ფლამარიონის დუბლი, კვარაცხელიას გოლი და ბათუმელთა ზედიზედ მეხუთე გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-9 ტურში დარჩენილი ორი მატჩი ჩატარდა.

ბათუმის „დინამომ“ გასვლაზე „ტორპედო“ 3:0 დაამარცხა. პირველ ტაიმში სტუმრები ფლამარიონმა დუბლით დააწინაურა (ზედიზედ მეორე შეხვედრაში შეასრულა დუბლი), 64-ე წუთზე კი ბრაზილიელის პასით ჰამზიჩის კარი კვარაცხელიამ დალაშქრა. უნდა აღინიშნოს მასპინძელთა მეკარის კარგი თამაში - რომ არა ის, "დინამო" გაცილებით დიდი ანგარიშით გაიმარჯვებდა.

გეგუჩაძის გუნდმა ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა,  22 ქულით ლიდერია და უახლოეს მდევარ „დილას“ 3 ქულით უსწრებს, „ტორპედო“ კი 11 ქულით მეშვიდე ადგილზე დარჩა.

ქუთაისი. „რამაზ შენგელია“
ტორპედო - დინამო (ბთ) 0:3
გოლები: 0:1 ფლამარიონი (13), 0:2 ფლამარიონი (25), 3:0 კვარაცხელია (64)

ტორპედო (3-4-1-2): ჰამზიჩი, სანდოხაძე, მირცხულავა, აბულაძე, შულაია, კარაგუნისი (არველაძე 56), მანჯგალაძე (ბუღრიძე 69), ნადარაია (შერგელაშვილი 56), კუხიანიძე (კ) (ცინცაძე 74), არაბიძე, პაპუნაშვილი (მჭედლიძე 69)

დინამო (ბთ) (4-3-3): კუპატაძე, აზაროვი, აზაცკი, კობახიძე (კ), მამუჩაშვილი, ალთუნაშვილი (ფალავანდიშვილი 70), ტეიდი, რადინი (ფანცულაია 76), კვარაცხელია (ჩაბრაძე 81), ფლამარიონი (გაფრინდაშვილი 70), დავითაშვილი (ზარია 76)

„საბურთალომ“ სტუმრად „თელავს“ 2:0 სძლია და 15 ქულით მესამე ადგილზე დამკვიდრდა, ხოლო კახური გუნდი 10 ქულით მერვე პოზიციაზე დარჩა

თელავი. "კავკასიონი არენა"
თელავი - საბურთალო 0:2
გოლები: 0:1 შ. ნონიკაშვილი (41), 0:2 ქავთარაძე (90+7)
გაძევება: გოჩოლეიშვილი (90+6, საბურთალო)

altხვიჩას შოუ, ფლამარიონის დუბლი, ზურიკოს დებიუტი, რადინის სუპერგოლი - ბათუმის "დინამომ" ლიდერობა დაიბრუნა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 19 /
ყველაფერი იყო დღეს კარგი ფეხბურთის საყურებლად, ტორპედოს თამაშში ძალიან ცუდად ითამაშა, ფაქტიურად ვერ უტევდა. არადა გაგრამ წინა ტურში უფრო კარგი შეტევები გააკეთა და კი წააგო მაგრამ ფეხბურთი ითამაშა. ეს ჩამოწერილი ფეხბურთელები კი ვერ გავიგე რა საჭიროა? იგივე გაგრაში, სიონში ახალგაზრდა ბიჭები თამაშობენ ფეხბურთს. პაპუნაშვილი რას აკეთებდა დღეს მე ვერ გავიგე, არაბიძეს ტექნიკა კი აქვს მაგრამ ქუჩის ფეხბურთს თამაშობს, რამდენჯერმე დაიგვიანა პასის გაცემა, უბურთოდ მოძრაობაზე ლაპარაკი ზედმეტია, უნდა მიართვა ბურთი ფეხზე. ძალიან ცუდი სელექცია აქვს ტორპედოს, არადა ფინანსური შესაძლებლობები კი ქონია.
zaza
23 აპრილი 2022 23:34
0
ტორპედო სასწრაფოდ უნდა დატოვოს პარაზიტებმა,ესენი არიან ცეცაძე არაბიძე პაპუნაშვილი..კერესელიძე თუფულის გათთრებაში არ არის გახვეული რატომ უხდის ასეთ ხელფას ცეცაძეს ბიდონ არაბიძეს და პაპუნაშვილს
imereli
23 აპრილი 2022 23:08
8
2:3 უფრო კარგი იქნებოდა , შემეცოდა ქუთაისელი გულშემატკივარი ... კომბინაციურ ფეხბურთში 0 ტორპედოს ...
bejo
23 აპრილი 2022 23:00
0
გიული მანჯგალაძეს კინაღამ ტელევიზორში შევუვარდი. რა იყო რანაირად ითამაშა, ერთი ფეხბურთელი გვყავს ვისაც შანსიაქ რო ტოპ ხუთის გუნდთან კონტრაქტი დადოს და მოატეხა დღეს ფეხები. ესე მონდომებით და უხეშად ცხოვრებაში არ უთამაშია
ქართველი
23 აპრილი 2022 22:28
1
ტრიბუნაზე ვიყავი და ეგ მომენტი ძალიან უსიამოვნო იყო ყველასთვის. ქუთაისელმა გულშემატკივარმაც გააპროტესტა. კარგა ხანს იწვა გაზონზე, მწარედ მოხვდა როგორც ჩანდა. საშიშია ასეთი უხეშობა.
!!
24 აპრილი 2022 15:54
0
სირცხვილი მთელ გუნდს ცეცაძის თამადობით 15:000 ქუთაისელი გულშემატკივარი მოვიდა როგორი ატმოსფერო შეგიქმნათ საქართველოში რო არ დაესიზმრებათ იგივე ბათუმის გარდა და ხალხს სავსე ტრიბუნების ქვეშ იმედები მერამდენედ გაუცრუეთ ცეცაძე არის დეკვალიფიცირებული პირველი ლიგის ლეველი. სასწრაფოდ კერესელიძე ჩხეტო ან ჭიაბერაშვილი და 35 000 $ არაბიძის და 20 000 $ პაპუნაშვილი (თვიური ხელფასი მარტო ამ ორის ) მოსიარულე ხეების მაგივრად სერიოზულ ლეგიონერებზე კონტაქტი სასწრაფოდ , სირცხვილია ვინც არ იცით ბათუმის დინამოს ტოლი ბიუჯეტი აქ გუნდს ფეხბურთელებს ხელფასების სახით და შედეგი ზერო ორღობის გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებს გუნდი.
Dyablo
23 აპრილი 2022 22:14
2
შანსი უნდა მივცეთო და "ამართლებს" კაცი

ადრე ვთქვი და კიდე ერთხელ ვიძახი რომ ცეცაძეს არ გადაყვეს კერესელიძეც!
sormona
23 აპრილი 2022 22:55
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული