4:4 - ხვიჩას დუბლი და ბათუმის "დინამოსა" და "სამგურალის" სეზონის საუკეთესო მატჩი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-16 ტურში ბათუმის „დინამო“ სახლში „სამგურალს“ დაუზავდა (4:4), რომელსაც აქამდე ზედიზედ 6 მატჩი ჰქონდა მოგებული და ბოლო 8 შეხვედრაში არ დამარცხებულა.

ჩემპიონობისთვის მებრძოლი ორი გუნდის თამაში მართლაც გასაოცარი გამოვიდა. მასპინძლები დებიუტში ორჯერ დაწინაურდნენ, სტუმრებმა ორივეჯერ მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება, თუმცა აჭარულმა გუნდმა მაინც შეძლო ტაიმის მოგება. აღსანიშნავია, რომ მათმა სამივე შემტევმა - კვარაცხელიამ, ფლამარიონმა და დავითაშვილმა გაიტანეს გოლები. რაც შეეხებათ წყალტუბოელებს, მეორე ნომრად თამაში არჩიეს და კონტრიერიშებისას საკმაოდ სახიფათონი იყვნენ.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეიცვალა, ტემპი ისევ მაღალი
იყო და „სამგურალმა“ მესამედ გაათანაბრა ანგარიში. მერე კვარაცხელიამ თავის მიერვე მოპოვებული პენალტით ბათუმელები წინ გაიყვანა. მან მიმდინარე ტურნირზე მე-8 გოლი გაიტანა. თუმცა მიქაძის შეგირდები არ დანებდნენ, კალანდარიშვილმა მოწოდებული კუთხურის შემდეგ თავურით დალაშქრა კუპატაძის კარი და თავის გუნდს ფრე მოუპოვა.

ბათუმელები 35 ქულით ლიდერები არიან და სანაკრებო პაუზის შემდეგ, 16 ივნისს, გასვლაზე „გაგრას“ დაუპირისპირდებიან, ხოლო 30 ქულით მესამე პოზიციაზე მყოფი წყალტუბოელები იმავე დღეს თბილისის „დინამოს“ უმასპინძლებენ.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
დინამო (ბთ) - სამგურალი 4:4
გოლები: 1:0 კვარაცხელია (7), 1:1 ახვლედიანი (9), 2:1 ფლამარიონი (12), 2:2 ჯერალდო (18), 3:2 დავითაშვილი (41), 3:3 რუხაძე (54), 4:3 კვარაცხელია (65, პენ), 4:4 კალანდარიშვილი (84)

დინამო (ბთ) (4-1-2-3): კუპატაძე, ჩაბრაძე, კობახიძე (კ) (ფალავანდიშვილი 80), რეხვიაშვილი, აზაროვი, ტეიდი, ალთუნაშვილი, ჯიღაური (ფანცულაია 90+2), დავითაშვილი (გაფრინდაშვილი 67), ფლამარიონი, კვარაცხელია (ბიძინაშვილი 67)

სამგურალი (4-1-2-3): შოვნაძე, კალანდარიშვილი, მაისაშვილი (ბურჯანაძე 46), ქურდაძე, კიკაბიძე (კ), მ. ბაშელეიშვილი, ახვლედიანი (სიმდიანკინი 80), გილმორი, რუხაძე (კუხიანიძე 67), ჯერალდო (ვერულიძე 89), ჩიხლაძე (გავაშელიშვილი 67)

მკითხველის კომენტარები / 43 /
გუნდი, რომელიც 4 ბურთს გაუშვებს სახლში, თან საქართველოს ჩემპიონატში, ასეთ გუნდს ჩემპიონთა ლიგის არც ერთ ეტაპზე არანაირი შანსი არა აქვს!!!
ზურა
26 მაისი 2022 19:34
1
დინამო ბათუმის დაცვა- სრული კატასტროფა და აპოკალიფსი! ერთმანეთზე უარესი 4 ცენტრალური მცველი ჰყავს გუნდს!ასეთი დაცვით ვაპირებთ ლუდოგორეცის,ფერენცვაროშის,ყარაბაღის,შერიფის წინააღმდეგ თამაშს? სამგურალს კიდევ დიდი სიმპატიები ჩემსგან. ძალიან მებრძოლი და შეკრული გუნდია,მწვრთნელიც საკმაოდ საინტერესო ჰყავთ.იმედია სეზონის საბოლოო შედეგებით კონფერენს ლიგაზე გავლენ.
მეზღვაური
26 მაისი 2022 15:49
1
წყალტუბოდან -4! ესე ვერ გაფრინდებით! ცოტა ხო არ "წაიზუგდიდეთ"?
ზერა
26 მაისი 2022 14:42
6
საქმე იმაშია რომ ინტერს,მილანს,იუვეს და სხვა სამგურალზე,თელავზე "ცოტათი"უკეთესი ფეხბურთელები ყავს.როგორ ფიქრობთ გაქაჩავს იმ დონეზე? წინასწარ ბაქიბუქს ჯობია დაველოდოთ.ღმერთმა არა ქნას იმედგაცრუებულები დავრჩეთ.
ჩემი აზრით
26 მაისი 2022 12:52
10
გოლს რომ გაიტანს და კარგად ითამაშებს ამას როცა ავღნიშნავთ ასე ძალიან რატომ გაწუხებთ? თუ ვერ გაქაჩავს ევროპაში, რაც ასე ძალიან გინდათ ბევრს, მაგასაც დავინახავთ და ეგ თქვენი პრობლემა არ იქნება. თქვენ არ თამაშობთ მის მაგივრად. აქედანვე უნდა დავიწყოთ თვითგვემა ვაი რომ ვერ გაამართლოსო?
ესპანეთს და შვედეთს ეთამაშა თანასწორად და ვნახავთ რა იქნება მომავალში.
ეს ჰეითერები რომ გამოჩნდებით და ქებით არ გავაფუჭოთო რომ იძახით ,სინამდვილეში ის ხალხი ხართ მისი ნებისმიერი წარმატება რომ გაწუხებთ:)
როცა კარგად ითამაშებს ეგეც არ უნდა აღინიშნოს თურმე.
იქ თუ ვერ ითამაშებს კრიტიკა და ლანძღვა-გინება ისედაც არ შეეშლება ამ ბოღმით გატენილ ერს და როცა საოცრად თამაშობს და მაგარ გარემოს ქმნის მაშინაც უნდა ვაკრიტიკოთ?
თითქოს არ აკლდეს ცუდის მიღება ქართველებისგან.
თქვენი აზრით?
26 მაისი 2022 13:20
1
თამაშის უმდაბლესი დონე, მაგრამ სხვა გუნდებთან განსხვავებით რაღაცით ფეხბურთს წააგავდა..
კ ო მ ბ ლ ე
26 მაისი 2022 21:54
15
Მილიონჯერ ვუყურეო...მილიონჯერ თუ უყურე და მაინც დარწმუნდი რო პენალტი იყო ყოჩაღ შენ!!!ისე.. თვალის ექიმს ეჩვენე
ბაბუაწვერა
26 მაისი 2022 16:24
5
თვალის ექიმს თქვენ ეჩვენეთ. სუფთა პენალი იყო. პრობლემები გაქვთ. წარმატებები!!
პ.ს ფეხში ჩარტყმა თუ ვერ დაინახეთ რავიცი აბა
!!
26 მაისი 2022 19:43
0

სიახლეები პოპულარული