კუცია და ჩხეტიანი თბილისის "დინამოში" დაბრუნდნენ

AutoSharing Option
"დინამო თბილისს" იჯარის წესით განათხოვრებული ორი ფეხბურთელი დაუბრუნდა. გიორგი ჩხეტიანი თბილისურ კლუბს პორტუგალიური "ბრაგადან" შეუერთდა, გიორგი კუცია კი ბოლო პერიოდში ჩრდილომაკედონიურ "რაბოტნიჩკიში" ასპარეზობდა.

განათხოვრების პერიოდში ახალგაზრდა მარცხენა მცველმა "ბრაგას" 23-წლამდელთა გუნდის შემადგენლობაში 17 მატჩი გამართა და მის ანგარიშზე ორი საგოლე გადაცემაა. რაც შეეხება გიორგი კუციას, მან ჩრდილოეთ მაკედონიის უმაღლეს ლიგაში თერთმეტ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ორივე ფეხბურთელი "დინამო თბილისის" აკადემიის აღზრდილია. კუციას თბილისური კლუბის პირველ გუნდში მთლიანობაში 103 შეხვედრა აქვს გამართული. მის ანგარიშზე ექვსი გოლი და ცხრა საგოლე გადაცემაა. ჩხეტიანის ანგარიშზე
კი "დინამოს" ძირითად გუნდში ერთი შეხვედრაა. ​

დედაქალაქურ კლუბში დაბრუნების შემდეგ ორივე ფეხბურთელმა კომენტარი გააკეთა:

გიორგი ჩხეტიანი: "რა თქმა უნდა, მშობლიურ კლუბში დაბრუნებით ძალიან ბედნიერი ვარ. პორტუგალიაში გატარებულ პერიოდში საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღე და ახლა მსურს ეს გამოცდილება "დინამოსთან" ერთად წარმატების მისაღწევად გამოვიყენო. გუნდთან ერთად უკვე ვვარჯიშობ და უახლოესი მატჩებისთვის სრული დატვირთვით ვემზადები".

გიორგი კუცია: "ძალიან სასიამოვნოა, რომ "დინამოში" ასპარეზობის საშუალება კიდევ ერთხელ მომეცემა. "რაბოტნიჩკი" ჩემი პირველი უცხოური გუნდი იყო და საინტერესო გამოცდილება მივიღე. ახლა სრულად "დინამოზე" ვარ კონცენტრირებული და იმედი მაქვს, გუნდთან ერთად ყველა დასახულ მიზანს მივაღწევ".

fcdinamo.ge

მკითხველის კომენტარები / 3 /
ამ ფეხბურთელებს უყურებ და გრჩება შტაბეჭდილება, რომ პროფესიონალები არც არიან, არანაირი ფიტნესი და კუნთოვანი მასა არ ეტყობათ. მოუმატონ უნდა თორემ სხვა მოთხოვნებია დღევანდელ ფეხბურთში
ლევანი
10:30 10-06-2022
0
ტარიელ მაღალდაძემ დილით კარგ ხასიათზე გაიღვიძა! რაში მაინტერესებს მეათე ხარისხოვანი ფეხბურთელების დაბრუნება და მეტიც! იმედია ორივეს ისევ გაუშვებენ და ასეთი სისტუ მოთამაშეებით "გაძლიერებას" არ გეგმაცვენ!
ტარიელ მაღალდაძე
11:12 07-06-2022
4

სიახლეები პოპულარული