არაბიძის სუპერგოლი, ახვლედიანის ჰეთ-თრიკი - "ტორპედომ" კაცნაკლულ "დილას" სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-20 ტურში „ტორპედომ“ „დილა“ 4:1 დაამარცხა.

„ტორპედო“ მე-18 წუთზე შორიდან გატანილი ლამაზი გოლით არაბიძემ დააწინაურა, 41-ე წუთზე კი მეორე ყვითელი ბარათი მიიღო გაგნიძემ და სტუმრები კაცნაკლულნი დარჩნენ. ამან გორულ გუნდზე სერიოზულად იმოქმედა. მეორე ტაიმში ქუთაისელები უპირატესობას დაეუფლნენ და შეცვლაზე შესულმა ახვლედიანმა ჰეთ-თრიკი შეასრულა (ორი საგოლე გადაცემა ბუღრიძემ გააკეთა). "დილამ" მხოლოდ დრამეს ერთი გოლით უპასუხა.

„ტორპედო“ 24 ქულით მეშვიდე ადგილზეა და 13 აგვისტოს „საბურთალოს“ დაუპირისპირდება, 34 ქულით მესამე პოზიციაზე მყოფი „დილა“ კი იმავე დღეს ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლებს.

ზესტაფონი. „დავით
აბაშიძე“

ტორპედო - დილა 4:1
გოლები: 1:0 არაბიძე (18), 2:0 ახვლედიანი (63), 3:0 ახვლედიანი (74), 3:1 დრამე (78), 4:1 ახვლედიანი (90+3)
გაძევება: გაგნიძე (41)

altჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით თბილისის "დინამომ" ისევ გაიმარჯვა - ამჯერად "ტორპედო" გაანადგურა [VIDEO]

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 18 /
მიდი ტორპედო ეს მოგება დიდი დაბრუნების დასაწყისი ყოფილიყოს, ახლა ეს ერთთვიანი პაუზა როგორც შევსების მხრივ რაზეც კულუარებში ამბობენ საკმაოდ კვალიფიციურ ლეგიონერებთან მიდის მოლაპარაკებები ასევე ზბორებზე თურქეთში ჩხეტიანი ამ გუნდს საფუძვლიანად შეათამაშებს და გამოიყვანს ამ ბოლო წლების მოჯადოებული კრიზისიდან. რაც იმის იმედს აქედანვე იძლევა რომ ისევ ვიხილავთ უძლიერეს ტორპედოს ქართულ სტადიონებზე.
Charley 7
20:08 29-06-2022
3
მწვრთნელი უნდა ტორპედოს ნორმალური . აზრიანი, განვითარებული, თანამედროვე მიდგომებით . კვასხვაძე კუხიანიძე და საძმოს დაყენება ძირითადში რას მოუტანს ტორპედოს ვნახოთ .
კომენტარი
21:18 29-06-2022
3

სიახლეები პოპულარული