ხვიჩას გოლი, მცირე ტრავმა და ბათუმელთა გამარჯვება თელავში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-15 ტურში ბათუმის „დინამომ“ გასვლაზე „თელავი“ 2:0 დაამარცხა.

მატჩმა თელავში დიდი ინტერესი გამოიწვია და ლამაზი სანახავი გამოდგა. თავიდან სტუმრებმა შეუტიეს და ალთუნაშვილმა ოდნავ ააცილა ბურთი კარს. შემდეგ იერიშით მასპინძლებმა უპასუხეს და გოლის გატანა ჯიქიასა და მახარობლიძეს მეკარე კუპატაძემ არ დაანება. 30-ე წუთზე კი მოედნის ცენტრიდან კვარაცხელიამ დრიბლინგი წამოიწყო და სანიკიძის კარი დალაშქრა. მან მიმდინარე ტურნირზე მეათე შეხვედრაში მეექვსე გოლი გაიტანა. 39-ე წუთზე ტრავმა მიიღო ლობჯანიძემ, რომელიც ფლამარიონმა შეცვალა და მისი პასით ანგარიში დავითაშვილმა გაზარდა. ზედ შესვენებაზე გასვლის წინ
მცირე ტრავმა მიიღო ხვიჩამ და სავარაუდოდ თავის დაზღვევის მიზნით შეცვალეს.

მეორე ტაიმში ანგარიში არ შეიცვალა, გეგუჩაძის გუნდმა გაიმარჯვა, უახლოეს მდევრებთან 5-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა და 25 მაისს „სამგურალს“ უმასპინძლებს, ხოლო „თელავი“, რომელსაც 20 ქულა აქვს, მეექვსე პოზიციაზეა და იმავე დღეს თბილისში „დინამოს“ დაუპირისპირდება.

თელავი. „კავკასიონი არენა“

თელავი - დინამო (ბთ) 0:2
გოლები: 0:1 კვარაცხელია (30), 0:2 დავითაშვილი (40)

თელავი (3-4-1-2): სანიკიძე, თოლორდავა (კ), გიგაშვილი, თევზაძე, კაპანაძე, ფირანიშვილი (ქოჩლაძე 62), პავიშიჩი (მუჯირი 71), ჯიქია, აშორტია (გოშთელიანი 46), მახარობლიძე (კვერნაძე 62), ხაბულიანი (პარკინაშვილი 46)

დინამო (ბთ) (4-2-3-1): კუპატაძე, აზაროვი, რეხვიაშვილი, კობახიძე (კ), მამუჩაშვილი, ტეიდი, ალთუნაშვილი (ფალავანდიშვილი 79), კვარაცხელია (გაფრინდაშვილი 46), ბიძინაშვილი (ზარია 82), დავითაშვილი (ჯიღაური 79), ლობჯანიძე (ფლამარიონი 39)

მკითხველის კომენტარები / 13 /
აი, გუშინ ლაზანიამ გოლი გაიტანა ჰელას ვერონას რიგებში და ნახეთ. შორიდან ძალიან უხერხული ბურთი მიიღო, ჩამოიღო, 25 მეტრი ირბინა და შეასრულა. თუ ფიქრობთ რომ კვარაცხელიას ასეთი გოლის გატანა შეუძლია, კიდევ ვიტყვი რომ ნაპოლის დონის არის. არაპოპულარულს ვამბობ მაგრამ ასეთი ტალანტები ხომ აქამდეც გვინახავს ნაკრებში და ახლა ზოგი რომ თბილისის ლოკომოტივშია... ცოტა ნაკლები მოლოდინები რომ შევქმნათ ხოლმე, რომ მერე სასწაული იმედგაცრუება არ დაგვეუფლოს, არა? მე კომენტარები მინახავს ხალხის, რომ ტირის. რა დავაშავეთ, ჩვენ როდისღა უნდა გავიხაროთო - ერთი წერდა ნაკრების მორიგ წარუმატებლობაზე. შევქმნით ცრუ მოლოდინებს და გვგონია უკვე მსოფლიოზე ვართ გასული, როცა ჯგუფში გიბრალტარს თუ ვუსწრებთ.
odala
22 მაისი 2022 11:53
13
ხვიჩამ საქართველოს ჩემპიონატი სრულიად შეცვალა. ძალიან დიდი გავლენა იქონია სხვა დანარჩენ კლუბებზე თუ მოთამაშეებზე, მომავალ და ახალ თაობებს კი ძალიან დიდ სტიმულს აძლევს კვარა..
რობი
22 მაისი 2022 03:43
2
ნუ გადაწვავენ ახლა ამ ბიჭს, ერთი თამაში მაინც დაასვენონ ეროვნულ ჩემპიონატში. რომ იძახიან გიბრალტართან დაასვენონო რა სისულელეა, ერთა ლიგაზე ყველა თამაში უნდა ითამაშოს სანაკრებო. კეთილი ინებონ და სამგურალთან დაასვენონ რომ სანაკრებოსთვის სრულად მზად იყოს.
ასე გადაბმულად რო თამაშობს ყველა თამაშს გადაიწვება, ისედაც მიყოლებით არის სანაკრებოებიც.
!!
22 მაისი 2022 02:11
8
არა ეგრეც ნუ იტყვით. ხვიჩა როცა მოედანზეა სხვებიც განაკუთრებულად ინდომებენ. გუშინ მარტო ბათუმს არ უთამაშია კარგად, თელავმაც მშვენიერი წინააღმდეგობა გაუწია. ხვიჩა არ უყურებს ეგრე საქართველოს ჩემპიონატს, თითქოს გავლითაა და დაბალი დონის გუნდებთან თამაშობდეს, პირიქით პასუხისმგებლიანად თამაშობს და ძალიან მონდომებით ფიზკურ ორთაბრძოლებშიც შედის და ფეხებშიც საკმაოდ ხვდება. ასე რომ ვარჯიში ნამდვილად არ არის აქ თამაში და ხვიჩაც ეგრე ზემოდან არ უყურებს აქ არავის. ამიტომაცაა ასე რომ შეაყვარა ყველას თავი.
რათქმაუნდა იმათ არ ვგულისხმობ ნაპოლიში სკამს გახეხავსო რომ ოცნებობენ :))
!!
22 მაისი 2022 11:13
0
არ გადაიწვება საქართველოს ჩემპიონატია ვარჯიშობს და უკეთესია
zurabi
22 მაისი 2022 10:30
0
უნდა გაუფრთხილდეთ ხვიჩას !
ამ ბიჭმა საქართველის ჩემპიონატი შეცვალა !
რრთი ოი ასეთი ომ იყოს ნაკრებში დიდი ალბათობით რაღაცას მივაღწევდით!
ჯონი
22 მაისი 2022 00:23
2
ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ საქართველოს ჩემპიონატში ლამაზად მოთამაშე ფეხბურთს და ფეხბურთელს ვნახავდი და არა ისეთს მარტო მოგებაზე რომ თამაშობენ და ტექნიკა და სხვა ყველაფერი ჰკიდიათ. კვარას წყალობით ისე მოხდა, რომ ჯერ ნაკრების თამაშების ყურება დავიწყე და მერე ეროვნული ლიგის. თურმე შეიძლება ამ ქვეყანაშიც ფეხბურთით სიამოვნება მიიღოს ფეხბურთელმა და მაყურებელსაც მიაღებინოს. თუ ფეხბურთელი წვალობს და ერთი სული აქვს როდის მორჩება თამაში, ამას მაყურებელი ადვილად ხვდება და მერე აღარ დაკარგავს დროს ასეთი თამაშის ყურებისთვის.
მოკლედ იმედია ასე გაგრძელდება და ხვიჩა რომ წავა ისევ გაივსება სტადიონები, ისევ ტექნიკურ ფეხბურთს შემოგვთავაზებენ.
Herbst
21 მაისი 2022 23:02
1
ნუ ნერვიულობთ. ტრამვის გამო არ შეუცვლიათ. მოგებული იყო თამაში და საშინელ გაზონზე მეორე ტაიმი აღარ ათამაშეს.
ქუთაისი
21 მაისი 2022 22:48
1
უნდა ითამაშოს და იბრძოლოს, ამდენი მაყურებელი მოდის სტადიონზე ბევრი მის სანახავად და ამით გამოხატავს მათ მიმართ პატივისცემას, ისე კვარასთვის ეგეთ მოედანზე თამაში ცოტა საშიშია, ყველაზე უხეში გუნდია თელავი, თუმცა კვარას ერთხელაც არ ეუხეშნენ და ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. კვარაგან უნდა აიღოს მაგალითი ჩაკვე, ტიპი გადასულია ნაპოლიში და აქ არ აკლებს არაფერს, იმდენს დარბის და ორთაბრძოლებს არ ერიდება. აზაროვის თამაში ძალიან არ მომწონს და მგონი ჯობია მაგ ბიჭმა შეიცვალოს პოზიცია დაცვაში თამაში არ ეხერხება არანაირად, წინ კი ამწავებს უფრო. სანაკრებო დონეზე მაკედონია და ბულგარეთის ნაკრებები სწორად იმ ერთ შეცდომას ელოდებიან, აქ კი ვისაც არ ეზარეობდა ყველა ატყუებდა ირაკლის, არც ჩაბრაძე ათამაშა, ფაქტია რომ მარჯვენა მცველად ბათუმში მამუჩაშვილი დამკვიდრდა.
zaza
21 მაისი 2022 22:41
1
კიდევ კარგი არ აღმოჩნდა ტრავმა მძიმე. ისე მეშინია ნაკრების თამაშის წინ არ დაილეწოს პანიკა მაქვს ყოველ წაქცევაზე, თან ისე დაეცა აშკარად მძიმე ტრავმას ჰგავდა. რა მოტივირებული იყო დღეს და რა სისწრაფეებს ავითარებდა თუ დააკვირდით. აშკარად თამაშით იღებს ეგ ბიჭი სიამოვნებას და საერთოდ არ ადარდებს არც მოედნის საფარი და არც მოწინააღმდეგე.
ძალიან მაგარი თამაში იყო, თელავმაც კარგად ითამაშა, ტემპი იყო მაღალი, ნებისმიერ საშუალო დონის ჩემპიონატს შეშურდებოდა. ხვიჩა როცა არის მოედანზე სხვებს უნდათ მასზე არანაკლებები გამოჩდნენ და განსაკუთრებულად ინდომებენ. ძალიან მაგარი საქმეა ამ ბიჭის საქართველოს ჩემპიონატში ყოფნა.
ჯერ კიდევ ვერ ვხვდებით ამას. მის გამო დიდი ყურადღებაა თამაშებზე და შეიძლება საერთოდ რომ არ ველით ისეთი ფეხბურთელები შეამჩნიონ სხვადასხვა გუნდებიდან.
ძალიან ბევრი ჰეითერი ჰყავს და ოცნებობენ ნაპოლიში სკამი გახეხოს ხვიჩამ, იმედია ვერ მოესწრებიან ამას.
Winter
21 მაისი 2022 22:34
2
არავინ არ აკეთებს კომენტარს ტრავმაზე. რაღაც განსაკუთრებულად მოტივირებული იყო დღეს, ყველა მომენტში იბრძოდა და ულამაზესი გოლიც გაიტანა. ცუდი საფარი იყო მინდვრის და საერთოდ არ უნდა დაეყენებინა ჩემი აზრით. აქაც დავწერე თელავთან ჯობია არ დააყენოსთქო. მძიმე ტრავმა რომ იყოს და ნაკრებში ვერ დაგვეხმაროს აქ ისევ ხვიჩას ლანძღვას დაიწყებს ხალხი, გამოცდილი გვაქვს უკვე როგორც იციან.

.
21 მაისი 2022 22:10
4
მოედნის საფარი საშინელ დღეში იყო
გია
21 მაისი 2022 22:03
0

სიახლეები პოპულარული