4:4 - ხვიჩას დუბლი და ბათუმის "დინამოსა" და "სამგურალის" სეზონის საუკეთესო მატჩი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-16 ტურში ბათუმის „დინამო“ სახლში „სამგურალს“ დაუზავდა (4:4), რომელსაც აქამდე ზედიზედ 6 მატჩი ჰქონდა მოგებული და ბოლო 8 შეხვედრაში არ დამარცხებულა.

ჩემპიონობისთვის მებრძოლი ორი გუნდის თამაში მართლაც გასაოცარი გამოვიდა. მასპინძლები დებიუტში ორჯერ დაწინაურდნენ, სტუმრებმა ორივეჯერ მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება, თუმცა აჭარულმა გუნდმა მაინც შეძლო ტაიმის მოგება. აღსანიშნავია, რომ მათმა სამივე შემტევმა - კვარაცხელიამ, ფლამარიონმა და დავითაშვილმა გაიტანეს გოლები. რაც შეეხებათ წყალტუბოელებს, მეორე ნომრად თამაში არჩიეს და კონტრიერიშებისას საკმაოდ სახიფათონი იყვნენ.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეიცვალა, ტემპი ისევ მაღალი
იყო და „სამგურალმა“ მესამედ გაათანაბრა ანგარიში. მერე კვარაცხელიამ თავის მიერვე მოპოვებული პენალტით ბათუმელები წინ გაიყვანა. მან მიმდინარე ტურნირზე მე-8 გოლი გაიტანა. თუმცა მიქაძის შეგირდები არ დანებდნენ, კალანდარიშვილმა მოწოდებული კუთხურის შემდეგ თავურით დალაშქრა კუპატაძის კარი და თავის გუნდს ფრე მოუპოვა.

ბათუმელები 35 ქულით ლიდერები არიან და სანაკრებო პაუზის შემდეგ, 16 ივნისს, გასვლაზე „გაგრას“ დაუპირისპირდებიან, ხოლო 30 ქულით მესამე პოზიციაზე მყოფი წყალტუბოელები იმავე დღეს თბილისის „დინამოს“ უმასპინძლებენ.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
დინამო (ბთ) - სამგურალი 4:4
გოლები: 1:0 კვარაცხელია (7), 1:1 ახვლედიანი (9), 2:1 ფლამარიონი (12), 2:2 ჯერალდო (18), 3:2 დავითაშვილი (41), 3:3 რუხაძე (54), 4:3 კვარაცხელია (65, პენ), 4:4 კალანდარიშვილი (84)

დინამო (ბთ) (4-1-2-3): კუპატაძე, ჩაბრაძე, კობახიძე (კ) (ფალავანდიშვილი 80), რეხვიაშვილი, აზაროვი, ტეიდი, ალთუნაშვილი, ჯიღაური (ფანცულაია 90+2), დავითაშვილი (გაფრინდაშვილი 67), ფლამარიონი, კვარაცხელია (ბიძინაშვილი 67)

სამგურალი (4-1-2-3): შოვნაძე, კალანდარიშვილი, მაისაშვილი (ბურჯანაძე 46), ქურდაძე, კიკაბიძე (კ), მ. ბაშელეიშვილი, ახვლედიანი (სიმდიანკინი 80), გილმორი, რუხაძე (კუხიანიძე 67), ჯერალდო (ვერულიძე 89), ჩიხლაძე (გავაშელიშვილი 67)

მკითხველის კომენტარები / 43 /
მადლობა ბათუმის დინამოს და მთლიანად ბათუმს პირატების თამადობით, რომ ჩემპიონატზე ხალხი დააბრუნეს, ამ თამაშს, სტადიონს და კომენტარორსაც, რომ ვუსმენ ვხვდები რომ ფეხბურთი საქართველოში დაბრუნდა, ესე თუ გაგრძელდა ბევრი ხვიჩა გვეყოლება!!! შედეგიც გამოჩნდება!
პ.ს. ჯუღელი დიდად გულზე არ მეხატებოდა, მაგრამ ხვიჩა რომ ბათუმში აღმოჩნდა მართლა ალალად მადლობა. ნუ ნაპოლში გადასვლაშიც ხო დიდი წვლილი აქვს.
ზურა
25 მაისი 2022 23:58
3
ჯუღელი გააალამაზეე? ბათუმის ხარჯზე
giorgi
26 მაისი 2022 00:13
8
მანამდე დინამო თელავის მატჩს ვუყურე,სადაც მართლაც კარგი ფეხბურთი წავიდა,მშვენიერი გოლებით.გადმოვედი აქ და დიდებული მატჩი ვიხილე.საქართველოში უკვე ფეხბურთს თამაშობენ!თავიდან ,ხვიჩა რომ გადმოვიდა,მეტოქეები ცდილობდნენ,ყველა ხერხით შეეჩერებინათ,მაგრამ თანდათან მიხვდნენ,რომ მათ თამაშებს ხვიჩას გამო,უცხოეთშიც უყურებენ და ეს მათი შანსიცაა.ამიტომ ახლა უკვე ყველა ცდილობს,ნამდვილი ფეხბურთი ითამაშოს და გამოსდით კიდეც.მადლობელი ვარ თელაველები და წყალტუბოელების,ღირსეული და ეფექტური თამაშისათვის.ბათუმის დინამომ ორი გოლი გაუშვა მეკარის ბაქნის ფარგლებიდან და ორივე შემთხვევაში ორი წყალტუბოელი სრულიად თავისუფალი ელოდა ბურთს.რა თქმა უნდა ეს დაცვის ცენტრის სისუსტეა.კიდევ ერთი გოლი გაუშვეს,საკმაოდ მახვილი კუთხიდან.იქ მეკარე და ცენტრალური მცველი შემტევზე გადავიდნენ,მეორე ცენტრალური მცველი კი,იმის ნაცვლად სიჩქარე მოემატებინა და კარის ჩაკეტვა ეცადა,აუჩქარებლად გარბოდა.მას ნამდვილად ჰქონდა შანსი,შორეულ კუთხეში გაგზავნილი ბურთისათვის გზა გადაეკეტა და მოეგერიებინა,თუკი სრული სისწრაფით შეეცდებოდა ამას.ბათუმს ჰყავს ოლექსანდრ აზაცკი,რომელსაც ხელი აქვს მოტეხილი და ის,აუცილებლად გააძლიერებს ბათუმის დაცვის ცენტრს,მაგრამ არც ეს იქნება საკმარისი.აუცილებლად სჭირდებათ სწრაფი ცენტრალური მცველიც.აქვე წერდნენ,რომ პენალტი არ იყო.100%-ნი პენალტი იყო.რამდენჯერმე ვნახე გამეორება და ეჭვი არ დამრჩენია.სასიხარულოა,რომ საქართველოს ჩემპიონატს,სამგურალის სახით,ძალიან კარგი გუნდი შეემატა.თელავიც კარგი,მებრძოლი გუნდია და რაკი ნამდვილი ფეხბურთის გემოც გაიგეს,იმედი მაქვს ასევე გააგრძელებენ.ჩვენს ჩემპიონატს უკვე უცხოეთშიც უყურებენ და მჯერა,ჩვენ ფეხბურთელებს ძალიან გაუადვილდებათ, ევროპაში გასვლა.მთავარია ასე გააგრძელონ.
სოსო
26 მაისი 2022 10:59
0
მართალი ხარ, დაცვაში პრობლემები იყო, ბათუმი საკუთარ მოედანზე 4 გოლს არ უნდა უშვებდეს, დანაკლისებიც იყო რათქმა უნდა, თვალში მომხვდა რომ მამუჩაშვილი აკლდათ აშკარად რომელიც ბევრ სამუშაოს ასრულებს ხოლმე დაცვიდან დაწყებული თავდასხმით დსმთავრებული გითქმის მთელ მოედანზე, უსე კარგია გუნდების კლასი ნელნელა ზევით იწევს და თანაბრდება
ნიკოლოზი
26 მაისი 2022 12:11
0
ბათუმი ჩვენი იმედია, მაგრამ დაცვა კრიტიკას ვერ უძლებს, განსაკუთრებით ცენტრალური დაცვა, ფლანგელები აზაროვი და ჩაბრაძე სულ შეტევებში არიან და ამიტომაც ბევრ ბურთს იღებენ საკუთარ კარში.
მინდია
26 მაისი 2022 09:02
0
ეს იყო საოცრება და ბედნაიერება როდესაც ასეთი დონის თამაშს უყურებ საკუთარი ქვეყნის ჩემპიონატში მართლაც შეუდარებელი იყო ეს ყველაფერი და გულშემატკივარი?? ეს მიხარია ყველაზე მეტად რომ გულშემატკივარი ნელნელა მიდის სტადიონზე და ბათუმში უკვე ივსება კიდეც სტადიონი ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ყველა კლუბს თუ შესაბამისი ინფრასტრუქტურა და პირობები ექნება მაყურებელი აუცილებლად ანშლაგით დაბრუნდება სტადიონზე ფაქტი კიდევ სახეზეა აგერ უყურეთ კიდეც ყველამ. ამიტომ აუცილებელია მეტი მარკენტინგული ჩარევა ქართულ ფეხბურთში, დაანონსდეს თამაშები ყველა ქართულ ტელე სივრცეში და მოხდეს მისი ტრანსლირება ეს ის მინიმუმია რაც ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია!
T.q
26 მაისი 2022 06:01
0
ბათუმის დაცვა უკეთესის სურვილს ტოვებს, სტანდარტულებით ბევრ ბურთს უშვებს
ზვიადი
26 მაისი 2022 08:54
0
ეს ისტერიჩკა კომენტატორი მოაშორეთ! სამარცხვინო! რას ნიშნავს "მოედნიდან გააქრო", "გაანულა", პანტიანის კაპოტზე უყურებ თუ მაუწყებლობ?
saka
26 მაისი 2022 13:41
2
ბათუმის ქომაგი ვარ, მაგრამ დაცვა საშინელია!ასეთი დაცვით ევროპის თასებზე დიდი პრობლემები გვექნება!
მერაბი
26 მაისი 2022 06:56
0
რომ შეცვალეს მუხლზე დიდი ყინულის ნაჭერი დაადეს. იმედია რაიმე არ აწუხებდა
.
26 მაისი 2022 00:40
0
შესაძლოა ეროვნულ ჩემპიონატში ეს ხვიჩას ბოლო თამაში იყოს ნაპოლიში გადასვლის გამო, მან უზომოდ შეაყვარა თავი ბათუმელი და მთელი საქართველოს ფეხბურთის გულშემატკივრებს, მისმა ლამაზმა თამაშმა დასაბამი მისცა ქართული ფეხბურთის წინსვლას. წარმატებები მას ევროპულ გრანდები. ხოლო რაც შეეხება ბათუმელთა დაცვას? სამი კუთხური გოლად ქცევა ეს დაცვის კატასტროფაა
ნოდარი გაბრუშიძე
26 მაისი 2022 09:33
0
რეხვიაშვილმა იმდენი შეცდომა დაუშვა... ეს კობახიძე კიდევ რეგრესს განიცდის ყოველი თამაშისას.
ილია
25 მაისი 2022 23:52
1

სიახლეები პოპულარული