით სცადა თავდასხმის გაძლიერება, 118-ე წუთზე წულაიამ ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ შეძლო შოვნაძის კარის აღება, "ტორპედომ" გაიმარჯვა და ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.

ქუთაისი. „რამაზ შენგელია“

ტორპედო - მერანი 3:0 (ძირ. დრო 2:0)
გოლები: 1:0 ცინცაძე (65, პენ), 2:0 მუდიმუ (87), 3:0 ახვლედიანი (102)

ტორპედო: შოვნაძე, აბულაძე, მირცხულავა (მუდიმუ 81), ნადარაია, ინკუმი (წოწონავა 65), ცინცაძე, კარაგუნისი, ტაბატაძე (კ), ბუკასი (მახარობლიძე 80) , ახვლედიანი, ზიდანი (მჭედლიძე 65)

მწვრთნელი: ცეცაძე

მერანი: ბეგაშვილი, გეგია, ბიბილაშვილი, აფაქიძე, მელიავა (კ), შალამბერიძე (ფაცაცია 105), ჯღამაია (სიხარულია 105), ლაღაძე (წულაია 46), ქანთარია (მასოაბი 67), გოგოლიძე (ლომთაძე 105), სილა

მწვრთნელი: მონიავა

მკითხველის კომენტარები / 40 /
გაიტანეთ ცეცაძე! გაიტანეთ!
გიო
14:29 15-12-2021
0
saidan amdeni torpedos sizulvili ver gamigia, ra dagishavat am gundma aseti ro ver itant , kvelas ar vgulisxmob, torpedos rtuli sezoni konda da saertod 2 celia upulod tamashobda pegburtelebi, gundi vardeboda da 12 atasi kaci movida mis mxardasasherad, sanam torpedoze rame sisuleles itkvit tkveni kalakis gundebs shexedet da nu edrebit 75 clis cin daarsebul gunds, romelic 4 jer kveknis shempioni 4 jer tasis da 2 jer supertasis mplobelia, evropis pleiops agar vatvli , mis mere arcert kartul gunds ar miugcevia makamde, sanam torpedos miedrebit manamde tkveni gundebit shupashupsi mainc moiget sircxvilia ubralod.
kutaisi
16:30 14-12-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული