კვარაცხელიამ ბათუმის "დინამოში" პირველად ივარჯიშა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ "რუბინის" დატოვების შემდეგ ბათუმის "დინამოსთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა და დღეს თავის ახალ გუნდთან ერთად "აჭარაბეთ არენაზე" პირველად ივარჯიშა.

ბათუმის "დინამოს" ისედაც მრავალრიცხოვანი და ერთგული გულშემატკივარი ჰყავს და ახლა ამ გუნდისადმი ინტერესი და მხარდაჭერა უფრო გაიზრდება.

ეროვნული ლიგის მე-6 ტურში ბათუმის "დინამო" "თელავს" უმასპინძლებს - მატჩი 2 აპრილს 20:30 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ჩემი აზრით პოლონთის, უნგრეთის და ეგეთი ევროპული ქვეყნების გუნდები უპრობლემოდ წაიყვანდენ ზაფხულამდე. როგორც გაგნიძე მაგალითად, მაგრამ თვითონ საქართველოში ჩამოსვლა არჩია. კი უწერენ რუსები ცუდ კომენტარებს მარა მთავარია ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
ზაფხულამდე უნდა გაუფრთხილდეს გუნდი მაქსიმალურად და ტრავმები არ მიიღოს, ზაფხულზე თითქმის გადაწყვეტილია ნაპოლიში ტრანსფერი. მისი ინსტაგრამი აფეთქდა, სულ ნაპოლის ნიუსებზე თაგავენ.
Herbst
10:44 02-04-2022
0
ვერაფერი გავიგე.ნაპოლს თუ უნდა 2 წლიანი ხელშეკრულება რანაირად გააფორმა.
ტორპედოელი
16:35 02-04-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული