ექსკლუზივი: ცხადაძე "დინამოდან" წავიდა, მას ჭიაბრიშვილი ცვლის? - "ლოკომოტივის" ყოფილი მწვრთნელი პირველ კომენტარს Sportall-თან აკეთებს

AutoSharing Option
კახა ცხადაძემ თბილისის "დინამო" დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია კლუბს ოფიციალურად ჯერჯერობით არ დაუდასტურებია, თუმცა სხვადასხვა წყაროს ცნობით, უახლოეს ხანში ეს ამბავი დადასტურდება.

ცხადაძის შეცვლის მთავარ კანდიდატად გია ჭიაბრიშვილი სახელდება. Sportall.ge ჭიაბრიშვილს ინფორმაციის გადასამოწმებლად დაუკავშირდა. 

"თქვენსავით ვიცი მეც, რომ კახა ცხადაძე გაუშვეს და ჩემს მიმართ ინტერესი აქვთ. ტყუილად ეს ლაპარაკები, რომ არ არის ვიცი და რაღაც საფუძვლები აქვს.

ჯერჯერობით გუნდიდან არავინ დამკავშირებია და მოლაპარაკება არ მიმდინარეობს. დაველოდები და ვნახოთ რა იქნება...

რა იქნება შემოთავაზების შემთხვევაში? - რა თქმა უნდა, მას განვიხილავ. შევხედავ,
თუ რა სახის და როგორი შემოთავაზება იქნება... "დინამო" საქართველოს კვალობაზე ყველამ იცის რაც არის და მანდ მუშაობა ყველასთვის კარგია, რადგან საქმის გაკეთება შეიძლება. პრესტიჟული კლუბია და საქართველოში საუკეთესოა...

დღეს სამწუხაროდ საქართველოში არ არის ბევრი ისეთი გუნდი, სადაც შეიძლება საქმე გაკეთდეს, გამართული იყოს ინფრასტრუქტურით და ა.შ... განვიხილავ, თუ იქნება რაიმე კონკრეტული შემოთავაზება", - გვითხრა ჭიაბრიშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 25 /
მოგმართავთ ყველას, ვეტერან დინამოელებს და დინამოს გულშემატკივრებს, ასევე ჟურნალისტებს. არ გიტყდებათ? ვიღაც ფიფიას როგორ აბლატავებთ? ამოიღეთ ხმა!
Anti
17:00 18-06-2022
9
დინამომ უნდა აირჩიოს რა გზით უნდა სიარული,აკადემიის ფეხბურთელებს უნდა დეყრდნოს თუ საშუალო კრგი დონის ლეგიონერები მოიწვიოს, ან უნდა მოიწვიოს ნაკრების ფეხბურთელები ისეთები რომლებიც საქართველოში არიან მაგალითად კვირკველია, ან საზღვარგარეთ უკლუბოდ დარჩენილი ქართველი ფეხბურთელები,მაგალითად ოქრიაშვილი,ჩაკვეტაძე.ცხადაძის წასვლა კი რეალურად არაფერს შეცვლის, მწრთნელი დიდხანს უდა დარჩეს კლუბში რო რაიმე შედეგი დადოს,დინამოს შემადგენლობის მხრივ აქვს პრობლემები ისეთი ლეგიონერები თამაშობენ იქ რომლებიც დინამოს მაისურის ტარების ღირსი არ არიან.
qomagi
17:13 18-06-2022
0

სიახლეები პოპულარული