გულშემატკივრებისადმი მადლიერების ნიშნად "ტორპედომ" 12-ნომრიანი მაისური ხმარებიდან ამოიღო

AutoSharing Option
გულშემატკივრების მიმართ პატივისცემის ნიშნად, "ტორპედომ" 12-ნომრიანი მაისური ხმარებიდან ამოიღო, - ამის შესახებ კლუბი თავისი "ფეისბუქის" გვერდით იტყობინება:

"ქუთაისის "ტორპედოს" ხელმძღვანელობამ, გულშემატკივართა პატივსაცემად, 12-ნომრიანი მაისურის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.

"ტორპედო" აფასებდა, აფასებს და მომავალშიც დააფასებს ერთგული ქომაგის გვერდში დგომასა და მხარდაჭერას, რომელიც კლუბის განუყოფელი ნაწილია. წლების განმავლობაში სამაგალითო გულშემატკივრობის ნათელი გამოვლინება ბევრჯერ დაეხმარა კლუბს დასახული მიზნების მიღწევაში.

ამ ქმედებით, მადლობას ვუხდით თითოეულ გულშემატკივარს. „ჯუნგლების“ იმ მრავალრიცხოვან ფანკლუბს, რომელიც 1960 წლიდან "ტორპედოს" გვერდში დგას!

წინ ერთად დიდი გზაა გასავლელი! ერთად ბევრს შევძლებთ! გელოდებით
სტადიონზე ჩვენს მეთორმეტე მოთამაშეებს!"

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
უკაცრავად, ჟესტია.
1
ამათ სიტრიპაჩეს საზღვარი არა აქ!!!!
ლ.გიო
19:11 14-02-2022
21

სიახლეები პოპულარული