3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია განზრახ დაზიანების გამო - დასჯა ეროვნულ ლიგაში

AutoSharing Option
სფფ-ის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველმა კომიტეტმა ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურის მატჩის მიმდინარეობისას მომხდარი ინციდენტის შესახებ იმსჯელა.

კომიტეტის გადაწყვეტილებით, "სამგურალსა" და ბათუმის "დინამოს" თამაშის მიმდინარეობისას "სამგურალის" მცველმა დავით მაისაშვილმა განზრახ ტრავმა მიაყენა ბათუმელ ფეხბურთელებს, ვლადიმერ მამუჩაშვილსა და გრიგოლ ჩაბრაძეს.

მატჩის ვიდეოჩანაწერის განხილვის შემდეგ საშეჯიბრო განყოფილებამ მიმართა სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველ კომიტეტს. ინციდენტის განხილვის შედეგად, კომიტეტის გადაწყვეტილებით, დავით მაისაშვილს ჯარიმის სახით სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია დაეკისრა.

წყარო: ეროვნული ლიგა


altკვარაცხელია ბათუმელთა სასტარტოში - სწრაფი გოლი, გამოუყენებელი პენალტი და ტრავმები [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 4 /
ვეცნობი კომენტარებს, გადარჩა კაცი მორატურიუმია სიკვდილით დასჯაზე.ან პრემიერ ლიგას არ უყურებთ ან ევროს თანაშებს?
კოტე
11:00 15-04-2022
0
სამ მატჩიანი დისკვალიფიკაცია ???? ღადაობთ, უნდა მიუსაჯოთ იმდენი მატჩის გამოტოვებაც რამდენსაც დაზარალებული ფეხბურთელები ვერ ითამაშებენ, ასევე სამკურნალო ხარჯები უნდა გადაიხადოს მისმა კლუბმა და თანხა დაუქვითოს ამ ფეხბურთელს (თუ შეიძლება ფეხბურთელი ეწოდოს).
BUXO
17:08 14-04-2022
3

სიახლეები პოპულარული