ჩემპიონმა ბათუმის "დინამომ" ჩემპიონატი დამაჯერებლად დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის პირველ ტურში ჩემპიონმა ბათუმის „დინამომ“ საკუთარ მოედანზე „სიონი“ 4:0 დაამარცხა.

მატჩის დაწყებამდე გუნდებმა მოედანზე ბანერი გამოფინეს და უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს. მასპინძლები დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ და გუნდის ახალწვეულმა ბიძინაშვილმა 38-ე წუთზე ანგარიში გახსნა. 72-ე წუთზე მამუჩაშვილმა პენალტით დალაშქრა ისიანის კარი. შემდეგ შეცვლაზე შესულმა ფლამარიონმა გაიტანა, 77-ეზე კი მამუჩაშვილმა დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
დინამო (ბთ) - სიონი 4:0
გოლები: 1:0 ბიძინაშვილი (38), 2:0 მამუჩაშვილი (61, პენ), 3:0 ფლამარიონი (73), 4:0 მამუჩაშვილი (77)

დინამო (ბთ) (4-2-3-1): კუპატაძე, მამუჩაშვილი, კობახიძე, აზაცკი (კ), აზაროვი, ფალავანდიშვილი, ალთუნაშვილი (დენკოვიჩი 72) , გაფრინდაშვილი (ანანიძე 72), ბიძინაშვილი (ჯიღაური 59), ფლამარიონი, ფანცულაია (ზარია 59)

სიონი (4-2-3-1): ისიანი, ნემსაძე, კილასონია (კ), გადრანი (კვერნაძე 46), კორიფაძე, ფოცხვერია (დუმბია 46), ჯაფიაშვილი, ციცქიშვილი (ჩაგანავა 46), ნ. ხორხელი (დე ლა სოუზა 66), ლ. ხორხელი, ტაბატაძე (ღამბარაშვილი 78)

4 მარტს ბათუმის „დინამო“ თბილისის „დინამოს“ უმასპინძლებს, ხოლო 5 მარტს „სიონი“ „თელავს“.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ვერ ვასწრებდი ისეტი ტემპი იყო დზმა ....................
maqsimum
21:27 25-02-2022
0
არ შეიძლება ბოლნისის მსგავსი გუნდი იყოს ეროვნულ ლიგაში,მწვრთნელ ფეხბურთელებიან და სტაფით სადმე დავალ ლიგებში აგორავონ ბურთი,რა თქმა უნდა ყველა ფეხბურთელს არ ეხება…
ალექს
22:13 25-02-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული