ეროვნული ლიგის მესამე ტურში "საბურთალომ" სახლში "ტორპედოს" 2:0 სძლია.
მასპინძლებმა პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს და მეორე ტაიმში მშვიდად მიიყვანეს მატჩი ლოგიკურ დასასრულამდე.
13 მარტს „საბურთალო“ ბათუმში „დინამოს“ დაუპირისპირდება, „ტორპედო“ კი „ლოკომოტივს“ უმასპინძლებს.
თბილისი. “მიხეილ მესხი“
საბურთალო - ტორპედო 2:0
გოლები: 1:0 ი. ტაბატაძე (37), 2:0 სიხარულიძე (41)
საბურთალო (4-2-3-1): გოშაძე, იაშვილი, კაკუბავა (კ), ჯგერენაია, ლაცაბიძე, შ. ნონიკაშვილი (მიოჩი 90+2), ქარდავა, ი. ტაბატაძე (გოჩოლეიშვილი 66), ლ. ნონიკაშვილი (ქავთარაძე 85), გულიაშვილი, სიხარულიძე (შინდაგორიძე 85)
ტორპედო (4-2-3-1): კვასხვაძე (კ), ქიმაძე, ნადარაია, სანდოხაძე, ვ. ტაბატაძე (აბულაძე 68), კუხიანიძე, მანჯგალაძე (ჩარგეიშვილი 75), ბუღრიძე (ცინცაძე 59), პაპუნაშვილი, შულაია (გოგლიჩიძე 75), მჭედლიძე (ახვლედიანი 46)