„სიონი“ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მწვრთნელმ გიორგი დარასელიამ დატოვა, რომელიც ბოლნისურ გუნდს სათავეში გასული წლის ზაფხულში ჩაუდგა და მისი ხელმძღვანელობით ჩემპიონის სტატუსით ეროვნულ ლიგას დაუბრუნდა.
„სიონმა“ ეროვნული ლიგის სტარტზე სამივე მატჩი წააგო და დარასელიამ წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.
„სიონი“ უჩა სოსიაშვილმა ჩაიბარა და ის უკვე შეუდგა მუშაობას.