ვაწაძის მე-4 გოლი, კვირკველიას სასტარტო, მეკარის ტრავმა და ფრე ზესტაფონში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ზესტაფონმა ეროვნული ლიგის მე-5 ტურის გადადებულ შეხვედრას უმასპინძლა, სადაც წყალტუბოს "სამგურალი" "გაგრას" დაუხვდა - 1:1.

ეს უკანასკნელი საშინაო მატჩი იყო, რომელიც წყალტუბოელებმა სხვა მოედანზე გამართეს - "26 მაისის" არენა უკვე რეაბილიტირებულია. გაგრელთა რიგებში საქართველოს ნაკრების მცველი საბა კვირკველია სასტარტო შემადგენლობაში ვიხილეთ.

ნომინალურმა მასპინძლებმა ანგარიში მე-19 წუთზე გახსნეს - კარგად გათამაშებული ბურთის შემდეგ მარცხენა ფლანგიდან გიორგი თევზაძემ დემურ ჩიხლაძეს ჩაუწოდა და მანაც ნიკა ქავთარაძის კარი აუღებელი დარტყმით (მესამე გოლი სეზონში) აიღო. გიორგი მიქაძის გუნდის უპირატესობა აშკარა იყო.

წყალტუბოელები მალე ძირითადი მეკარის
გარეშე დარჩნენ - ლევან შოვნაძემ მეტოქესთან ორთაბრძოლისას ტრავმა მიიღო, შეხვედრის გაგრძელება სცადა, თუმცა 29-ე წუთზე მაინც შეცვლა ითხოვა და მისი ადგილი მაქსიმე ქვილითაიამ დაიკავა.

გაგრელებმა მეორე ტაიმში თამაში გამოასწორეს და 52-ე წუთზე საეჭვო ვითარებაში დანიშნული თერთმეტმეტრიანი მათე ვაწაძემ გოლად აქცია. ვეტერანმა ფორვარდმა მიმდინარე სეზონში მეტოქის კარი უკვე მეოთხედ აიღო.

შეხვედრის ტემპი დაბალი იყო, ხშირი შეჩერებებითა და ნაკლები სახიფათო მომენტით. ანგარიში აღარ შეცვლილა.

14.04.22 ზესტაფონი. "დავით აბაშიძე"

"სამგურალი" - "გაგრა" 1:1

გოლები: 1:0 ჩიხლაძე (19), 1:1 ვაწაძე (52,პ)

მე-8 ტურში, 18 აპრილს, "სამგურალი" - თბილისის, "გაგრა" კი ბათუმის "დინამოს" ესტუმრება.

altხვიჩას ფინტები გულგრილს ვერ დაგტოვებთ - კვარაცხელია "სახურავზე ავიდა" [VIDEO]

altკვარაცხელია ბათუმელთა სასტარტოში - სწრაფი გოლი, გამოუყენებელი პენალტი და ტრავმები [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული