უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ მასპინძლები ლამაზი თავურით შეცვლაზე შესულმა გოშთელიანმა დააწინაურა. ამის შემდეგ თამაში უფრო სანახაობრივი გახდა, მსაჯმა სტუმართა გოლი თამაშგარეს გამო არ ჩათვალა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და "თელავმა" გაიმარჯვა.
ამ გამარჯვების შემდეგ „თელავი“ 19 ქულით მეექვსე ადგილზე დამკვიდრდა, ხოლო „გაგრა“, რომელსაც 17 ქულა აქვს, მეშვიდე პოზიციაზე დაქვეითდა.
17 მაისს "თელავი" "ტორპედოს", "გაგრა" კი "სამგურალს" შეხვდება.
თელავი. „კავკასიონი არენა“
თელავი - გაგრა 1:0
გოლი: გოშთელიანი (49)