საფეხბურთო ზეიმი ბათუმში - ხვიჩას გოლი და "დინამოს" გამარჯვება "დილასთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-12 ტურში ბათუმის „დინამომ“ სახლში „დილა“ 3:0 დაამარცხა.

ლიდერების მატჩმა დიდი ინტერესი გამოიწვია, მაღალ ტემპში დაიწყო, ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა და საკმაოდ ლამაზი სანახავი იყო. 29-ე წუთზე კვარაცხელიამ დავითაშვილის პასი მიიღო, ორი მეურვე ჩამოიცილა და ლამაზი გოლით მასპინძლები დააწინაურა. სტუმრები სწრაფი კონტრიერიშებით პასუხობდნენ და კაპანაძემ კარგი მომენტი ვერ გამოიყენა, ხოლო ტაიმის დასასრულს აჭარულმა გუნდმა ანგარიშის გაზრდის შანსი გაუშვა ხელიდან - პირისპირ გასულ ლობჯანიძეს გატანა ბულისკერიამ არ დაანება.

მეორე ტაიმი დაძაბული გამოდგა, უხეშობამ იმატა და მსაჯმა ხუთი ფეხბურთელი გააფრთხილა. 65-ე
წუთზე შორიდან ალთუნაშვილის დარტყმული ბურთი გორელთა გუნდის ხარიხას მოხვდა. შემდეგ ხვიჩამ შეცვლაზე შესული ფლამარიონი ბულისკერიასთან პირისპირ გაიყვანა, მაგრამ მეკარემ თავისი გუნდი გადაარჩინა. ბოლოს შეცვლაზე შესულმა ჯიღაურმა და გაფრინდაშვილმა დალაშქრეს „დილას“ კარი, „დინამომ“ გაიმარჯვა და მეტოქე 5 ქულით ჩამოიტოვა, რომელმაც ურიგო შთაბეჭდილება არ დატოვა.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“

დინამო (ბთ) - დილა“ 3:0
გოლები: 1:0 კვარაცხელია (29), 2:0 ჯიღაური (81), 3:0 გაფრინდაშვილი (84)

დინამო (ბთ) (4-1-2-3): კუპატაძე, მამუჩაშვილი, კობახიძე (კ), რეხვიაშვილი, აზაროვი, ტეიდი, ალთუნაშვილი (ზარია 85), რადინი (ბიძინაშვილი 72), დავითაშვილი (გაფრინდაშვილი 78), კვარაცხელია (ჯიღაური 78), ლობჯანიძე (ფლამარიონი 72)

დილა (4-2-1-3): ბულისკერია, სილვა, ჭიჭინაძე, ნონდი, ჩიტეიშვილი, გაგნიძე (კ), სანტოსი, მოსიაშვილი (მადინგა 69), გონსალვესი (დრამე 62), კაპანაძე (მაქაცარია 69), ღუდუშაური (ტავარეში 85)

მკითხველის კომენტარები / 17 /
ჯოვინოს უნდა გაეტანა ერთი ერთზე რომ გაიყვანა ხვიჩამ. უმაგრესი გარემო იყო და ძალიან კარგი თამაში. ლა ლიგის მოყვარულს რა მაფიქრებდა, რომ ოდესმე ეროვნული ჩემპიონატისგან სიამოვნებას მივიღებდი.
პ.ს ხვიჩას გოლი ულამაზესი იყო!!
Winter
23:33 08-05-2022
0
იმაზე არავინ საუბრობს, კვარაცხელიას რა სიხშირით ურტყამენ ფეხებში. მიიღებს ეგ ბიჭი ერთხელაც მძიმე ტრავმას და დარჩება ოცნებად ევროპაში თამაში.
რუსეთში რომ ურტყამდნენ აქ ერთი ამბავი იყო და ეროვნულ ლიგაში უნდა დაილეწოს მაინცდამაინც...
მომწონს როგორც თამაშობს და არ ერიდება ორთაბრძოლებს მაგრამ სარისკოა ძალიან ასე თამაში.
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული