ეროვნულ ლიგაში საუკეთესოები გამოვლინდნენ

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მეორე წრის საუკეთესო თერთმეტეული, მწვრთნელი და მოთამაშე დასახელდა.

თერთმეტეულში მოხვდნენ:

მეკარე: ანდრეს პრიეტო (თბილისის "დინამო")

მცველები: თედო კიკაბიძე ("სამგურალი"), ანტონ თოლორდავა ("თელავი"), ალექსანდრე კალანდაძე (თბილისის "დინამო"), ნიკა კალანდარიშვილი ("სამგურალი")

ნახევარმცველები: გიორგი მოისწრაფიშვილი (თბილისის "დინამო"), დემურ ჩიხლაძე ("სამგურალი"), ჯეფერსონ ჯერალდო ("სამგურალი")

თავდამსხმელები: ფლამარიონ ჯოვინო (ბათუმის "დინამო"), ზურიკო დავითაშვილი (ბათუმის "დინამო"), ხვიჩა კვარაცხელია (ბათუმის "დინამო")

საუკეთესო მოთამაშის პრიზი ხვიჩა კვარაცხელიას გადაეცა, რომელმაც ბათუმის "დინამოში" 11 თამაში ჩაატარა, თავი კი 8 გატანილი გოლითა და 2 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო
"სამგურალის" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი მიქაძემ დაიმსახურა, მისი გაწვრთნილი გუნდი ეროვნულ ლიგაში მე-3 პოზიციაზე იმყოფება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა პრიეტო.. დაფრინავენ ჩვენები..
ქუთაისელი
17:32 23-06-2022
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული