გიორგი არაბიძე: ესაა ყველაზე მაგარი საწყისი დიდი მიზნებისთვის საბრძოლველად

AutoSharing Option
"ნასიონალის" აწ უკვე ყოფილ შემტევს, გიორგი არაბიძეს, "ტორპედომ" კონტრაქტი გაუფორმა და გუნდს თურქულ შეკრებაზე შეუერთდება. ქუთაისელთა ახლწვეულმა კლუბის საიტთან კომენტარი გააკეთა:

"ტორპედო" ბევრს ნიშნავს ქართული ფეხბურთისთვის. მე შეხება არ მქონია, მაგრამ ვიცი, დიდი გუნდია და სიტუაციაც კარგია. გამიხარდა, რომ აქ ვარ, რადგან ჩემთვის ეს მოტივაციაა. ხელმძღვანელობას წარმატებული პროექტის შექმნა სურს. ეს, რასაკვირველია, კარგი იქნება კლუბისთვისაც და ქართული ფეხბურთისთვისაც.

გულშემატკივარი უნდა ელოდოს იმას, რასაც ელოდებიან, რადგან ყველანაირი პირობაა წარმატებისთვის. არიან ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ დადონ ისეთი შედეგი, რაც გულშემატკივარს და "ტორპედოს" სურს.
მთავარი მონდომებაა.

მოტივაცია რომელ გუნდშიც არის, ის გუნდი ყოველთვის წარმატებული იქნება. მე რასაც ვუყურებ, ყველაფერი კეთდება ფეხბურთელების მხრიდან, ხელმძღვანელობის მხრიდან, რომ სასურველი შედეგი დადგეს. აი, ეს არის ყველაზე მაგარი საწყისი დიდი მიზნებისთვის საბრძოლველად.

ფეხბურთელების უმრავლესობას კარიერის მანძილზე ჰქონია შეხება გია ცეცაძესთან. ვფიქრობ, არ გაუჭირდებათ მათ მწვრთნელის მითითებების გაგება. გია მაღალი დონის მწვრთნელია, ყველაფერში ვენდობი. მჯერა, მასთან ერთად ყველაფერი ადვილად გასაგები და გასაკეთებელი იქნება. მე პირადად გიაზე ყველაფერი დადებითის თქმა შემიძლია".

მკითხველის კომენტარები / 11 /
რას შვრება ეს ოხერი ფული ჰააა???
ფულიიიი ბევრი ფულიიიი
00:07 06-02-2022
0
ოხ ეს სადღეგრძელოები, სადღეგრძელოები. . .
დაასხით
15:29 26-01-2022
1

სიახლეები პოპულარული