"ტრაბზონსპორი" აზაროვით ძალიანაა დაინტერესებული - მის პოზიციაზე კიდევ ორ კანდიდატს განიხილავს

AutoSharing Option
"ტრაბზონსპორი" 15 ტურის შემდეგ 39 ქულით თურქეთის სუპერლიგის ლიდერია, უახლოეს მდევრებს - "ქონიასპორსა" და "ფენერბახჩეს" 12 ქულით უსწრებს და მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა ჰყავს, მაინც აპირებს გაძლიერებას.

Karadenizgazete-ი იტყობინება, რომ "ტრაბზონსპორს" კვლავაც სურს ბათუმის "დინამოს" 19 წლის მცველ ირაკლი აზაროვის შეძენა, რომელსაც აჭარულ კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და რომლის სამსახურით აგრეთვე "ბაზელი" დაინტერესდა.

თუმცა ტრაბზონელები მის პოზიციაზე სხვა კანდიდატებსაც განიხილავენ. ასეთი ორია.

სეზონის დასაწყისში "რენისგან" 4 მილიონ ევროდ შეძენილ 23 წლის ფაიუტ მუასა "ბრიუგეში" ბოლო
ორ მატჩში არ ათამაშეს, ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი მოუვიდა და იჯარით გაშვებას ითხოვს.

29 წლის ჩრდილომაკედონიელი ეზგან ალიოსკი საუდის არაბეთის "ალ აჰლისთან" ხელშეკრულებით 2023 წლის 30 ივნისამდეა დაკავშირებული, უნივერსალია, ნახევარდაცვაშიც შეუძლია თამაში და დაცვაშიც, მაგრამ მისი გადაბირება ადვილი არ იქნება.

გამოცემის მტკიცებით, "ტრაბზონსპორისთვის" სატრანსფერო ფავორიტები აზაროვი და 22 წლის ნახევარმცველი ლუკა პელეგრინი არიან, მაგრამ ეს უკანასკნელი "იუვენტუსის" ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდა და მისი გადაბირება, ალბათ, ვერ მოხერხდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული