
"საბურთალომ" მწვრთნელ ლევან კორღალიძეს ხელშეკრულება გაუფორმა, - ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქური კლუბი თავისი საიტით ავრცელებს:
"ახალგაზრდა სპეციალისტმა ლევან კორღალიძემ, რომლის ხელმძღვანელობითაც "საბურთალომ" 2021 წელს საქართველოს დავით ყიფიანის თასის მოგება შეძლო, თბილისურ კლუბთან 2-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.
შეგახსენებთ, რომ კორღალიძე დედაქალაქურ კლუბში მთავარ მწვრთნელად 2020 წლის სექტემბერში დაინიშნა".