VAR-ის სისტემა ეროვნული ლიგის მატჩებზე - სიახლე მიმდინარე წლიდან იგეგმება

AutoSharing Option
დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე VAR-ის ხუთდღიანი სემინარი მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც ფიფას ინსტრუქტორი ქართველ არბიტრებს თეორიულ და ტექნიკურ გამოცდილებას უზიარებს.

სემინარის მიმდინარე და მომდევნო ეტაპების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ქართველი არბიტრები მსაჯის ვიდეოასისტენტის ლიცენზიას მიიღებენ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფიფას ინსტრუქტორებთან და შესაბამის ორგანიზაციებთან ერთად ქვეყანაში მსაჯის ვიდეოასისტენტის დანერგვაზე გასული წლიდან მუშაობს. პროექტის ფარგლებში ვიდეორეფერის სისტემის დანერგვა მიმდინარე წლიდან იგეგმება.

დავით მუჯირი (სფფ-ის გენერალური მდივანი): „სფფ-ს მიზნად აქვს დასახული 2022 წლიდან კრისტალბეთ ეროვნული ლიგის თამაშებზე დაინერგოს ვიდეორეფერი. რამდენიმე ეტაპი უკვე გავლილი გვაქვს, დღეს
კი თბილისში ფიფას წარმომადგენლებთან ერთად ხუთდღიანი საგანმანათლებლო პროცესი დაიწყო. ტექნიკური აღჭურვილება უკვე საქართველოშია, რაც მსაჯების გადამზადების საშუალებას გვაძლევს. შესაბამისად, ეს ხუთი დღე ძალიან მნიშვნელოვანია.

შერჩეულია 18 მსაჯი, რომლებიც პირველ ეტაპზე მიიღებენ ინფორმაციას, თუ როგორ უნდა იმოქმედონ მატჩებზე. სემინარი თეორიულ მეცადინეობას და ტექნიკურ განსწავლას დაეთმობა.

იმედი მაქვს, მალე გადაწყდება და მივიღებთ ლიცენზიას, რომელიც უფლებას მოგვცემს, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მატჩებზე ვიდეორეფერი გამოვიყენოთ. სამომავლოდ გვსურს, რომ კრისტალბეთ ეროვნული ლიგა სრულად იყოს მოცული და ეს პროცესიც უნდა დაჩქარდეს. ჩვენი მიზანია, 2023 წლიდან კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ყველა შეხვედრა ვიდეორეფერით წარიმართოს“.

საქართველოში მსაჯის ვიდეოასისტენტის სისტემის დასანერგად შექმნილ სამუშაო ჯგუფს ფიფას ყოფილი არბიტრი გიორგი ვადაჭკორია ხელმძღვანელობს. მასთან ერთად პროექტში კიდევ ერთი ინსტრუქტორი, დავით ხარიტონაშვილია ჩართული.

გიორგი ვადაჭკორია (VAR-ის პროექტის ხელმძღვანელი): „დაიწყო ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის მეორე ნაწილი. სემინარის ფარგლებში, ინსტრუქტორი აუხსნის მსაჯებს, კონკრეტულად რა ეპიზოდებში ერთვება ვიდეორეფერი თამაშში. აქ წარმოდგენილი მსაჯები კანდიდატები არიან და თავის გამოჩენის შემთხვევაში ფიფას წარმომადგენლების მიერ მოხდება ლიცენზიების გაცემა“.

GFF.GE
მკითხველის კომენტარები / 1 /
აწი ამაღლდება ეროვნულის დონე
დათო
12:06 17-03-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული