"სამგურალი" ბათუმის "დინამოს" ექსფორვარდით გაძლიერდა

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" ყოფილი თავდამსხმელი გიორგი ნიქაბაძე კარიერას "სამგურალში" გააგრძელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას წყალტუბოური კლუბი თავისი "ფეისბუქის" გვერდით ავრცელებს:

"ეროვნული ლიგის ერთ-ერთმა ლიდერმა, წყალტუბოს "სამგურალმა",  ბათუმის ''დინამოს'' ექსფორვარდი გიორგი ნიქაბაძე დაიმატა.

ნიქაბაძე გასულ წელს ბათუმის ''დინამოსთან'' ერთად კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გამარჯვებული გახდა. საქართველოს ჩემპიონის რიგებში მან გასულ სეზონში 4 გოლი გაიტანა, 4 საგოლე გადაცემა გააკეთა და კარიერაში პირველი ტიტული მოიპოვა.

ბათუმიდან წასვლის შემდეგ წყალტუბოელთა ახალწვეული ბოლოს მალტის ჩემპიონატში, კლუბ ''გუდია იუნაიტედში'' ასპარეზობდა.

გიორგი ნიქაბაძე "სამგურალში" 40-ნომრიანი მაისურით ითამაშებს".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული