ფიფია სეზონს აჯამებს და გულშემატკივრებს მიმართავს

AutoSharing Option
"დინამო თბილისის" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან ინტერვიუში განვლილი სეზონი შეაფასა და კლუბში მიმდინარე განახლების პროცესზე ისაუბრა

განვლილი სეზონის შესახებ


პირველ რიგში, მსურს ბათუმის "დინამოს" კიდევ ერთხელ მივულოცო ჩემპიონობა. ეს ამ კლუბის ისტორიაში პირველი შემთხვევაა. საკმაოდ დაძაბული სეზონი გამოვიდა, თუმცა მე პირადად მას ნორმალურად შევაფასებდი. იქიდან გამომდინარე, რომ სეზონის შუა ნახევარში ჩვენ გუნდის განახლება დავიწყეთ, ვგულისხმობ ახალი მთავარი მწვრთნელისა და სპორტული დირექტორის მოყვანას, პირადად ჩემთვის გასულ სეზონში მთავარი მოვლენა სწორედ ეს იყო. ამ მიმართულებით ვფიქრობ, რომ პოზიტიური დინამიკა გვქონდა.

გუნდში მიმდინარე განახლების პროცესის შესახებ


დღეს ჩვენს გუნდს მართავს ბორდი, სადაც გადაწყვეტილება მსჯელობის შედეგად მიიღება. გუნდის დაკომპლექტებასა და შედეგებზე პასუხისმგებლობა მთავარ მწვრთნელსა და სპორტულ დირექტორზეა გადანაწილებული. კახა ცხადაძესა და ალექსანდრე რეხვიაშვილს ჩემგან სრული ნდობა აქვთ. სწორედ ამის ნიშანია ის პროცესები, რაც დღეს გუნდში მიმდინარეობს. ფაქტობრივად, ყოველდღიურ რეჟიმში ვიმატებთ საკმაოდ გამოცდილ ფეხბურთელებს. ეს პროცესი, რა თქმა უნდა, ახალი წლის შემდეგაც გაგრძელდება და 10 იანვრისთვის ჩვენ პრაქტიკულად სრული შემადგენლობა გვეყოლება. იმედი მაქვს, რომ ჩემ მიერ გამოცხადებულ ნდობას სპორტული დირექტორი და მთავარი მწვრთნელი სრული პასუხისმგებლობით მოეკიდებიან და ეს ყველაფერი შედეგებზეც აისახება.

ანდრეს კარასკოს "დინამოს" აკადემიაში დაბრუნების შესახებ

ანდრე კარასკოს "დინამოს" აკადემიაში დაბრუნება ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. ამ სპეციალისტზე ბევრი რამის თქმა შეიძლება, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ჩვენი აკადემიის ჩამოყალიბებასა და წარმატებაში მას უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი. იგი მუშაობას ახალი წლიდან შეუდგება. იმედი მაქვს, რომ მომავალი წლის აპრილში პანდემია საშუალებას მოგვცემს, ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირს ვუმასპინძლოთ, რადგან ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

მიმართვა "დინამოს" გულშემატკივრებს, ვეტერან ფეხბურთელებს და კლუბის წარმომადგენლებს

მსურს მივმართო სრულიად საქართველოს, "დინამოს" გულშემატკივრებს, ჩვენს ვეტერან ფეხბურთელებს, მთლიანად გუნდს და აკადემიას. თითოეულ მათგანს ვულოცავ ახალ წელს და ვუსურვებ ჯანმრთელობას. დღეს არსებულ მდგომარეობაში ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს და გავიკეთოთ ვაქცინა. ეს ერთადერთი გზაა სიცოცხლის გადასარჩენად.
იმედი მაქვს, რომ ჩვენი გუნდი უკვე ზაფხულში კარგ შედეგებს აჩვენებს. ევროტურნირებზე ღირსეულად უნდა ვიასპარეზოთ. რაც შეეხება შიდა ჩემპიონატს, ჩვენი მიზანია, რომ მინიმუმ ერთი ტიტული მოვიპოვოთ და ეს საქართველოს ჩემპიონობაა.

