ათავისუფლებს თუ არა "ტორპედო" ცეცაძეს - ქუთაისური კლუბი განცხადებას ავრცელებს

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" Facebook-გვერდი სოციალურ ქსელში კლუბის განცხადებას ავრცელებს:

"საფეხბურთო კლუბ ქუთაისის „ტორპედოს“ ხელმძღვანელობა მიზანშეწონილად მიიჩნევს, დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია და მოსაზრება ეროვნული ჩემპიონატის პირველ 3 ტურში გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგების გამო გულშემატკივართა მხრიდან გამოთქმული უკმაყოფილების შესახებ.

"ტორპედოს" ერთგული გულშემატკივარი გუნდისგან ყოველთვის მაღალ თამაშის ხარისხსა და შედეგს მოითხოვს, რომელიც კლუბის მოთხოვნის ანალოგიურია. მივიჩნევთ, რომ გუნდის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსა და ფაქტებზე გააზრებული და არა ნაჩქარევი გადაწყვეტილებები იქნეს მიღებული.

ყველა ერთხმად ვთანხმდებით, რომ ჩატარებულ სამ შეხვედრაში მოპოვებული მხოლოდ ერთი გამარჯვება არ არის დამაკმაყოფილებელი შედეგი,
თუმცა მთელი რიგი მიზეზების გამო ამ ეტაპზე რადიკალური საკადრო ცვლილებების განხორციელებისგან თავს ვიკავებთ. ვთვლით, რომ ჩემპიონატის საწყის ეტაპზე მყოფი გუნდისთვის, რომელიც შეთამაშების სტადიაზეა, საუკეთესო გამოსავალი არ იქნება ცვლილებები.
დღეს „ტორპედო“ ახალი ხელმძღვანელობით, ახალი მწვრთნელებითა და ახალი ფეხბურთელებით, შენების პროცესის საწყის ეტაპზეა და ყველაზე მეტად გუნდს ახლა სჭირდება გვერდში დგომა, რომელიც გულშემატკივართა მხრიდან ტორპედოელებს არასოდეს მოკლებიათ", - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ "ტორპედოს" გულშემატკივრებმა გუნდის მწვრთნელის, გია ცეცაძის გათავისუფლება მოითხოვეს.
მკითხველის კომენტარები / 18 /
ტორპედოს ქომაგები სააკაშვილს მაგონებენ.მიშასაც ჰგონია რო დედამიწა მის გარშემო ტრიალებს და დემოკრატიის შუქურაა და ტორპედოს ქომაგებსაც ჰგონიათ რო ვინმე რამეს ეკითხებათ და მინიმუმ მილანის დონის გუნდია ტორპედო.
ლ.გიო
14:51 10-03-2022
10
სამწუხაროა, რომ ტორპედოს ასეთი სულსწრაფი გულშემატკივრებიც ჰყავს. მახსენდება, რამდენს ლანძღავდნენ რა სიტყვებით ჩხეტიანს, როცა პირველად მოვიდა მწვრთნელად ტორპედოში, სანამ სიტუაციას დაალაგებდა. შემდეგ, როცა ტორპედო ჩემპიონი გახადა და თასისმფლობელი, თანაც არა ერთხელ უცებ შეცვალეს ლანძღვა-გინება ცამდე აიყვანეს, რომელსაც ნამდვილად იმსახურებდა კიდეც ქუთაისის ეს პატრიოტი კაცი.
ამიტომ სწორად მიმაჩნია ტორპედოს ხელმძღვანელობის პოზიცია რადიკალური ღონისძიებებისგან თავის შეკავების შესახებ. აქვე მინდა ვთხოვო საქართველოსთვის საყვარელ ტორპედოს გულშემატკივრებს, მათაც შეიკავონ რადიკალური ქმედებებისგან თავი და აცალონ მწვრთნელს მუშაობა, რომელსაც ჩემპიონობა მის მომზადებულ არა ერთ გუნდს აქვს მოპოვებული.
წარმატებები ტორპედოს ქართული ფეხბურთის სადიდებლად.
გიზოგ
15:45 10-03-2022
14
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული