"დინამოზე" დაბრუნებული გულშემატკივარი, კარგი თამაში და ზღვა ემოციები მატჩში, რომელსაც მხოლოდ გოლები დააკლდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-11 ტურში ორი მატჩი გაიმართა და ორივე ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოვიდა.

ცენტრალური მატჩი თბილისში ჩატარდა - თბილისის „დინამო“ ბათუმის „დინამოს" დაუზავდა - 0:0.

ამ შეხვედრის მოლოდინი დიდი იყო. Tuttonapoli წერდა, რომ კვარაცხელია დიდ მატჩში მიიღებდა მონაწილეობას. თამაშის პირდაპირი ტელერეპორტაჟი „სეტანტამ“ უკრაინაში განახორციელა. პირველ რიგში, სასიხარულო ისაა, რომ ეროვნული ლიგის მატჩზე „დინამოს“ სტადიონზე 20 ათასზე მეტი მაყურებელი მივიდა და ყველა მასპინძელთა გუნდის აქტიურმა თამაშმა სასიამოვნოდ გააკვირვა. გაბედავას გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალეს, კამარასა და მალის დარტყმული ბურთები კი
ძელს
მოხვდა. შუა პირველ ტაიმში თამაში გათანაბრდა, სტუმრებმა შეუტიეს და 35-ე წუთზე კვარაცხელიას, რომელსაც ყურადღებით მეურვეობდნენ, გატანა პრიეტომ არ დაანება.

მეორე ტაიმი აჭარულმა გუნდმა აქტიურად დაიწყო, მარჯვენა ფრთიდან მამუჩაშვილმა ჩააწოდა, დავითაშვილმა მცველს დაასწრო და ბურთი ხარიხას გაარტყა. შემდეგ ხვიჩა ხვადაგიანს გაექცა და ისევ მეკარემ არ გაახსნევინა ანგარიში. ესპანელმა მერე კიდევ ორი სეივი განახორციელა და ორივე გუნდიდან ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ბოლოს მომენტები გაფრინდაშვილმა და ტეიდმა ვერ გამოიყენეს. საბოლოოდ ფრე დაფიქსირდა და ბათუმელებმა დედაქალაქელებთან ხუთქულიანი უპირატესობა შეინარჩუნეს.

თბილისი. „დინამო არენა“
დინამო (თბ) - დინამო (ბთ) 0:0

დინამო (თბ) (3-4-3): პრიეტო, ხვადაგიანი, ბენიო, კალანდაძე, მალი (სტეფენი 83), ლომინაძე (მოისწრაფიშვილი 67), ოსიყმაშვილი, ხარაბაძე (კ), ბარნსი (კირკიტაძე 67), გაბედავა (ბილენკი 83), კამარა

დინამო (ბთ) (4-1-2-3): კუპატაძე, აზაროვი, რეხვიაშვილი, კობახიძე (კ), ჩაბრაძე, ტეიდი, ალთუნაშვილი (ბიძინაშვილი 86), რადინი (ფალავანდიშვილი 86), კვარაცხელია (ჯიღაური 90+2), დავითაშვილი (ფანცულაია 74), მამუჩაშვილი (გაფრინდაშვილი 90+2)

„დილამ“ სახლში „ტორპედოს“ 2:0 სძლია და ლიდერ ბათუმის "დინამოსთან" ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა.

გორი. „თენგიზ ბურჯანაძე“
დილა - ტორპედო 2:0
გოლები: 1:0 გონსალვესი (11), 2:0 მაქაცარია (90+4)

მკითხველის კომენტარები / 28 /
ანგაეიშის მიუხედავად თამაში მომეწონა. სამჯერ ხარიხა, ბევრი მომენტები და კარში დარტყმა. 0-0 სთვის საკმაოთ კარგი თამაში. კიდევ ერთხელ ვრწმუნდები მაყურებელს რა დიდი მნიშვლებოა აქვს ფეხბურთში. ხალხმა რომ ვიაროთ ფეხბურთზე მეტად წაიწევს წინ ჩვენი ფეხბურთი. მადლობა ორივე გინდს.
G.LA
03 მაისი 2022 21:32
1
მაყურებელი სხვა ელფერს სძენს ფეხბურთს და დღევანდელმა მატჩმა კიდევ ერთხელ ცხადყო ეს.თითქოს უინტერესო ჩვენი ჩემპიონატი,სულსხვა რაკურსში წარმოჩნდა. ასე რომ ჩვენც უნდა ავიღოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და ვიაროთ სტადიონზე.
გულშემატკივარი
03 მაისი 2022 22:22
0
ერთი კარგი ფეხბურთელის დაბრუნებამ რა მაგრად მოიყვანა მაყურებელი ყველგან ანშლაგია სადაც ბათუმი თამაშობს არც ისე ცუდი ჩემპიონატი გვქონია როგორც მეგონა
Soso
03 მაისი 2022 21:23
3
გინდათ ჩემპიონატის განვითარება? იარეთ თამაშებზე, ფეხბურთელებს სულსხვა მონდომება აქვთ როცა ხალხს ხდავენ. მილიონიან ქალაქში 10-15 ათასი რო ესწრებოდეს ეგეც საქმეა. მოკიდეთ შვილებს ხელი და იარეთ მეგობრებო.
ქართველი
03 მაისი 2022 23:41
1
"ქუთაისი" რას უწუნებ კვარას
ვერ დაინახე ვერაფერი? ცუდია!
მშვენიერი კლასი მშვენიერი მატჩი
მშვენიერი დონე
ევროპას არ ჩამოვრჩებით ბევრით
თენგო
03 მაისი 2022 21:38
4
ბათუმს ფლამარიონი დააკლდა. ყველას მადლობა თავდადებისთვის.
100%
03 მაისი 2022 21:05
1
ქუთაისელებო,დინამოზე რატო არ მოხდა თავ პირის მტვრევა?
ბექა
04 მაისი 2022 02:10
3
შეიძლება ვცდები,მაგრამ როცა ისეთი შემტევი ფეხბურთელი გყავს გვერდით,როგორიც კვარაა ხშირად უნდა ამარაგებდე ბურთებით,კვარამ როცა ბურთი მიიღი სიტუაცია ყოველთვის მწვავე გახადა,ხშირად თავისუფალი იყო და ბურთს არ აწვდიდნენ,შეიძლება მე სუბიექტური ვარ ,როგორც კვარას გულშემატკივარი,მაგრამ მე ასე მგონია.
თერჯოლელი
03 მაისი 2022 22:51
5
რატო თხოვთ ამ ბავშვს ყველა თამაში 100 იანზე ჩაატაროს ამდენი ხანია დინამოზე არ უთამაში ამ კლუბის წევრი იყო 20 კაცი ნაგის სანახავად მოვიდა ემოცია არ აპატიოთ ხო შეიძლება ჩააგდო არ მიყურებია მაგრამ გულს რატო ტკენთ ეგრევე ნაპოლი და რეებს უბერავთ ყველაფერს შეძლებს რუსების და ვაი გულშემატკივრების ჯინაზე წარმატებები და ეცადე ყოველთვის ემოციებზედა წნეხზე სწირი რეაქცია გქონდეს
კახა
04 მაისი 2022 00:47
3
მართლა მგონია ხანდახან, რომ ქართველები კი არა რუსები აკომენტარებენ. ცუდად ნამდვილად არ უთამაშია დღეს. ბევრჯერ გაამწვავა და ლამაზი მომენტებიც ჰქონდა. წინა თამაშზე ტრავმა მიიღო და დღევანდელი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, მაგრამ მაინც ითამაშა. არვიცი რაუნდა ამ ხალხს.
როგორ არიან მიჩერებული რამე შეეშალოს
Winter
04 მაისი 2022 01:11
3
კაია მაყურებლების წინაშე ორივე გუნდმა მოინდომა, მაგრამ კვარაცხელიას თამაში მართლა კრიტიკას ვერ უძლებს, ან ეს აშკარა სიმულაცია რა იყო. 2 მომენტი ქონდა მცველთან 1-1ზე და ძალიან ცუდად გააგრძელა. დამამინუსეთ რამდენიც გინდათ, მაგრამ ნაპოლიში თუ არ მოუმატა ესე ძალიან გაუჭირდება ძირითადში მოხვედრა
nedved
03 მაისი 2022 22:53
29
კვარა საქართველოსია. ცოტათი ფრთხილობს და სწორს შვება ტრამვა არ მიიღოს. ასევე არ ეწყინოს ბიჭებს და ვერ ქაჩავენ მასთან თამაშის დონეს ბათუმის დინამოში და ამოტომ ვერ ამარაგებენ პასებით.კვარა იმედია.
gio
04 მაისი 2022 11:17
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული