კვლავ ძმები ხორხელები და "სიონის" ზედიზედ მეორე გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-16 ტურში „სიონმა“ საკუთარ მოედანზე „საბურთალოს“ 1:0 სძლია.

მასპინძლები 77-ე წუთზე დაწინაურდნენ - დედაქალაქელთა კარი თავისი ძმის, ნიკას პასის შემდეგ ლუკა ხორხელმა დალაშქრა. მან მიმდინარე ტურნირზე მეხუთე გოლი გაიტანა. სტუმრებმა იერიშებით უპასუხეს, ქარდავას დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, ანგარიშის გათანბრება კი ვერ შეძლეს და დამარცხდნენ.

„სიონი“, რომელმაც ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა, 19 ქულით მეცხრე ადგილზეა და 16 ივნისს ქუთაისში „ტორპედოს“ შეხვდება, ხოლო 23 ქულით მეხუთე პოზიციაზე მყოფი „საბურთალო“ იმავე დღეს „ლოკომოტივს“ დაუპირისპირდება.

ბოლნისი. „თამაზ სტეფანია“
სიონი - საბურთალო 1:0
გოლი: ლ. ხორხელი (77)

მკითხველის კომენტარები / 6 /
ეს სვანაძე ვერ ხედავს ამას? თუ არ უნდა დაინახოს,გაავსო უთამაშებელი ხალხით ნაკრები,ხორხელი არ გამიძახა,ინჯგია არ გამიძახა,ალბათ ფულს არ აძლევენ მშობლები ან არარიან ახლობლები..რატომ გონია სვანაძეს ნაკრები თავისი..
gizo
21:32 27-05-2022
0
ვულოცავთ "სიონს"! ბრავო სოსიაშვილი.
რეზო
20:58 27-05-2022
0

სიახლეები პოპულარული