ვარშაველთა კარს ახლა პოლონეთის ნაკრების ყოფილი მეკარე, 42 წლის არტურ ბორუცი იცავს, რომელსაც მდიდარი საკლუბო კარიერა ჰქონდა - პრემიერლიგასა და სერია "ა"-ში უთამაშია.
ხსენებულ კლუბში ბათუმის "დინამოს" ამჟამინდელ სპორტულ დირექტორს, ლადო დვალიშვილს, ასევე ვაკო ყაზაიშვილსა და ვაკო გვილიას უთამაშიათ.
"ლეგია" ტიტულოვანი კლუბია, თუმცა წლევანდელი სეზონი ჩაუვარდა. რაც შეეხება 26 წლის კუპატაძეს - მას სამშობლოს გარდა, ლუქსემბურგის "ჟენესშიც" უთამაშია, ეროვნული ნაკრების კარი კი 2-ჯერ დაიცვა.
სანახაობრივი მატჩი და გოლების წვიმა ბათუმში [VIDEO]
ლაზარე კუპატაძეს ლუქსემბურგის ჩემპიონატზე ლევან ყენიას გუნდმა 3 გოლი გაუტანა