ეროვნული ლიგის მე-18 ტურში ბათუმის „დინამომ“ საკუთარ მოედანზე „ტორპედო“ 4:0 დაამარცხა.
მატჩის დაწყების წინ ბათუმელთა ნახევარმცველმა გუგა ფალავანდიშვილმა თავის გულის რჩეულს ტრიბუნაზე ხელი სთხოვა. პასუხი, რა თქმა უნდა, იყო - "დიახ". სტადიონზე შეკრებილი მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი აპლოდისმენტებით მიესალმა მათ.
მასპინძელთა განაცხადში ისევ არ იყო კვარაცხელია, რომელიც „ნაპოლიში“ გადადის და სავარაუდოდ, აჭარულ გუნდში აღარ ითამაშებს. ქუთაისელებმა მწვრთნელის პოსტზე ჩხეტიანის დაბრუნების შემდეგ აქამდე ზედიზედ ორი გამარჯვება მოიპოვეს, ამჯერად მეტოქეს მაღალი პრესინგი შესთავაზეს, ზონები ჩაუკეტეს და გასაქანი არ მისცეს. პირველი მომენტი აზაროვმა შექმნა, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი კვასხვაძემ მოიგერია. „ტორპედომ“ კოტრიერიშით უპასუხა; ნადარაიამ მარცხენა ფლანგიდან განივი გადაცემა გაუკეთა ქიმაძეს, რომელსაც აზაცკიმ დაასწრო და არ გაატანინა. „დინამომ“ მამუჩაშვილის საჯარიმოდან გატანილი გოლით მაინც მოახერხა დაწინაურება.
მეორე ტაიმში აბულაძემ საჯარიმოში ფლამარიონი ორჯერ წააქცია. ერთი პენალტი მამუჩაშვილმა გამოიყენა, ერთი კი თავად დაზარალებულმა და მატჩის ბედიც გადაწყდა. ბოლო გოლი სტუმართა კარში შეცვლაზე შესულმა გაფრინდაშვილმა გაიტანა და მასპინძლებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.
ლიდერმა ბათუმის „დინამომ“ უახლოესი მდევარი თბილისის „დინამო“ 6 ქულით ჩამოიტოვა და 25 ივნისს „სიონს“ უმასპინძლებს, ხოლო 21 ქულით მეშვიდე ადგილზე მყოფი „ტორპედო“ იმავე დღეს თბილისში „დინამოს“ დაუპირისპირდება.
ბათუმი.“აჭარაბეთ არენა“
დინამო (ბთ) - ტორპედო 4:0
გოლები: 1:0 მამუჩაშვილი (39), 2:0 მამუჩაშვილი (53, პენ), 3:0 ფლამარიონი (78, პენ), 4:0 გაფრინდაშვილი (89)
გაძევება: აბულაძე (76)
დინამო (ბთ) (4-3-3) კუპატაძე, ჩაბრაძე, კობახიძე (კ), აზაცკი, აზაროვი, მამუჩაშვილი (დენკოვიჩი 88), ტეიდი (ფალავანდიშვილი 81), ალთუნაშვილი (გაფრინდაშვილი 88), დავითაშვილი (ბიძინაშვილი 74), ჯიღაური (ზარია 74), ფლამარიონი
ტორპედო (4-1-4-1): კვასხვაძე (კ), ნადარაია, მირცხულავა, აბულაძე, გოგლიჩიძე (მჭედლიშვილი 58), კუხიანიძე (სანდოხაძე 78), ქიმაძე (ახვლედიანი 68), მანჯგალაძე, ვაჩიბერაძე (ცინცაძე 68), შულაია, მჭედლიძე (არაბიძე 58)
ჩხეტიანმა გააკეთა არასწორი შეცვლები: პირველი პენალტის მერე აბულაძე უნდა გამოეცვალა და შემოეყვანა ბუღრიძე ან არაბიძე, დაცვა კი უნდა გადმოეადგილებინა ქიმაძის უკან დახევით და ნადარაიას მარცხენა ცენტრალურ მცველზე გადმოწევით.
ბევრად უფრო პროდუქტიული იყო ფლანგები წინა თამაშში და ამარაგებდნენ მჭედლიძეს პასებით, ახლა კი საერთოდ ჩავარდა, შულაიაც წინა თამაშიშგან განსხვავებით სუსტად გამოიყურებოდა და დროზე უნდა შეეცვალა. კუხიანიძე 50 წუთის შემდეგ ტრავმირებული იყო და პრაქტიკულად გამოეთიშა თამაშს, ამან კი დატოვა 80 წუთი;
3-0 ზე რომ მცველი შემოგყავს ეს კი საერთოდ არაფერში ჯდება.
დროა ჩხეტიანი გათავისუფლდეს თავისი ლიუბიმჩიკების გაქაჩვაზე ზრუნვისგან და იხელმძღვანელოს მხოლოდ სამართლიანობის პრინციპით.
ა?! რას იტყვი?
აცალეთ ვინმეს ნორმალურად მუშაობა, თუ გინდათ, რომ ტორპედო ისევ ძლიერი იყოს! მე მინდა! თქვენ?
სამგურალთან პენალი რომ გაიტანა და პირატებს ჩაეხუტა, ეგ იყო სინამდვილეში გამოსამშვიდობებელი მატჩი, ალბათ თავად იცოდა რომ ბოლო იყო და იმიტომ აღნიშნა ასე განსხვავებულად.
სხვა დროს არ მახსოვს მისი ასეთი აღნიშვნა.