4:4 - ხვიჩას დუბლი და ბათუმის "დინამოსა" და "სამგურალის" სეზონის საუკეთესო მატჩი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-16 ტურში ბათუმის „დინამო“ სახლში „სამგურალს“ დაუზავდა (4:4), რომელსაც აქამდე ზედიზედ 6 მატჩი ჰქონდა მოგებული და ბოლო 8 შეხვედრაში არ დამარცხებულა.

ჩემპიონობისთვის მებრძოლი ორი გუნდის თამაში მართლაც გასაოცარი გამოვიდა. მასპინძლები დებიუტში ორჯერ დაწინაურდნენ, სტუმრებმა ორივეჯერ მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება, თუმცა აჭარულმა გუნდმა მაინც შეძლო ტაიმის მოგება. აღსანიშნავია, რომ მათმა სამივე შემტევმა - კვარაცხელიამ, ფლამარიონმა და დავითაშვილმა გაიტანეს გოლები. რაც შეეხებათ წყალტუბოელებს, მეორე ნომრად თამაში არჩიეს და კონტრიერიშებისას საკმაოდ სახიფათონი იყვნენ.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეიცვალა, ტემპი ისევ მაღალი
იყო და „სამგურალმა“ მესამედ გაათანაბრა ანგარიში. მერე კვარაცხელიამ თავის მიერვე მოპოვებული პენალტით ბათუმელები წინ გაიყვანა. მან მიმდინარე ტურნირზე მე-8 გოლი გაიტანა. თუმცა მიქაძის შეგირდები არ დანებდნენ, კალანდარიშვილმა მოწოდებული კუთხურის შემდეგ თავურით დალაშქრა კუპატაძის კარი და თავის გუნდს ფრე მოუპოვა.

ბათუმელები 35 ქულით ლიდერები არიან და სანაკრებო პაუზის შემდეგ, 16 ივნისს, გასვლაზე „გაგრას“ დაუპირისპირდებიან, ხოლო 30 ქულით მესამე პოზიციაზე მყოფი წყალტუბოელები იმავე დღეს თბილისის „დინამოს“ უმასპინძლებენ.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
დინამო (ბთ) - სამგურალი 4:4
გოლები: 1:0 კვარაცხელია (7), 1:1 ახვლედიანი (9), 2:1 ფლამარიონი (12), 2:2 ჯერალდო (18), 3:2 დავითაშვილი (41), 3:3 რუხაძე (54), 4:3 კვარაცხელია (65, პენ), 4:4 კალანდარიშვილი (84)

დინამო (ბთ) (4-1-2-3): კუპატაძე, ჩაბრაძე, კობახიძე (კ) (ფალავანდიშვილი 80), რეხვიაშვილი, აზაროვი, ტეიდი, ალთუნაშვილი, ჯიღაური (ფანცულაია 90+2), დავითაშვილი (გაფრინდაშვილი 67), ფლამარიონი, კვარაცხელია (ბიძინაშვილი 67)

სამგურალი (4-1-2-3): შოვნაძე, კალანდარიშვილი, მაისაშვილი (ბურჯანაძე 46), ქურდაძე, კიკაბიძე (კ), მ. ბაშელეიშვილი, ახვლედიანი (სიმდიანკინი 80), გილმორი, რუხაძე (კუხიანიძე 67), ჯერალდო (ვერულიძე 89), ჩიხლაძე (გავაშელიშვილი 67)

მკითხველის კომენტარები / 43 /
ბათუმის ქომაგი ვარ, მაგრამ დაცვა საშინელია!ასეთი დაცვით ევროპის თასებზე დიდი პრობლემები გვექნება!
მერაბი
26 მაისი 2022 06:56
0
ეს იყო საოცრება და ბედნაიერება როდესაც ასეთი დონის თამაშს უყურებ საკუთარი ქვეყნის ჩემპიონატში მართლაც შეუდარებელი იყო ეს ყველაფერი და გულშემატკივარი?? ეს მიხარია ყველაზე მეტად რომ გულშემატკივარი ნელნელა მიდის სტადიონზე და ბათუმში უკვე ივსება კიდეც სტადიონი ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ყველა კლუბს თუ შესაბამისი ინფრასტრუქტურა და პირობები ექნება მაყურებელი აუცილებლად ანშლაგით დაბრუნდება სტადიონზე ფაქტი კიდევ სახეზეა აგერ უყურეთ კიდეც ყველამ. ამიტომ აუცილებელია მეტი მარკენტინგული ჩარევა ქართულ ფეხბურთში, დაანონსდეს თამაშები ყველა ქართულ ტელე სივრცეში და მოხდეს მისი ტრანსლირება ეს ის მინიმუმია რაც ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია!
T.q
26 მაისი 2022 06:01
0
ქართველი ლეგიონერები კარიერის ბოლო წლებში რომ დაბრუნდნენ საქართველოში + მაგას დაუმატე ცოტა მაგრამ კვალიფიციური უცხოელი ლეგიონერები აი ჯოვინიოს ნაირები - ეს ნამდვილად აწევს ჩემპიონატის დონეს. დაინტერესებაც გაიზრდება, ექსპორტიც გაიზრდება და სულ სხვა დონეზე აიყვანს ქართულ ფეხბურთს.
1
26 მაისი 2022 04:20
0
სულით და გულით თამაშობს კვარა, როგორ იბრძვის ყველა ეპიზოდში და როგორ განიცდის ბურთს რომ დაკარგავს, ვიღაცეები წერდნენ ეროვნულ ლიგაში გაისეირნებს და არ დაიხარჯებაო, აბა ნახეთ როგორ მონდომებით თამაშობს. ეგ ბიჭი უბალოდ ფეხბურთით იღებს სიამოვნებას.
ნახეთ როგორ შეაყვარა ბათუმლებს თავი..
ღმერთმა დაიფაროს ტრავმებისგან!
Herbst
26 მაისი 2022 02:45
1
რომელიმე ევროპულ ლიგაზე თუ გავიდნენ, გინდაც კონფერენს ლიგაზე, კაშია დახატავდა, (კვირკველია, კანკავა და ბევრი ვარიანტიცაა სხვა გუნდის გასვლის შემთხვევაში) თავისი ბოლო საფეხბურთო წლები ქართული კლუბური ფეხბურთის აღორძინებაში, რომ ჩადოს. მერე უკვე სამწვრთნელო განხრით ვიტესში განვითარდეს. მაგრამ ჩვენთანაც მიაღწიოს იმას, რასაც ჯერ არცერთ ქართულ კლუბს არ მიუღწევია დამოუკიდებლობიდან )) (დინამოს გასვლას თუ არ ჩავთვლით, რომელშიც ჯგუფში ყველა თამაში წავაგეთ).
nk
26 მაისი 2022 02:38
0
მართლაც როგორი სანახაობრივი თამაში იყო. ჩემი დიდი პატივისცემა სამგურალს. ზუსტად ამის გამო მიყვარს ფეხბურთი, ტექნიკური თამაშის და სანახაობის. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ლა ლიგის მატჩს ვუყურებდი.
ხვიჩაზე მართლა სიტყვები არ მყოფნის. როგორი მონდომებულია ყველა ეპიზოდში, როგორ იბრძვის ბოლომდე, განიცდის ბურთს რომ დაკარგავს და ეს საოცარი ტექნიკური თამაში მისი მხრიდან, ამას ხო მაყურებელიც ვგრძნობთ, როგორ იბძვის და ზერელედ არ უყურებს აქაურ ჩემპიონატს. პენალტის შესრულებას რომ თავი დავანებოთ მანამდე როგორი პასი გააკეთა, ის გოლიც მეშვიდე წუთზე როგორ შეასრულა.
ამ ბიჭმა სიცოცხლე შემოიტანა ეროვნულ ლიგაში, როცა მოედანზეა განსაკუთრებულად ინდომებენ მოწინააღმდეგეებიც რომ ტოლი არ დაუდონ კვარაცხელიას, ეს ყველაფერი ქმნის მაღალი დონის თამაშს. ჩვენ ვერც კი წარმოვიდგენთ რა მაგარი რამეა ამ ბიჭის დროებით ჩვენც ჩემპიონატში ყოფნა, საფეხბურთო ქვეყნებიდან აკვირდებიან თამაშებს და სრულიად ადვილად შეიძლება მაგალითად რომელიმე სხვა ე. ლიგის გუნდის (მაგალითად სამგურალის) ფეხბურთელებსაც დაადგან თვალი სერია ა ს გუნდებმა. ხვიჩას გადმოსვლამდე მე მსგავსი მაღალი დონის თამაშები არ მახსოვს ეროვნულ ლიგაში, თუ ვცდები შემისწორეთ.
გულშემატკივრებს რომ ჩაეხუტა კულმინაცია იყო და ძალიან ლამაზი კადრი. ასეთი კადრები და ემოციები ხდის ფეხბურთს ყურებადს და ლამაზს. იმედია რომ წავა ხვიჩა ძალიან კარგ გაცილებას მოუწყობენ ბათუმლები.
Spain
26 მაისი 2022 01:21
0
ხვიჩასთან ერთად ზურიკო დავითაშვილსაც მიაქციეთ ყურადღება - თანდათანობით უმატებს!
ვაჟა მასწავლებელი
26 მაისი 2022 00:46
1
რომ შეცვალეს მუხლზე დიდი ყინულის ნაჭერი დაადეს. იმედია რაიმე არ აწუხებდა
.
26 მაისი 2022 00:40
0
საქართველოში სრულყოფილად რატო არაფერი კეთდება? დინამოს ყველაფერი აქვს რაც ნორმალურ გუნდს უნდა ქონდეს გარდა დაცვისა, ამ დაცვით რა ჩემპიონთა და ევროპის ლიგის ჯგუფი კონფერენს ლიგის ჯგუფში მოხვედრის შანსი არ არის. გააძლიერედ დაცვა და გადასვით კობახიძე სკამზე!!!
ქომაგი
26 მაისი 2022 00:08
0
უსიტყვოდ სუპერ თამაში!! მაღალი ტემპი! ნაკლები ჯარიმა, ნაკლები აუტი, მეტი კარზე და გოლზე თამაში, სურვილი ფეხბურთის თამაშის. ცალკე გულშემატკივარი თავისი პერფომანსებით. სუპერ მინდორი და უბრალოდ საოცარი ატმოსფერო.ბრავო ბრავო და ბრავო !!! ტემპი ტემპი
beqa
26 მაისი 2022 00:05
0

სიახლეები პოპულარული