საქართველოს ნაკრების გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ "რუბინის" დატოვების შემდეგ ბათუმის "დინამოსთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა და დღეს თავის ახალ გუნდთან ერთად "აჭარაბეთ არენაზე" პირველად ივარჯიშა.
ბათუმის "დინამოს" ისედაც მრავალრიცხოვანი და ერთგული გულშემატკივარი ჰყავს და ახლა ამ გუნდისადმი ინტერესი და მხარდაჭერა უფრო გაიზრდება.
ეროვნული ლიგის მე-6 ტურში ბათუმის "დინამო" "თელავს" უმასპინძლებს - მატჩი 2 აპრილს 20:30 საათზე დაიწყება.
ზაფხულამდე უნდა გაუფრთხილდეს გუნდი მაქსიმალურად და ტრავმები არ მიიღოს, ზაფხულზე თითქმის გადაწყვეტილია ნაპოლიში ტრანსფერი. მისი ინსტაგრამი აფეთქდა, სულ ნაპოლის ნიუსებზე თაგავენ.