თბილისის "ლოკომოტივი", ფაქტობრივად, დაიშალა - სამწუხარო განცხადება

AutoSharing Option
გიორგი ჭიაბრიშვილის "ლოკომოტივიდან" წასვლის შემდეგ თბილისური კლუბი კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს, საიდანაც ვიგებთ, რომ არსებული შემადგენლობით კლუბი, ფაქტობრივად, დაშლილია:

"მიმდინარე ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, "ლოკომოტივი" იძულებული გახდა, უარი თქვას მოდელზე, რომლითაც ხელმძღვანელობდა ბოლო წლების განმავლობაში.

ვწუხვართ, რომ ბევრი მცდელობის მიუხედავად, ვერ ვახერხებთ შევინარჩუნოთ არსებული გუნდი, გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით.

აქამდე არსებულ ფინანსურ წყაროებზე წვდომა შეუძლებელი გახდა, რამაც გამოიწვია შექმნილი გარემოება.

ჩვენ ვადასტურებთ, რომ გვაქვს ინფორმაცია სახელმწიფო დაფინანსების არსებობის შესახებ, თუმცა ჯერ არ ვიცით, რა სტრუქტურით მოხდება თანხების განაწილება კლუბებზე.

აღნიშნული მოცემულობები ართულებს
პასუხისმგებლობის აღებას ფეხბურთელების და კლუბში მომუშავე პერსონალის მიმართ.

თბილისის "ლოკომოტივი" თავისივე ფინანსური რესურსით გააგრძელებს წინსვლას და გუნდის ჩამოყალიბებას, რომლის მიზანიც ყოველთვის იყო ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარება და მათი ხელშეწყობა."

altჭიაბრიშვილისა და "ლოკომოტივის" გზები გაიყარა

მკითხველის კომენტარები / 14 /
რატო ვერ ამზადებთ ფეხბურთელებს რო გაყიდოთ და მოგებაც დაგრჩეთ სხვა ქვენებში თუ ამზადებენ თქვენც მოიწვიეთ კარგი მწვრთნელები
შოკირებული გულშემატკივარი
28 დეკემბერი 2021 21:15
1
ახლა ყველა სათამაშო ბიზნესის რეგულაციას დააბრალებს. არადა, გუნდს საკუთარი ბაზა და აკადემია გქონდეს, და ამასთან დაიშალო, მოხერხება უნდა. აკადემია კარგად რომ მუშაობდეს, მარტო აღზრდილების ტრანსფერებით უნდა ხერხდებოდეს გუნდის შენახვა. ჭიაბრიშვილამდეც ქონდა ლოკომოტივს ფინანსური პრობლემები, ხელფასების 70 პროცენტით რომ შეამცირეს და ამის გამო მწვრთნელი რომ წავიდა. მენეჯმენტმა თავისთავს უფრო უნდა დააბრალოს, ვიდრე გარეთ იშვერდეს ხელს.
პელიდი
28 დეკემბერი 2021 21:11
0
გუნდმა რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში მოიგო ყველაზე პრინციპული თამაში ევრო ტურნირებზე, დაამარცხა დინამო მოსკოვი.. და ღირსება აღუდგინა ქართულ ფეხბურთს და გაახარა მთელი ერი, და ამ გამარჯვებით თქვა მთელი ერის სათქმელი. გულსატკენი, საწყენი და ერის სირცხვილია, რომ ეს გუნდი სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ ქრება საფეხბურთო რადარებიდან. დიდი იმედი მაქვს რომ იმ ისტორიული გამარჯვების გამო არ ისჯება ლოკომოტივი, რომელმაც სამარცხვინო მარცხი აგემა დინამო მოსკოვს.. ქართულ მიწაზე. დიდი მადლობა ლოკომოტივს და გიორგი ჭიაბრიშვილს იმ სიხარულისთვის რაც ქართველ ესრს მოუტანეს იმ ისტორიულ და პრინციპულ მაჩში გამარჯვებით.
ირაკლი
28 დეკემბერი 2021 20:18
32
აი დარდი...
გულშემატკივარი
28 დეკემბერი 2021 20:01
28

სიახლეები პოპულარული