არაბიძის სუპერგოლი, ახვლედიანის ჰეთ-თრიკი - "ტორპედომ" კაცნაკლულ "დილას" სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-20 ტურში „ტორპედომ“ „დილა“ 4:1 დაამარცხა.

„ტორპედო“ მე-18 წუთზე შორიდან გატანილი ლამაზი გოლით არაბიძემ დააწინაურა, 41-ე წუთზე კი მეორე ყვითელი ბარათი მიიღო გაგნიძემ და სტუმრები კაცნაკლულნი დარჩნენ. ამან გორულ გუნდზე სერიოზულად იმოქმედა. მეორე ტაიმში ქუთაისელები უპირატესობას დაეუფლნენ და შეცვლაზე შესულმა ახვლედიანმა ჰეთ-თრიკი შეასრულა (ორი საგოლე გადაცემა ბუღრიძემ გააკეთა). "დილამ" მხოლოდ დრამეს ერთი გოლით უპასუხა.

„ტორპედო“ 24 ქულით მეშვიდე ადგილზეა და 13 აგვისტოს „საბურთალოს“ დაუპირისპირდება, 34 ქულით მესამე პოზიციაზე მყოფი „დილა“ კი იმავე დღეს ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლებს.

ზესტაფონი. „დავით
აბაშიძე“

ტორპედო - დილა 4:1
გოლები: 1:0 არაბიძე (18), 2:0 ახვლედიანი (63), 3:0 ახვლედიანი (74), 3:1 დრამე (78), 4:1 ახვლედიანი (90+3)
გაძევება: გაგნიძე (41)

altჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით თბილისის "დინამომ" ისევ გაიმარჯვა - ამჯერად "ტორპედო" გაანადგურა [VIDEO]

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 18 /
Ratomgac mrcheba shtabechdileba rom arabidze umotivacio gundebshi cota kurchamoshvebuli da modunebuli tamashobs,ambiciur gundshi ufro moumatebs mgonia.
Givi
30 ივნისი 2022 10:59
6
ა პარიკმახელებისაგან და ფერმერებისაგან დაძრულ გუნდში თუ გადავა რომლის საშინაო თამაშებს უფრო მეტი ფეხბურთელი ესწრება ვიდრე გულშემატკივრები აი ამ გუმდში თუ გადავა მოტივაციის ცამდე გაეზრდება ხო დდ:
Charley 7
30 ივნისი 2022 15:04
0

სიახლეები პოპულარული