 

alt"მთავარია ლამაზად ვითამაშოთ" - ფიფიასთვის "ნეფთჩისთან" მარცხი კატასტროფა არ იქნება

alt"დინამო" ფიფიას გარეშე” - რა მოთხოვნები და ხედვები აქვს გამპროტესტებელ ჯგუფს

altრომან ფიფია: აუცილებლად გავახარებთ ჩვენს გულშემატკივარს


მკითხველის კომენტარები / 6 /
ფიფიას ფეხბურთის გაგება არასდროს მიეცემა. მან ეს საქმე არ იცის და ეს ინახა კიდევაც. აწი რა უნდა ისწავლოს მან ამ საქმეში!? შეიძლება კაცს 1-3 წელი დასჭირდეს საქმის სწავლაში, მაგრამ ირკვევა, რომ ფიფიას 50 წელიც არ ეყოფა. მითუმეტეს, როცა პარალელში მსოფლიოში ასეულობით კლუბია კომპეტენციაში. გიხაროდეთ!
beso
17:20 30-12-2021
3
არ ვიცი-მე მაგალითად არ მომწონს ხვადაგიანის თამაში,მაგრამ დინამოში ძირითადშია სულ.ახალგაზრდულ ნაკრებში-ყველაზე სუსტი იყო და გაარღვიეს მეტოქეებმა.ეროვნულში დაძახება უკვე მეტისმეტი იყო და ბულგარეთთან 0-4 მაგის დამყენებლის კისერზეა-ბიჭი ბურთს ვერ აჩერებს და აზრზე არაა,2ე ლიგის დონეც არაა-მაგალითად მარტვილის მერანში ძირითადში ვერ მოხვდება.ამის მერე მაგ ბიჭის სეზონის საუკეთესოებში დასახელება საერთოდ კოსმიირ წონასწორობას არღვევს.
ამას იმიტო ვუსვამ ხაზს რო-ისევ ვერ მოიშალეთ ეს ბლატებით ფეხბურთელების დაყენება,გაქაჩვა და რა შედეგზე მელაპარაკებით?ანუ ამ ბიჭს ვიღაც ძალიან დიდი ფაშისტი მფარველობს და გულშემატკივარი სულ ცალ ფეხე ჰკიდიათ.ჩამოვა ალაშკერტი ზაფხულში და საბა ხვადაგიანს ისევ გაარღვევენ და მერე დაიწყეთ ახალი გუნდის აწყობა,ან რას უნდა ველოდოთ ცხადაძე-რეხვიაშვილის ხელში,ან ერთს რა გაუჯეთებია აქამდე ან მეორე საერთოდ სადაც მუშაობდა იქაური გულშემატკივარი ბედნიერია რო გამოუშვეს-ძალიან უკმაყოფილონი იყვნენ.
ლეგიონერი არის ბათუმმა რო დაიმატა კოლუმბიელი-ბიჭი სადაც თამაშობდა გოლებს ყრიდა სავსე სტადიონებზე.სხვებზე ამას ვერ ვიტყვი-საფეხბურთო აგენტები რო გთავაზობენ თავის კლიენტებს ან პულსი გაუსინჯეთ რა სჭირთ,ან ფილტვებში მოასმენინეთ ექიმს,ან ნარკოლოგიურად შეამოწმეთ ხო არ კაიფობს.ან ბოლო-ბოლო 2გოლი ათამაშეთ და შეხედეთ-თუ სხვებს არ ჯობია არ აიყვანოთ,ძნელი გასაკეთებელია?ამას მეც მოვახერხებდი და რას აკეთებენ თქვენი სპორტული დირექტორები,ამდენი უხარისხო ლეგიონერი როგორ მოხვდა ჩვენს გუნდებში ბოლო წლებში-ამას არავინ აკონტროლებს?
Levani
00:06 31-12-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული