კვარაცხელია და ჯოვინო პირველივე ტაიმში შეცვალეს, ბათუმის "დინამო" მარცხს გადაურჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნულ ლიგაში მეორე წრე დაიწყო. ბოლნისის "სიონმა" ჩემპიონატის ლიდერსა და ბოლო დროს სერიოზულად გაძლიერებულ ბათუმის "დინამოს" უმასპინძლა.

ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად, სასტარტოში ზურიკო დავითაშვილიც გამოჩნდა, საქართველოს ნაკრების ნახევარმცელები, ლადო მამუჩაშვილი და სანდრო ალთუნაშვილი კი, სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდნენ.

მოლოდინისამებრ, შეხვედრა სტუმართა აქტიურობით დაიწყო. პირველივე წუთებში კვარაცხელიას წაქცევისთვის ბათუმელები პენალტს ითხოვდნენ. გია გეგუჩაძის ფეხბურთელები უპირატესობას ფლობდნენ. მეტოქის კარის აღების ყველაზე კარგი შანსი ჯოვინოს ჰქონდა, თუმცა ძელიდან ასხლეტილ ბურთს თავი კარგად ვერ დაუხვედრა და რეალური მომენტი გაანიავა.

მინდვრის საფარი იდეალურისგან შორს იყო. ბოლნისელი მცველები
მოწინააღმდეგის შემტევებს თამაშგარე მდგომარეობაში საკმაოდ ხშირად დატოვებას ახერხებდნენ და თამაშის წესების დარღვევასაც არ ერიდებოდნენ.

33-ე წუთზე ფლამარიონი მეტოქის საჯარომოსთან ახლოს წააქციეს. სტარდარტული მდგომარეობიდან ხვიჩამ დაარტყა, თუმცა ბურთი ცოცხალ კედელში მდგარ ფეხბურთელს მოხვდა. ბათუმელთა ბრაზილიელმა ფორვარდმა, რომელიც მიმდინარე სეზონში 9 გოლის ავტორია, შეხვედრის გაგრძელება ვერ შეძლო და მოედანზე თორნიკე გაფრინდაშვილი შევიდა.

მალევე, ტაიმის ბოლოს, მოედნიდან ხვიჩა კვარაცხელიაც გავიდა და მის ნაცვლად გიორგი ფანცულაია ვიხილეთ. ამის მიზეზი შეხვედრის შემდეგ უნდა გავიგოთ.

43-ე წუთზე ბათუმელებმა მაინც გაიტანეს - დავითაშვილის პასის შემდეგ ირაკლი ბიძინაშვილმა შთამბეჭდავად იმოქმედა და ისიანის კარი დალაშქრა.

მეორე ნახევარში ბათუმელები გაპასიურდნენ, ბურთი დათმეს, ბოლსისელებმა კი სახიფათო მომენტებს მოუმატეს, თუმცა ამას შედეგი არ მოჰყვებოდა. ერთ ეპიზოდში "დინამოს" ფლანგელ აზაროვის თვალისმომჭრელი თამაში ვნახეთ.

მასპინძლებმა მაინც გაათანაბრეს - 82-ე წუთზე თომა ტაბატაძემ ლაზარე კუპატაძეს გაუტანა. სტუმრებმა შეცდომებს უმატეს, ბოლნისელებს კი გამარჯვებაც შეეძლოთ.

29.11.22. ბოლნისი."თამაზ სტეფანია"

"სიონი" - ბათუმის "დინამო" 1:1

გოლები: 0:1 ბიძინაშვილი (44), 1:1 თ. ტაბატაძე (82)

მომდევნო ტურში, 3 მაისს, ბათუმელები თბილისის "დინამოს", ბოლნისელები კი "თელავს" ესტუმრებიან.

ტურის სხვა მატჩები:

29.04.22. წყალტუბო. "26 მაისი"

"სამგურალი" - "საბურთალო" 3:0

გოლები: დოლიძე (75), ჩიხლაძე (86), ქურდაძე (86)

გამოუყენებელი პენალტი: სიხარულიძე (6, "საბურთალო", მეკარე შოვნაძე)

29.04.22 თბილისი. "დინამო არენა"

"გაგრა" - "დილა" 1:0

გოლი: კვირკვია (68)

altხვიჩა საყოველთაო ყურადღების ქვეშ და ქართული კლასიკო - ეროვნული ლიგა

altფლამარიონის დუბლი, კვარაცხელიას გოლი და ბათუმელთა ზედიზედ მეხუთე გამარჯვება [VIDEO]

alt"დილამ" გაიმარჯვა და მეორეა - თბილისის "დინამო" ფრეს დასჯერდა [VIDEO]

altარაბიძის, არველაძისა და მჭედლიძის უშედეგო მცდელობები - წარმატებული ხორხელები [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 31 /
ხვიჩას "ჩეხვა" რუბინის დავალებაა? ყველას ვთხოვ გავუფრთხილდეთ ხვიჩას!!!
ბოლნისში ფეხბურთი მეგონა მართლა უყვარდათ. ყოველ შემთხვევაში ტრიბუნების სიცარიელემ ასეთი ეჭვი გამიჩინა.
ვაჟა მასწავლებელი
29 აპრილი 2022 18:02
3
რიბინი რა შუაშია ? ხო სლუცკიმ პირდაპირ დავალება მისცა სიონის "ფეხბურთელებს" მიდით ლაზათიანათ დაამტცრიეთ ხვიჩაო ! რუბინის დავალება კი არა შური და ბოღმა კლავს ზოგიერთებს და იმიტომ ურტყამენ ასე ფეხებში მაგათი @@@
zura222
29 აპრილი 2022 18:45
3
ხალხი ერთმანეთის მიმართ რა აგრესიულად არის განწყობილი და რა გასაკვირია ხვიჩას მიმართ იყოს. რამდენს აღიზიანებს მისი ყოფნა. რომ დავწერ სადმე, ფრთხილად ეთამაშეთთქო დამცინიან, წითელი ხალიჩაც ხომ არ დავუგოთო, ეგეც არ მყავდეს მესიო და ასე შემდეგ...
პირდაპირ თავმოყვარეობაზე ურტყამს ქართველ კაცს მეორე წარმატებული ქართველი. კომპლექსებში იხრჩობა...
უკვე მერამდემე დაწერა, რომ თავში აქვს ავარდნილი ხვიჩას. რომ უყურებენ, ეგრევე უნდათ წამოიძახონ, თავი ვინმეზე მეტი ხო არ გგონია ბიჭო? :)
ეს სულ კომპლექსების გამოძახილია. და რომ ეგონოს სხვაზე მეტი თავი რა მერე? თქვენც გეგონოთ, ყველას აქვს უფლება თავი ეგონოს ის, რაც უნდა!
მე რაში მაინტერესებს ვინმეს თავი რა ჰგონია, მე ფეხბურთი მიყვარა და ლამაზი თამაშის გამო ვუყურებ ამ სპორტს.
ძალიან თავმდაბალი ბიჭია და კარგი ადამიანია, რატომ გინდათ საკუთარი კომპლექსები მოახვიოთ და მართლა აგრესიულად განაწყოთ არ მესმის!
არცერთმა გამორჩეულმა ადამიანმა არ გაიხარა ამ ქვეყანაში მსგავსი დამოკიდებულების გამო!
Skeleton
30 აპრილი 2022 14:34
0
ასეთ მინდორზე თამაში არ უნდა ტარდებოდეს.უხეში თამაშისათვის მსაჯს უნდა გაეძევებინა ბოლნისელი ფეხბურთელი. ხვიჩა რუსეთს გადაურჩა და აქ უნდა მივაყენოთ ტრავმა? ბოლნისელი მცველების თამაშმა სამოცდაათიანი წლების მოსკოვის დინამოს "კასტალომები" გამახსენა.
დავითი
29 აპრილი 2022 22:12
2
არამგონია ჯანმრთელი ფეხბურთელი იმისთვის გაეყვანა ტრავმა არ მიიღოსო. ბევრჯერ ჩაარტყეს და იტკიებდა ფეხს. მაგიტომაც გაიყვანა. ყინულებს ადებდნენ მერე. დისკომფორტი აშკარად ჰქონდა. ნაპოლის გვერდები აქტიურად წერენ ტრავმის ალბათობაზე და უკვირთ რატომ შეცვალა ასე ადრე.
Thomas
30 აპრილი 2022 02:35
0
როგორც მერე დაწერეს კვარა იმიტომ გაიყვანა, რომ უხეშად თამაშობდნენ და ტრავმის რისკი იყოო. მე კიდე მგონია, რომ ტრავმა მიიღო, რადგან როცა გავიდა კოჭლობდა და ყინულები დაადეს. თან ნაპოლის ფან გვერდებიც აქტიურად წერენ 42 ე წუთზე რატომ შეცვალესო, ალბათ ტრავმის გამოო. იმედია მალე გახდება ცნობილი სინამდვილეში რა მოუვიდა. იმდენჯერ მოხვდა არც გამიკვირდება ტრავმა ჰქონდეს.
ნაპოლის მხარე ყველა მის თამაშს აკვირდება და ყველაფერს უყურებენ, მაინცდამაინც ახლა ნუ დავლეწავთ აქ!!!
Herbst
30 აპრილი 2022 02:06
0
ბოლნისის სტადიონის საფარი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს,უმაღლეს ლიგაში ასეთი გაზონი უბრალოდ სამარცხვინოაბბ
გულშემატკივარი
30 აპრილი 2022 06:23
0
ბათუმის დინამოს დაცვა არის ნოლი.. კარგი გუნდი 2 ბურთს მინიმუმ გაუტანდა....
zaali
30 აპრილი 2022 02:49
1
მეგობრებო წარმოიდგინეთ რო ეს საქართველო ესპანეთის შეხვედრა ყოფილიყო (ბოლნისი-დინამო ბ) და მსაჯი ყოფილიყო რუმინელი ან გერმანელი აი წარმოიდგინეთ ასეთი თამაშით რა დღეში ჩავარდებოდით მინიმუმ 5 ყვითელი და 2 წითელი
გიო
29 აპრილი 2022 22:57
1
რატომღაც მე საპირისპირო აზრი გამიჩნდა.. როცა ნაპოლში ითამაშებს ძალიან ბევრი მოხვდება ფეხებში და ყველა მეორე ტურში ტრავმა რომ არ ქონდეს ჯობია იმუნიტეტი ქონდეს უფრო მაღალი. მითუმეტეს როცა ამ დონის ფეხბურთელი თამაშობს მისი განეიტრალება ნებისმიერი მცველისთვის უდიდესი თავის გამოჩენაა და ოდნავ ზედმეტად თუ მოარტყეს ფეხებში არ უნდა გაგვიკვირდეს. რა თქმა უნდა განზრახ უხეშად თამაში დაუშვებელია. თუმცა დარწმუნებული ვარ საქართველოში არც ერთი მცველი ამას არ იკადრებს და შეგნებულად ზიანს არავინ მიაყენებს. ისე ამ ბოლო დროს არა მხოლოდ ხვიჩას გამო ისედაც საქართველოს ჩემპიონატის თამაშების ყურება მაგრად მისწორდება. თითქოს ყველა გუნდს (დიდ ნაწილს მაინც) საკუთარი იდენტობა და სხვებისგან განსხვავებული სტილი გააჩნია.
აკო
29 აპრილი 2022 22:32
10
მსაჯია დამნაშავე, მოედანია ცუდი, ხისტი თამაში და ა.შ. არავინ იტყვის რომ ბათუმმა ჩა...ვა, ხვიჩაც იმიტომ გაიყვანეს, რომ ვერ ითამაშა სამწუხაროდ და თვითდაჯერებულობა რომ არ დაეკარგა. "სიონი" მებრძოლი გუნდია აშკარად და ავტორიტეტებს არ ცნობს.
დათო
29 აპრილი 2022 20:34
21
ვერ ითამაშა? ჯერ ერთი მოედანი კი არა ყანა იყო და მერე მეორე რამდენჯერ ჩაარტყეს და ტრავმის ზღვარზე იყო, როგორ უნდა ეთამაშა, ყველა ფეხებში ურტყამდა.
ქუთაისშიც ეუხეშებოდნენ მაგრამ თვითონ გულშემატკივარი ვაპროტესტებდით და არაფერი დამართნია ჩვენთან.
გამიზნულად ტრავმაზე რო ეთამაშებოდნენ ეგ ვერ შეამჩნიეთ?
ავტორიტეტი რა შუაშია? ასე არავის უნდა ეთამაშო!
.
29 აპრილი 2022 20:51
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული