გორის "დილა" მალელი შემტევით გაძლიერდა

AutoSharing Option
21 წლის მალელი შემტევი ჰაჯი დრამე კარიერას "დილაში" გააგრძელებს. კლუბსა და ფეხბურთელს შორის 3-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა. მისი ძირითადი სათამაშო პოზიცია შეტევის მარჯვენა ფლანგია, თუმცა თამაში შეუძლია როგორც შემტევი ნახევარმცველის, ასევე მარცხენა ფლანგის შემტევის პოზიციაზე.

დრამე კლუბს ესტონური ,,პაიდედან” შეუერთდა, რომლის რიგებშიც 2 სეზონის განმავლობაში 43 თამაში ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. ჰაჯი დრამეს მალის 20-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში 8 თამაში აქვს ჩატარებული, მის ანგარიშზე 1 გოლია; 17-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში კი 11 მატჩში 6 ბურთის გატანა შეძლო.

FC
Dila gori


altირაკლი სიხარულიძე: ბათუმის "დინამოსთან" მატჩი ჩვენთვის ერთგვარი გამოცდა იქნება

alt"სამგურალი" სენეგალელ და "ზენიტის" ფეხბურთელს დაიმატებს - ინტერვიუ კლუბის პრეზიდენტთან

altთბილისის "დინამომ" შვიდ ფეხბურთელთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
Magari gundi gveyoleba, tavdasxma gavadzlierot da dagvidges mere bare ori!!! (tundac Dinamo...)

Soselo
05:38 05-02-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული