ისევ კვარაცხელიას გარეშე - ბათუმის "დინამომ" "ტორპედოსთან" დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-18 ტურში ბათუმის „დინამომ“ საკუთარ მოედანზე „ტორპედო“ 4:0 დაამარცხა.

მატჩის დაწყების წინ ბათუმელთა ნახევარმცველმა გუგა ფალავანდიშვილმა თავის გულის რჩეულს ტრიბუნაზე ხელი სთხოვა. პასუხი, რა თქმა უნდა, იყო - "დიახ". სტადიონზე შეკრებილი მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი აპლოდისმენტებით მიესალმა მათ.

მასპინძელთა განაცხადში ისევ არ იყო კვარაცხელია, რომელიც „ნაპოლიში“ გადადის და სავარაუდოდ, აჭარულ გუნდში აღარ ითამაშებს. ქუთაისელებმა მწვრთნელის პოსტზე ჩხეტიანის დაბრუნების შემდეგ აქამდე ზედიზედ ორი გამარჯვება მოიპოვეს, ამჯერად მეტოქეს მაღალი პრესინგი შესთავაზეს, ზონები ჩაუკეტეს და გასაქანი არ მისცეს. პირველი მომენტი აზაროვმა შექმნა, მაგრამ
მისი დარტყმული ბურთი კვასხვაძემ მოიგერია. „ტორპედომ“ კოტრიერიშით უპასუხა; ნადარაიამ მარცხენა ფლანგიდან განივი გადაცემა გაუკეთა ქიმაძეს, რომელსაც აზაცკიმ დაასწრო და არ გაატანინა. „დინამომ“ მამუჩაშვილის საჯარიმოდან გატანილი გოლით მაინც მოახერხა დაწინაურება.

მეორე ტაიმში აბულაძემ საჯარიმოში ფლამარიონი ორჯერ წააქცია. ერთი პენალტი მამუჩაშვილმა გამოიყენა, ერთი კი თავად დაზარალებულმა და მატჩის ბედიც გადაწყდა. ბოლო გოლი სტუმართა კარში შეცვლაზე შესულმა გაფრინდაშვილმა გაიტანა და მასპინძლებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

ლიდერმა ბათუმის „დინამომ“ უახლოესი მდევარი თბილისის „დინამო“ 6 ქულით ჩამოიტოვა და 25 ივნისს „სიონს“ უმასპინძლებს, ხოლო 21 ქულით მეშვიდე ადგილზე მყოფი „ტორპედო“ იმავე დღეს თბილისში „დინამოს“ დაუპირისპირდება.

ბათუმი.“აჭარაბეთ არენა“
დინამო (ბთ) - ტორპედო 4:0
გოლები: 1:0 მამუჩაშვილი (39), 2:0 მამუჩაშვილი (53, პენ), 3:0 ფლამარიონი (78, პენ), 4:0 გაფრინდაშვილი (89)
გაძევება: აბულაძე (76)

დინამო (ბთ) (4-3-3) კუპატაძე, ჩაბრაძე, კობახიძე (კ), აზაცკი, აზაროვი, მამუჩაშვილი (დენკოვიჩი 88), ტეიდი (ფალავანდიშვილი 81), ალთუნაშვილი (გაფრინდაშვილი 88), დავითაშვილი (ბიძინაშვილი 74), ჯიღაური (ზარია 74), ფლამარიონი

ტორპედო (4-1-4-1): კვასხვაძე (კ), ნადარაია, მირცხულავა, აბულაძე, გოგლიჩიძე (მჭედლიშვილი 58), კუხიანიძე (სანდოხაძე 78), ქიმაძე (ახვლედიანი 68), მანჯგალაძე, ვაჩიბერაძე (ცინცაძე 68), შულაია, მჭედლიძე (არაბიძე 58)

მკითხველის კომენტარები / 16 /
ტორპედომ მაინც საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა ... რაც სასიხარულოა მთავარია ფანები კარგად მოიქცნენ რომ სანქცია აღარასდროს მიიღონ ... ცოდოა ტოროედო ცარიელი ტრიბუნების წინ ...
bejo
22 ივნისი 2022 00:11
0
თამაშის დასაწყისში მსაჯმა უხეში შეცდომა დაუშვა. ფეხბურთის წესების შესაბამისად აზაცკი გასაგდები იყო.
მეგრელი
21 ივნისი 2022 23:08
4
ჯერ პირველი: ტორპედოს დაცვის ცენტრი მთლიანად გადასახალისებელია სასწრაფოდ ძლიერი ლეგიონერები ამ პოზიციაზე, აბულაძემ ბათუმს ორი პენალტი უფეშქაშა პლიუს თავი გაიგდო და ამით გუნდს ყველაფერი დაუმთავრა. ამ ანგარიშით წაგებას არ იმსახურებდა დღევანდელ მატჩში ტორპედო , აბულაძე მირცხულავა და გოგლიჩიძე არიან გუნდის უსუსტესი წერტილები კვასხვაძის ჩათვლით მუუხედავად დღეს ბევრი მოგერიებული ბურთისა პენალტების გარდა ორივე გოლი მისი ბრალია , და მთავარი: მოკლედ პირველ ტაიმში რატომ არ გააძევეს აზაცკი ვერ გავიგე, აშკარად გაასაძევებელი იყო უკრაინელი. და 10 კაცით როგორ მოუგებდნენ ტორპედოს მაგასაც ვნახავდით. ფაქტია მსაჯი ბათუმს გადაეფარა . საინტერესოა ჩემპიონთა ლიგაზეც ასე დაეხმარებიან მსაჯები ბათუმს? სირცხვილია. პირველივე რაუნდში არ გააგდონ ასეთი ეპიზოდებით ბათუმი დიდი ეჭვი მაქვს.
Charley 7
21 ივნისი 2022 23:48
7
დავიჯერო ხვიჩა გამოსამშვიდობებელ მატჩს არ ჩაატარებს? ასე რომ შეიყვარა ბათუმელმა ქომაგმა, ვიფიქრე ლამაზი დამშვიდობება ექნებათთქო.
სამგურალთან პენალი რომ გაიტანა და პირატებს ჩაეხუტა, ეგ იყო სინამდვილეში გამოსამშვიდობებელი მატჩი, ალბათ თავად იცოდა რომ ბოლო იყო და იმიტომ აღნიშნა ასე განსხვავებულად.
სხვა დროს არ მახსოვს მისი ასეთი აღნიშვნა.
Winter
22 ივნისი 2022 01:22
1
არ იყო წასაგები თამაში, მითუმეტეს ასეთი ანგარიშით, მაგრამ ბევრი მიზეზი ჰქონდა ამას და არამარტო მსაჯის მიკერძოებულობა.
ჩხეტიანმა გააკეთა არასწორი შეცვლები: პირველი პენალტის მერე აბულაძე უნდა გამოეცვალა და შემოეყვანა ბუღრიძე ან არაბიძე, დაცვა კი უნდა გადმოეადგილებინა ქიმაძის უკან დახევით და ნადარაიას მარცხენა ცენტრალურ მცველზე გადმოწევით.
ბევრად უფრო პროდუქტიული იყო ფლანგები წინა თამაშში და ამარაგებდნენ მჭედლიძეს პასებით, ახლა კი საერთოდ ჩავარდა, შულაიაც წინა თამაშიშგან განსხვავებით სუსტად გამოიყურებოდა და დროზე უნდა შეეცვალა. კუხიანიძე 50 წუთის შემდეგ ტრავმირებული იყო და პრაქტიკულად გამოეთიშა თამაშს, ამან კი დატოვა 80 წუთი;
3-0 ზე რომ მცველი შემოგყავს ეს კი საერთოდ არაფერში ჯდება.
დროა ჩხეტიანი გათავისუფლდეს თავისი ლიუბიმჩიკების გაქაჩვაზე ზრუნვისგან და იხელმძღვანელოს მხოლოდ სამართლიანობის პრინციპით.
ქუთაისელი
22 ივნისი 2022 08:19
5
პირველი. რატომ არ წერ, რომ სანამ ჩხეტიანი იქნება თამაშებზე არ ივლი. მეორე. დაცვა სხვანაირად უნდა დაალაგოს, ასე აჯობებსკოსტავა-ჩივაძე-ხინჩაგაშვილი-თავაძე. შეტევა კი ხერხაძე-ხაჟალია, ყიფიანი-შენგელია. მესხი და მეტრეველი ზამენაზე.
ა?! რას იტყვი?
აცალეთ ვინმეს ნორმალურად მუშაობა, თუ გინდათ, რომ ტორპედო ისევ ძლიერი იყოს! მე მინდა! თქვენ?
alexandre
22 ივნისი 2022 11:52
3
ესეთი თამაშით ბათუმი შორს ვერ წავა ევროტურნირებზე. ტორპედოს შანსი მაშინ მოუკლეს აზაცკი რომ არ გააგდეს, თამაშით ტორპედომ 1 ტაიმი კარგად ჩაატარა და ლამაზი ფეხბურთიც ითამაშა.
გიორგი კაჭკაჭიშვილი
22 ივნისი 2022 02:57
12
სასწრაფოდ სჭირდება ბათუმს ცენტრალური მცველი, თუმცა გეგუჩაძემ მშვენივრად იცის გუნდის ნაკლოვანებები. ვუსურვებ ჩემს ბათუმს წარმატებებს ევროსარბიელზე.
მერაბი
22 ივნისი 2022 12:15
0
რომ გაიძახით, ბათუმი ბათუმიო, ერთი ფეხბურთელი მაინ დამისახელეტ ბათუმელი!!!
გიორგი
22 ივნისი 2022 12:58
16
შავი კაცი - საუბარია ფეხბურთელებზე და არა მაყურებლის რაოდენობაზე!!! მე მგონია მეც კარგად აგიხსენი!!!
გიორგი
22 ივნისი 2022 21:39
2
შენ თუ მაქ ბათუმელს ვერ ხედავ)))
20 000 დან მინიმუმ 15 000 ბათუმელია.
იმედია ამომწურავი ინფორმაცია მოგაწოდე..
შავი კაცი
22 ივნისი 2022 15:28
2
ყველა გამოხმაურება
Vulocavv batumsss kargi tamashii iyoo
Shoti
21 ივნისი 2022 23:57
0
შესანიშნავი თამაში იყო... შესანიშნავი გოლით!!!
tngh
22 ივნისი 2022 13:55
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული