საქართველოს ნაკრების 21 წლის ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ დღეს "რუბინთან" კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეაჩერა და ბათუმის "დინამოში" ოფიციალურად გადავიდა.
უეფას გადაწყვეტილებით რუსეთის პრემიერლიგის ლეგიონერებს უფლება აქვთ 30 ივნისამდე სხვა გუნდებში ითამაშონ, შემდეგ კი თავიანთ კლუბებში უნდა დაბრუნდნენ. თუმცა, რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების გამო სიტუაცია ისე ვითარდება, რომ შეიძლება მათ საბოლოოდ დართონ კონტრაქტების გაწყვეტის უფლება.
კვარაცხელიას "რუბინთან" ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული. Transfermarkt-ის მიხედვით მისი ფასი 16 მილიონი ევროა.