აზაროვზე ერთ კლუბს უარი უთხრეს, ინტერესი სხვებსაც აქვთ - ინტერვიუ ლადო დვალიშვილთან

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის გამარჯვებულ ბათუმის "დინამოს" მიმართ განსაკუთრებული ინტერესია - გია გეგუჩაძის გუნდმა საქართველოს სახელით ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე უნდა ითამაშოს. აჭარული გუნდი საინტერესო საკადრო პოლიტიკით გამოირჩევა, რაც ლადო დვალიშვილს უკავშირდება. sportall.ge აქტუალურ თემებზე სწორედ კლუბის სპორტულ დირექტორს ესაუბრა.

- სატრანსფერო ამბებზე ჭორ-მართალი ვრცელდება. საქართველოს ნაკრების ფლანგელ ირაკლი აზაროვის მიმართ ბევრი საუბარია, მათ შორის, შვეიცარიულ გრანდ "ბაზელზე". რისი თქმა შეგიძლიათ?
- ირაკლი აზაროვი ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, თუმცა, თუკი მოთამაშის სურვილიცაა, ტრანსფერთან დაკავშირებით ნებისმიერ წინადადებას განვიხილავთ. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ერთი
კლუბისგან შეთავაზება არსებობდა, თუმცა ერთობლივად გადაწყდა, რომ მასზე უარი გვეთქვა. კონკრეტულად ვერ დავასახელებ, თუმცა მის მიმართ ინტერესი არის და უკეთესი წინადადებების მოლოდინში ვართ.

- გავრცელდა ინფორმაცია 30 წლის სერბი ნახევარმცველის, მილან რადინის გადაბირებაზეც...
- რადინს თბილისის "დინამოსთან" ხელშეკრულება დაუსრულდა და მასთან მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაში გვაქვს. დიდი შანსია, ნახევარმცველთან საუბრები წარმატებით დასრულდეს.

- თუ გაქვთ გამოკვეთილი კონკრეტული პოზიციები, სადაც გაძლიერება გჭირდებათ ან რომელიმე ფეხბურთელის გუნდიდან წასვლის შემთხვევაში შესაძლოა, ეს საკითხი დადგეს?
- არსებობს ამპლუები, სადაც ახალი ფეხბურთელები აუცილებლად გვჭირდება. მაგალითად, ფორვარდის შეძენა გვსურს. იმ ქართველი  შემტევების გადაბირება, რომელთა სურვილიც გვქონდა, ვერ ხერხდება - მათ კლუბებთან კონტრაქტები აკავშირებთ. მოგვიწევს, იმ ჩვენებურ ფორვარდებთან ვისაუბროთ, რომლებიც თავისუფალი აგენტები არიან ან უცხოელი შევიძინოთ. გეტყვით, რომ წინა ხაზის ერთ ასეთ ფეხბურთელთან აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

მთავარ მწვრთნელ გია გეგუჩაძესთან შეთანხმებით, დაახლოებით 5-6 პოზიციაზე გაძლიერებას ვაპირებთ. გორის "დილადან" ირაკლი ბიძინაშვილის ტრანსფერი უკვე გავაოფიციალურეთ.

- გუნდიდან წასულებსა და წამსვლელებზეც ვთქვათ. გიული მანჯგალაძის ემოციურ დამშვიდობებას გავეცანით. ასევე, სანაკრებო შეხვედრების შემდეგ რამდენიმე მოთამაშის მიმართ ყურადღება გაიზარდა...

- მინდა გიული მანჯგალაძეს, ისევე, როგორც ლაშა შინდაგორიძეს, მალხაზ გაგოშიძეს, ვაკო თევდორაძეს და გიორგი ნიქაბაძეს, მადლობა გადავუხადო. მათ ჩვენს წარმატებაში თავიანთი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.

ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელების დაახლოებით 80 პროცენტის გადაბირების სურვილი აქვთ, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ამ ეტაპზე კონკრეტული შეთავაზებები არ მიგვიღია. ძირითადი ბირთვის შენარჩუნება გვსურს, თუმცა, თუკი მოთამაშე ახალი გამოწვევების მიღებას განიზრახავს, ხელს არ შევუშლით.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად ხართ მზად, ქართველი გულშემატკივრების დიდი ხნის სურვილი აისრულოთ და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზოთ?
- ბათუმელ გულშემატკივრებს და არამხოლოდ მათ, ჩვენი ეიმედებათ, რაც ძალებს გვიორმაგებს. ეს ფაქტორები დაგვეხმარა ჩემპიონობის მოპოვებაში. თავდაპირველად აუცილებელია, ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი გადავლახოთ. ამის შემდეგ ჯგუფურ ეტაპზე უფრო თამამად ვისაუბრებთ.

ერთი მეტოქის დამარცხება ასევე დაგვეხმარება, ევროპა თუ კონფერენს ლიგაზე გადართვის შემთხვევაში, უფრო იოლი გზა გვქონდეს. მაქსიმალისტები ვართ, თუმცა რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ და წინ ეტაპობრივად სვლა განვაგრძოთ.

alt"ტრაბზონსპორი" აზაროვით ძალიანაა დაინტერესებული - მის პოზიციაზე კიდევ ორ კანდიდატს განიხილავს

altგიორგი ფანცულაია: "ჩემ გარშემო ყველას ვეუბნები და აცრისკენ მოვუწოდებ. ხალხი აუცილებლად უნდა აიცრას"

alt"ვოცნებობ, ბათუმის "დინამო" ჩემპიონთა ლიგაზე ვიხილო და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ" - არჩილ ბერიძე ევროტურნირების გეგმებზე




მკითხველის კომენტარები / 6 /
მიდი მიდი რუსეთს მიაწექით, მაყუთი იქნება და ანტირეკლამა
კოტე
13:31 22-12-2021
0
ვოლკოვი დააბრუნეთ აზებაჯანიდან!!!
ზურა
08:01 22-12-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული