4:4 - ხვიჩას დუბლი და ბათუმის "დინამოსა" და "სამგურალის" სეზონის საუკეთესო მატჩი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-16 ტურში ბათუმის „დინამო“ სახლში „სამგურალს“ დაუზავდა (4:4), რომელსაც აქამდე ზედიზედ 6 მატჩი ჰქონდა მოგებული და ბოლო 8 შეხვედრაში არ დამარცხებულა.

ჩემპიონობისთვის მებრძოლი ორი გუნდის თამაში მართლაც გასაოცარი გამოვიდა. მასპინძლები დებიუტში ორჯერ დაწინაურდნენ, სტუმრებმა ორივეჯერ მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება, თუმცა აჭარულმა გუნდმა მაინც შეძლო ტაიმის მოგება. აღსანიშნავია, რომ მათმა სამივე შემტევმა - კვარაცხელიამ, ფლამარიონმა და დავითაშვილმა გაიტანეს გოლები. რაც შეეხებათ წყალტუბოელებს, მეორე ნომრად თამაში არჩიეს და კონტრიერიშებისას საკმაოდ სახიფათონი იყვნენ.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეიცვალა, ტემპი ისევ მაღალი
იყო და „სამგურალმა“ მესამედ გაათანაბრა ანგარიში. მერე კვარაცხელიამ თავის მიერვე მოპოვებული პენალტით ბათუმელები წინ გაიყვანა. მან მიმდინარე ტურნირზე მე-8 გოლი გაიტანა. თუმცა მიქაძის შეგირდები არ დანებდნენ, კალანდარიშვილმა მოწოდებული კუთხურის შემდეგ თავურით დალაშქრა კუპატაძის კარი და თავის გუნდს ფრე მოუპოვა.

ბათუმელები 35 ქულით ლიდერები არიან და სანაკრებო პაუზის შემდეგ, 16 ივნისს, გასვლაზე „გაგრას“ დაუპირისპირდებიან, ხოლო 30 ქულით მესამე პოზიციაზე მყოფი წყალტუბოელები იმავე დღეს თბილისის „დინამოს“ უმასპინძლებენ.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
დინამო (ბთ) - სამგურალი 4:4
გოლები: 1:0 კვარაცხელია (7), 1:1 ახვლედიანი (9), 2:1 ფლამარიონი (12), 2:2 ჯერალდო (18), 3:2 დავითაშვილი (41), 3:3 რუხაძე (54), 4:3 კვარაცხელია (65, პენ), 4:4 კალანდარიშვილი (84)

დინამო (ბთ) (4-1-2-3): კუპატაძე, ჩაბრაძე, კობახიძე (კ) (ფალავანდიშვილი 80), რეხვიაშვილი, აზაროვი, ტეიდი, ალთუნაშვილი, ჯიღაური (ფანცულაია 90+2), დავითაშვილი (გაფრინდაშვილი 67), ფლამარიონი, კვარაცხელია (ბიძინაშვილი 67)

სამგურალი (4-1-2-3): შოვნაძე, კალანდარიშვილი, მაისაშვილი (ბურჯანაძე 46), ქურდაძე, კიკაბიძე (კ), მ. ბაშელეიშვილი, ახვლედიანი (სიმდიანკინი 80), გილმორი, რუხაძე (კუხიანიძე 67), ჯერალდო (ვერულიძე 89), ჩიხლაძე (გავაშელიშვილი 67)

მკითხველის კომენტარები / 43 /
არვიცი ვინ არის ეგ ადამიანი, ვისაც ასე ემოციურად ჩაეხუტა მაგრამ მთელი იტალია მოიარა აი ფოტოებმა. კვარას ინსტაგრამზეც სულ იტალიური კონენტარებია, წალეკეს ნაპოლის ფანებმა უკვე :))
!!
26 მაისი 2022 12:49
0
რომელიმე ევროპულ ლიგაზე თუ გავიდნენ, გინდაც კონფერენს ლიგაზე, კაშია დახატავდა, (კვირკველია, კანკავა და ბევრი ვარიანტიცაა სხვა გუნდის გასვლის შემთხვევაში) თავისი ბოლო საფეხბურთო წლები ქართული კლუბური ფეხბურთის აღორძინებაში, რომ ჩადოს. მერე უკვე სამწვრთნელო განხრით ვიტესში განვითარდეს. მაგრამ ჩვენთანაც მიაღწიოს იმას, რასაც ჯერ არცერთ ქართულ კლუბს არ მიუღწევია დამოუკიდებლობიდან )) (დინამოს გასვლას თუ არ ჩავთვლით, რომელშიც ჯგუფში ყველა თამაში წავაგეთ).
nk
26 მაისი 2022 02:38
0
ძალიან კარგი ფეხბურთი ვნახეთ.ტექნიკური,ტემპიანი,შემტევი.ერთი სიამოვნება იყო თამაშის ყურება.ძალიან კარგია ბათუმელი გულშემატკივარი,მაგრამ ერთი თხოვნა მაქვს.რა არის ამდენი ბოლის დაყენება სტადიონზე თამაშის წინ? სპეციალურად დავაკვირდი,15 წუთი ბოლი იდგა.თქვენი თავი თუ არ გეცოდებათ ამ ბოლის სასუნთქად,ფეხბურთელები მაინც შეიცოდეთ,მათ ხომ 90 წუთი უნდა ირბინონ.თქვენ გგონიათ სასარგებლოა ამ ბოლით ნასუნთქი ფილტვებით სირბილი? ფედერაციას ვთხოვ მიაქციოს ამას ყურადღება.
ნუკრი
26 მაისი 2022 09:38
1
წარმატებები სამგურალს! ძალიან მიხარია ასეთი მონდომებული თამაში, იმედი მაქვს ეროვნულ ნაკრებშიც გამოიძახებენ რამდენიმე ფეხბურთელს, ფედერაციისგან ყურადღება ფეხბურთელებში გაზრდის მოტივაციას. წინ წყალტუბო!
FC
26 მაისი 2022 13:40
1
სსფ, აუშენეთ ქუთაისს მსგავსი სტადიონი, ხომ ხედავთ რამხელა მოტივაცია გააჩინა ბათუმში, ქომაგებშიც და ფეხბურთელებშიც.
მალაქია
26 მაისი 2022 11:55
0
სიცოცხლე შემოიტანა ქართულ ფეხბურთში. ესპანეთის ჩემპიონატის დონის თამაში იყო გუშინ. როცა მოედანზეა სხვები გაათმაგებულად ინდომებენ.
ძალიან მინდა ხვიჩა რომ წავა ეს მუხტი გაგრძელდეს და ისევ ჭ კლასის ლიგად არ ვიქცეთ, ერთმანეთზე რომ ვღლიცინებდით და გვსიამოვნებდა.
ძალიანაც რომ გინდოდეს ვერ იღლიცინებ სამგურალზე, რომელმაც ტოლი არ დაუდო ბათუმს და ასევე ვერ იღლიცინებ ბათუმზე რომლის გარემოც და თამაშის დონეც უტოლდებოდა ტოპ ჩემპიონატებისას.
დავაფასოთ ერთმანეთის შრომა და ყველა თამაში ასეთი შოუ იყოს. არც გულშემატკივარი მოგაკლდებათ და არც ეს ემოციები, რაც ზუსტად ვიცი ყველას არანორმალურად გაგიხარდათ!
Winter
26 მაისი 2022 15:36
1
ბათუმი, დაცვას მიხედეთ, დაცვას!
ფეოლა
26 მაისი 2022 13:45
1
Სამართალმა ნაწილობრივ ჭამა პური.პენალტი არ იყო.სამგურალს უნდა მოეგო.ასეთი დაცვით აპირებს ბათუმი რამის მიხწევას?ყოჩაღ სამგურალი.ვგულშემატკივრობ ამ გუნდს!!!!!!!მწვრთნელი საერთოდ სუპერი!!!
ბაბუაწვერა
26 მაისი 2022 09:00
27
სამგურალმა მაგრად ითამაშა მაგრამ პენალი 100% ით იყო. მილიონჯერ ვუყურე და ნამდვილად ოყო კონტაქტი და ფეხში ჩაარტყეს
.
26 მაისი 2022 12:15
0
ჩემპიონ გუნდი ასეთი დაცვით ?..არც ცენტრალული მცველები არც კრაინები არაფერ თავში არ არიან...გეგუჩაძეს დაცცვაზე სერიოზული დაფიქრება ჭირდება და დროული როტაციები აქვს ჩასატარებელი.....ასეთ ბავშვურ შეცდომებს დაცვაში არ უნდა უშვებდნენ..
ბუჯანგა
26 მაისი 2022 17:22
0
"სამგურალი" სეზონის აღმოჩენაა. შესანიშნავი თამაში იყო... ბრავო!!!
tngh
26 მაისი 2022 15:50
1

სიახლეები პოპულარული