23 წლის მეკარე ლაზარე კუპატაძე "საბურთალოში" დაბრუნდა.
კუპატაძეს "საბურთალომ" სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმა და გუნდს კარსმომდგარ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩებში დაეხმარება.
ლაზარემ ბოლო სეზონი ლუქსემბურგის ეშის "ჟენესში" გაატარა, იქამდე კი "საბურთალოს" რიგებში 62 მატჩი ჩაატარა და საქართველოს ჩემპიონიც გახდა.
ის საქართველოს ნაკრებში გამოძახების კანდიდატია.